↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ეგებ სიცოცხლე ერთი გრძელი ქუჩაა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ფაროხზადი ფორუღ

2012-08-122 წთ საკითხავი1101 ნახვა

—
ეგებ სიცოცხლე ერთი გრძელი ქუჩაა,რომელსაც ვედროიანი ქალი ყოველდღე კვეთს.ეგებ, სიცოცხლე თოკია,რომლითაც კაცი ტოტზე თავს იკიდებს.ეგებ, სიცოცხლე ბავშვია, რომელიც სკოლიდან ბრუნდება.ეგებ, სიცოცხლე იმ მგზავრის თავბრუდამხვევი სვლაა,რომელიც ქუდს იხდისდა მეორე გამვლელს უაზრო ღიმილით ეუბნება -"დილა მშვიდობისა".ეგებ, სიცოცხლე ის შემოსაზღვრული წამია,როცა ჩემი მზერა თავს ინადგურებსშენს თვალთა ფახულშიდა იმ გრძნობის კარია,რომელსაც მე მთვარის აღქმასადა სიბნელის გაგებას შევაბამ.
იმ ოთახში, მარტოობისოდენა რომაა,ჩემი გული, სიყვარულისოდენა რომაა,უბრალო საუბრებით გამოწვეული სიხარულითშესცქერის ყვავილთა მშვენიერებისჩაფერფლებას - ლარნაკში,ნერგს, შენ რომ დარგე ჩვენს პატარა ბაღჩაშიდა იადონთა ხმას,რომლებიცერთი ფანჯრისოდენას გალობენ.
ეს არის ჩემი წილი,ეს არის ჩემი წილი,ჩემი წილი ცაა, რომელსაც ფარდის ჩამოფარება მართმევს.ჩემი წილი მიტოვებული კიბით თავქვე დაშვებადა რაღაცასთან შერწყმაასიყარიბესა და ხრწნაში.ჩემი წილი მოგონებების ბაღში სევდანარევი ხეტიალიადა სულის დალევაა იმ ხმისთვის, რომელიც მეუბნება:"მიყვარს შენი ხელები, მიყვარსო"
ჩემს ხელებს ბაღჩაში ვრგავ -ვიცი, ვიცი, ვიცი - გავმწვანდებიდა მერცხლები კვერცხებს დამადებენმარგალიტის სადარ თითთა დანაზნექზე.ორივე ყურზე წითელი ბლის კუნწულათასაყურეს ვიკიდებ და ფრჩხილებზეგეორგინების ფურცლებს ვიწებებ.არის ქუჩა, რომელზედაცის ბიჭები, მე რომ ვუყვარდი,ჯერ კიდევაწეწილი ქოჩრებით, წვრილი კისრებითადა გამხდარი ფეხებითფიქრობენ იმ გოგონას უცოდველ ღიმილზე,რომელიც ერთ ღამეს ქარმა თან წაიყვანა.არის ქუჩები, რომლებიც ჩემმა გულმაჩემი ბავშვობის უბნიდან მოიპარა.აღმავალი მოგზაურობადროის ხაზზე,და სივრცის დაორსულებადროის უსიცოცხლო ხაზზე
სივრცე ყურადღების იმ გამოსახულებისა,სარკის წვეულებიდან რომ ბრუნდება.
და ამგვარადაა, რომვიღაცა კვდებადა ვიღაცა რჩება,ხოლო არცერთ მეთევზეს არ ძალუძს,მარგალიტი დაიჭიროს იმ უბადრუკნაკადულში, გუბეს რომ შეერთვის.

ფაროხზადი ფორუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი