↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვინმე, რომელიც ვიღაც არ არის (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)

ფაროხზადი ფორუღ

2012-08-123 წთ საკითხავი1113 ნახვა

—
მესიზმრა - მოდის ვინმესიზმრად - წითელი ვარსკვლავი ვნახე დაქუთუთო ლამის ადგილიდან ამიფრინდა,ფეხსაცმელები ლამის დამიწყვილდნენ.დავყრუვდე,თუ მოვიტყუო:მე ის წითელი ვარსკვლავისიზმრად ვნახე, როცა არ მეძინა.მოდის ვინმე,მოდის ვინმე,მოდის ვინმე,რომელიც არავის ჰგავს.ვიღაცა არ არის: მამა არ არის, მეგობარი არ არის, იაჰია5 არ არის,დედა არ არის.და სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს.უფრო მაღალია, ვიდრე არქიტექტურული სახლების ხეები,სახე კი სახეზე უფრო ნათელი აქვს.არ ეშნია სეიედ ჯავადის6 ძმისა,რომელიც წასულია და ყარაულის ტანსაცმელი აცვიადა არ ეშნია თავად სეიედ ჯავადისაც, რომლისსაკუთრებაცაა ჩვენი სახლის ყველა ოთახი;მისი სახელი, ისე როგორც დედაჩემი ეძახისხოლმე ლოცვის დასაწყისსა და დასასრულში,ან მსაჯულთა მსაჯულიაან საჭიროებათა საჭიროებაა.მას შეუძლია, თვალდახუჭულმა წაიკითხოსმესამე კლასის სახელმძღვანელოს ყველა ძნელი სიტყვა,შეუძლია, ოცი მილიონიდან ათასიც კი ისე აიღოს,რომ არაფერი მოაკლოსდა შეუძლია, სეიედ ჯავადის მაღაზიიდანნისიად წამოიღოს რამდენიც უნდა, იმდენი საქონელი.და შეუძლია რამე იღონოს იმისათვის,რომ ლამპა - "ალაჰი", რომელიცმწვანე იყო,მწვანე იყო დილის საარივით8,ხელმეორედ აინთოსმოფთაჰიანის მეჩეთის ზეცაზე.ოჰრა კარგია სინათლე,რა კარგი სინათლეადა როგორ მინდა, რომ იაჰიასჰქონდეს ერთი ველოსიპედი დაერთი აჟურული ლამპა;როგორ მინდა, რომ იაჰიას ველოსიპედზესაზამთროებსა და ნესვებს შორის დავჯდედა მოჰამადიეს მოედანსწრე დავარტყა.ოჰრა კარგია მოედნის ირგვლივ წრეზე ტრიალი,რა კარგია სახურავზე ძილი,რა კარგია ეროვნულ პარკში წასვლა,რა კარგია "პეპსი-კოლას" გემოდა რა კარგია კინოთეატრი "ფარადინი".და მე როგორ მომწონს ყველაფერი კარგიდა როგორ მინდა, ნაწნავები მოვქაჩო სეიედ ჯავადის გოგოს.
რატომ, რატომ ვარ ისეთი პატარა,რომ ქუჩებში დავიკარგო,მამაჩემი რატომ არაა ისეთიპატარა, რომ ქუჩებში დაიკარგოს.ის, ვინც ჩემს სიზმარში მოვიდა,არაფერს აკეთებს იმისათვის,რომ თავისი მოსვლის დღეცოტა წინ გადასწიოს.
და სასაკლაოს უბნის მცხოვრებნი,რომელთა ბაღების მიწაც სისხლიანია,რომელთა აუზების წყალიც სისხლიანია,რომელთა ფეხსაცმლის ლანჩებიც სისხლიანია,რატომ არაფერს აკეთებენ?..რატომ არაფერს აკეთებენ?..რა ზარმაცია ზამთრის მზე!..მე დავგავე სხვენის კიბეები,ფანჯრის მინები დავრეცხე.მამაჩემი მხოლოდ ძილშირად უნდა ხედავდეს სიზმარს?
მოდის ვინმე,მოდის ვინმე,მოდის ვინმე,ვისი გულიც ჩვენთანაა, სუნთქვაც ჩვენთანაა და ხმაც.ვისი მოსვლის შეკავებაც შეუძლებელიადა შეუძლებელია ბორკილის დადებათუ დილეგში ჩაგდება.იგი, ვინც იაჰიას ბებერი ხეების ქვეშ დაიბადა,დღითიდღეგაიზარდა და გაიზარდა,იგი -წვიმის,წვიმის წკაპუნის ხმის,ყვავილების ფაჩუნისა და ჩურჩულისა.ვინმე თოფხანის ზეციდანგარდმოხდება ცეცხლის გახსნის ღამეს.სუფრას გაშლის,პურს გაანაწილებს,ეროვნულ პარკს გაანაწილებს,ხველების შავი ფერის წამალს გაანაწილებს,საავადმყოფოს ნომრებს გაანაწილებს,რეზინის ჩექმებს გაანაწილებს,კინოთეატრ "ფარადინს" გაანაწილებს,სეიედ ჯავადის გოგოს ხეებს გაანაწილებს,ყველაფერ გასიებულს გაანაწილებს;და ჩვენ-ჩვენ წილს დაგვირიგებსმე სიზმარი ვნახე

ფაროხზადი ფორუღ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი