პოეზია · ლირიკა
მექანიკური თოჯინა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ამათზე უფროდიახ, დიახ, ამათზე დიდხანს, ამათზე უფროშეიძლება, მდუმარე დარჩე.
შეიძლება, მრავალი საათიმკვდართა მზერასავით გაყინული მზერითმიშტერებოდე სიგარეტის კვამლს,მიშტერებოდე ყავის ფინჯანს,ხალიჩაზე ამოქარგულ ფერგახუნებულ ყვავილს,კედელზე გაკლაკნილ საშიშ ხაზს;შეიძლება, უსულგულო ფანჯრებიდანფარდა გადასწიო და დაინახო:ქუჩებში კოკისპირული წვიმა ასხამს;ბავშვი თავისი ფერადი ფრანითთაღს შეფარებია;ძველი დანჯღრეული ურემიფუსფუსით სავსე სიჩქარით ტოვებსცარიელ მოედანს.
შეიძლება, ერთ ადგილას დარჩე,ფარდის გვერდით - ყრუ და უსინათლო.შეიძლება, დაიყვირო,ძალიან უცხო და ძალიან ყასიდი ხმით დაიყვირო -"მიყვარს"
შეიძლება, მახვილგონივრულად დასცინოყველა განსაცვიფრებელ გამოცანას;შეიძლება, თავი მხოლოდ კროსვორდებისამოხსნით შეიქციო დაშეიძლება, გული მხოლოდ უაზროპასუხის პოვნით დაიმშვიდო.უაზრო პასუხის -დიახ, ხუთიოდე თუ ექვსიოდე ბგერისა.
შეიძლება - მთელი ცხოვრებამუხლმოყრილი იდგე,მძიმე და ცივი ფეხის ქვეშ თავდახრილი;შეიძლება, წარეცხილ საფლავში ღმერთი დაინახო.შეიძლება, უმნიშვნელო მონეტის მეოხებით რწმენა მოიპოვო.შეიძლება, მეჩეთის სენაკებში გაიხრწნაფოლიანტებში ჩაკირკიტებული ბერივით.შეიძლება - მიმატება-გამოკლებისას,გაყოფა-გამრავლებისას,როგორც ნულს,მუდამ ერთნაირი შედეგი გქონდეს;შეიძლება - შენი თვალი - თავის განრისხებულ ბუდეში ჩამჯდარი -ძველი ფეხსაცმლის გახუნებულ ღილად ჩაითვალოს.შეიძლება, წყალივით შრებოდე საკუთარ გუბეში;
შეიძლება - ერთი წამის სილამაზეუეცრად გადაღებული სასაცილო შავი სურათივითსირცხვილით მიმალოზანდუკის ბნელ კუნჭულში;შეიძლება - ერთი დღის ცარიელ ჩარჩოშივინმე დასჯილის, ძლეულისან ჯვარცმულის ხატი ჩამოჰკიდო;შეიძლება - პატარ-პატარა სურათებით დაფაროკედელზე გაჩენილი ბზარები;
შეიძლება - მექანიკური თოჯინა იყოდა შუშის ორი თვალით საკუთარ სამყაროს ხედავდე თუ ქმნიდე;შეიძლება მუყაოს ყუთშითივით გატენილი ტანითწლების მანძილზე ბადეებისა და მძივების შუაში იძინო,შეიძლება - ხელის ყოველი ფუჭი შეხებისასუმიზეზოდ წამოიძახო და თქვა:"ო, მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მხიარული".