პოეზია · ლირიკა
ფანჯარა (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ერთი ფანჯარა - დასანახად,ერთი ფანჯარა - მოსასმენად,ერთი ფანჯარა, ჭის ღრმულივით,ფსკერით რომ მიწის გულისგულს სწვდებადა იხსნება ამ ლურჯი და გამუდმებული სიკეთის მხარეს.ერთი ფანჯარა, რომელიც ყოველღამკეთილშობილ ვარსკვლავთა სურნელის საბოძვრითპირთამდე ავსებსმარტოობის პაწაწინა ხელებს.და ფანჯარა, საიდანაც შეიძლებამზე სტუმრად იწვიონემსიწვერების მწუხარე დაისში.მე ერთი, ერთადერთი ფანჯარა მყოფნის.
დიახ, თოჯინების სოფლიდან მოვდივარ,ქაღალდის ხეების გულუხვი ჩრდილიდან,ერთი დასურათებული წიგნის ბაღში -სიყვარულისა და მეგობრობის ბერწ გამოცდილებათაგვალვიან სეზონთაგან;უბიწოების მიწიერ ქუჩებში -ანბანის ფერწასული ასოების წლითიწლობით ზრდისაგანგისოსებში ჩამჯდარი სასკოლო მერხების მიღმიდან,იმ წამიდან, როცა ბავშვებმა მოახერხეს,დაფაზე სიტყვა "ქვა" დაწერესდა შაშვთა დამფრთხალი გუნდიჟივილ-ხივილით აიშალა ბერმუხის ტოტებიდან.
მე ხორციჭამია მცენარეთა ფესვებიდან მოვდივარ;და ჩემი ტვინი ჯერაც იმ პეპლისშიშის ხმით არის სავსე,რვეულის ფურცელზექინძისთავითძელზე რომ გაესვათ.
როცა ჩემი რწმენა სამართლიანობის ფუყე თოკს ებღაუჭებოდადა მთელ ქალაქშინაწილ-ნაწილ ფლეთდნენ ჩემი ჩირაღდნების გულს,როცა ჩემს სიყვარულს ბავშვურ თვალებსკანონის ბნელი ნაჭრით უხვევდნენდა ჩემი სურვილების შეძრწუნებულიღაწვებიდან სისხლის შადრევნები ჩქეფდა,როცა ჩემი ცხოვრება აღარაფერი იყო,სხვა აღარაფერი, გარდა კედლის საათის მშვიდი წიკწიკისა,მივხვდი:უნდა გიჟივით, გიჟივით, გიჟივით მყვარებოდა.
მე ერთადერთი ფანჯარა მყოფნის:ერთი ფანჯარა ყურადღების, მზერისა და დუმილის წამებში.კაკლის ნერგმაც ხომ უკვე ისე აიყარა ტანი,რომ შეუძლია თავის ლორთქო ფოთლებსაუხსნას კედლის აზრი.სარკეს ჰკითხეშენი მხსნელის სახელიგანა მიწა, რომელზედაც ფეხებიგიცახცახებს,შენზე უფრო მარტო არ არის?განა მოციქულებმაგანადგურება მოუტანეს ამბად ჩვენს საუკუნეს?ეს გამუდმებული აფეთქებები,ეს მოწამლული ღრუბლებირომელი წმინდა აიის ჟღერა-წკრიალია?მეგობარო, ძმაო, მეხვაიშნევ,მთვარეს რომ მიაღწევყვავილთა გენოციდის ისტორიის დაწერა არ დაივიწყო.
სიზმრები თავიანთი გულუბრყვილობის სიმაღლიდანცვივიან და იხოცებიან მუდამ,მე ოთხფურცელა სამყურას ვსუნავ,რომელიც ძველი შეხედულებებისსაფლავზე გაშლილა.განა ის ქალი, ვინც თავისი მოლოდინისა და უბიწოებისსუდარაში დაიმარხა,ჩემი ახალგაზრდობა იყო.განა მეორედაც ცნობისმოყვარეობის კიბითმაღლა ავალ, რომკარგ ღმერთს, რომელიც სახლის სახურავზებოლთასა სცემს, მდაბლად მივესალმო.
ვგრძნობ, დრო გასულია.ვგრძნობ, ჩემი წილი წამი ისტორიის ფურცელს თუ ეკუთნვის.ვგრძნობ, მაგიდა ცრუ დისტანციაა ჩემს ნაწნავებსადა ამ მწუხარე, უცხო კაცის ხელებს შორის.
დამელაპარაკე, გემუდარები, ხმა გამეცი!განა ის, ვინც შენ ცოცხალი სხეულის სიკეთესა გჩუქნის,სხვას რას ითხოვს შენგან ცოცხლად ყოფნის შეგრძნებისაღქმის გარდა?
ხმა გამეცი!მე ფანჯრის საფარში ვარ! -მზის მოყვარული და ნათესავი.