↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 104 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
ძვირფასო, ჩემთვის შენი სახე როგორ დაჭკნება,ისეთივე ხარ, როგორც წინათ მყავდი ნახული,მას შემდეგ სამი სუსხიანი ზამთრის კლანჭებმატყეებს წაართვეს სიამაყე სამი ზაფხულის.სამმ ვარდობისთვეს წაეყარა ფოთლები რუხი,სამი აპრილის სილამაზეს და სურნელებასცეცხლად მოედო სამ ივნისის სიცხე და ბუღი,დაჭკნა ყოველი, არ დამჭკნარა შენი მშვენება.როგორ ისარი საათისა, მშვენიერებაცმიიპარება და რჩება მას ნაკვალები,იქნება დაჭკნა ეგ სიტურფეც ნაირფერება,მე კი, უგუნურს მატყუებენ შენი თვალები?!ყოველი ჭკნება, რაც მშვენებით მოდის ჩვენეამდე,მაგრამ სიტურფე მჭკნარი იყო შენს გაჩენამდე.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი