↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 103 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21579 ნახვა

—
დადუმებულა ჩემი მუზა ოდეს მღელვარე,შენს სადიდებლად სიტყვა რა აქვს ამოსარჩევი,რადგან შიშვლიც შენი სული ისე ელვარებს,რომ სამოსელად არ სჭირდება ლექსის ფარჩებიარ გამამტყუნო, თუკი ხოტბით აღარ გაწუხებ,სარკეს ჩახედე და მიხვდები მაშინ რაცა ხარ,შენი მშვენება შთაგონებას ადებს მარწუხებს,ჩლუნგი ლექსი კი რომ შეგბედო, ყველა დამძრახავს.სწორედ ამიტო ვმუნჯდები და ვთავაზიანობ,რა მოვიგონო უბადრუკმა შენი საქები?!როგორ შევცოდო, ლექსით როგორ დავაზიანოეგ შენი სახე ღვთაებრივად ნაქანდაკები?ლექსმა ვერ გიქოს ეგ ნაკვთები წარუშლელები,შენს სარკეშია ჭეშმარიტი ხოტბა მშვენების.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი