პოეზია · ლირიკა
სონეტი 105 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)
ალბათ თქვენს თვალში მე ვიქცევი მართლა წარმართებრ,ალბათ დამწამებთ სატრფოს კერპად გამოცხადებას,რადგან ამ ქვეყნად ბედი ჩემი ასე წარვმართე:ერთ სახელს ვუმღერ, ერთს ვუწოდებ სალოც ხატებას.მიჯნური ჩემი კეთილია აწ და მარადის,არ იცვლება და მერყეობა არცა შეფერის,რადგან ცდუნება ცვლილებისა აცდა მარად დიდს,მასზე ნამღერი ჩემი ლექსიც დარჩა ერთფერი.ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვამბობდი გუშინ,ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვიტყვი მარადჟამს,ეს ამის სამი სიტყვა ჩამებეჭდა ანთებულ გულში,და ლექსიც ჩემი ამ სამ მცნებას უდგას დარაჯად!თითო სიკეთეს აღმოვუჩენთ ათას მახლობელს,მაგრამ ვის ახსოვს სამივ მადლი ერთში სახლობდეს?!