↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 106 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21575 ნახვა

—
მემატიანე როცა მითხრობს წარსულ ოცნებას,როცა გარდასულ სილამაზეს ხედავს ზმანებით,როცა ვკითხულობ, როგორ აქეს წინათ მგოსნებმარაინდები და ლამაზმანი ბანოვანები,მაშინ ვრწმუნდები, წინაპარი შენ დაგეძებდა,შენ გგულისხმობდა, როცა აქო ლალის ბაგენი,შენი დიდების ძალამ მხოლოდ იმათ შესწვდათ,ისინი იყვნენ მაგ მშვენების მოქანდაკენი.მათი წინასწარმეტყველება ქვეყნად განთქმულა,შენმა ხოტბამაც წინ აღუსწრო შენს დაბადებას.საგალობელი შენი ღირსი მაინც არ თქმულა,რადგან ბუნდობნად ჩანდა შოროთ შენი ხატება.ჩვენ ბედი გვერგო, ღვთაებაო, ვიცით ვინა ხარ,მაგრამ სტრიქონი, შენი ღირსი ვერ მოგვინახავს.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი