↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მშიშარა

პაპიძე ნათია

2008-01-132 წთ საკითხავი2376 ნახვა

—
მახსოვს, ჯერ კიდევ მაშინ,როცა, უცნაურს სულ არ მეძახდნენ,როცა, ჯერ კიდევ არ ჩამდგომოდა თვალშიამდენი ცრემლსადინარი _ამ ჩვენს ქალაქში ქარის სეზონის მოსვლასთან ერთადვხურავდი კარებს,ფანჯრის ჩარჩოშინატეხ–ნატეხ ჩალაგებული მინის ნაჭრებისბზუილ-ღმუილით იბზარებოდამდუმარე ღამე.ვიკეტებოდი ჩვენი სახლის ბოლო ოთახში.ჩამოვჯდებოდი მწვანედყოფილ ძველ ხალიჩაზედა ბევრს ვფიქრობდი იმ პარალელურ სამყაროებზე –რომლებისგანაც შორს ცხოვრებას ვარჩევდი მაშინ.და უსათუოდ მეგონა: სადღაც, უჩემო ალაგს,ვიღაც სხვას ერგო ყველა საამო თუ სახიფათოთავგადასავალი, ფაქტი, შემთხვევა –რაც ყველა წესით თუ კანონით – მე მეკუთვნოდა.და დიდსულოვნად (მაშინ სწორედ ასე ვფიქრობდი) ვუთმობდი იმ სხვას:მინდვრებს, რომლებზეც მე უნდა მევლო,გზებს, რომლებიც ჩემ სავალად მეგულებოდა,ხიდებს, რომელთა მოაჯირიდან თავგადამხობილსრეტის დასხმამდე უნდა მეცქირა დინებებისთვის.მაშინ მეგონა, მაშინ ვფიქრობდი,რომ ყველაფერი მქონდა ისედაც.ფერები, რომელთა შეზავებითაც სულაც ახალი,სხვისთვის უცნობი ტონალობებით ვღებავდი ყოფას.ბგერები, რომელთა ჩემებურად გაჟღერებისასსამოთხის ჩიტი მიგალობდა, ასე მჯეროდა.ცვილის ლამაზი ფიგურებით ვრთავდი იმ კედლებს,რომელთა ბზარებს უსიამო მოჰქონდა გრძნობა.ადამიანი_ სულგამთბარი, სულიერი დამიწისაგან თავისუფალი მეგონა მაშინ.ოცნებაც მქონდა:ველოსიპედით შემომევლო მთელი მსოფლიო.
და დღეს, როდესაც, კვლავმკბენარივით დასევიან ჭადრის ფოთლებიქალაქის ჰაერს,როცა, ქარი დაკბენილ სხეულს ხის ტოტებშიქროლვით იქავებს,როცა, კარის დაკეტვა არ ვისურვე და მტვრის ულუფითმხედველობა დავიზიანე –გამახსენდა:განმარტოება,გაუცხოებადა სიახლოვე ფერებთან, ჩიტთან.და ის ოცნება, ვერახდენილი ერთადერთი მიზეზის გამო–ველოსიპედის არ ვიცი მართვა.მიჯობს მჯეროდეს, რომ ოცნების ვერასრულებაისევ და ისევ,მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალია.ჩემი არცოდნის,უუნარობის.სხვანაირად კი არ შემიშლიდა ცხოვრება ხელს, რომიქ წავსულიყავ– სადაც მე მსურდა.ჰოდა, მე დღესაც ასე ვფიქრობ,რომ დიდსულოვნად დავუთმე იმ სხვასმინდვრები, გზები, სავლელი გზები.გადასახდენის, არგადამხდარისმოგონებები – მოგონებებად.უკეთესადაც იცხოვრებდა, მას რომ ენება.
არ გაბედოთ და მშიშარააო, ჩემზე არა თქვათ.მე ხომ, უბრალოდ, ველოსიპედის არ ვიცი მართვა.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი