↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სათვალთვალო

პაპიძე ნათია

2008-01-131 წთ საკითხავი2380 ნახვა

—
გავხსენ სარკმლები.სახლმა თვალები გაახილა.რაფაზე მორწყულ ქოთნებიდანგამდინარი ცრემლებით ტირის.სახლმა გუგებში ამირეკლა;დაიმახსოვრა–მძინარეს ისევუძილობა რომ მესიზმრებადა თვალებნაკლულ ღამეებშიმაძებარი რომ გავხდი ძილის.შენ,კი, შენ –ჩემო მეგობარო,ძვირფასო ჩემო,დახუჭე თვალიდა შემომხედე.დახუჭე თვალი –ისე მომხედე.მითხარი,ჩემშიახლა რას ხედავ.მითხარი, შენ თუ შეამჩნიეჩემს შვიდ გარსს მიღმა –რა უშფოთველი,რა უძილოსიმშვიდე ღვივის.
გავხსენ სარკმლები.სახლმაც თვალები გაახილა.სუსხია დილის.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი