↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სათოვლისი

პაპიძე ნათია

2008-01-131 წთ საკითხავი2377 ნახვა

—
დღეს, უსაშველო გათოვლებით აივსო ღამე...დალმატინელის ლეკვებს ჰგვანან ქალაქში მთები.გუშინ, ღმერთს ვთხოვდი, თავის ნიშნით გამოვეცვალედა პატიებად ჩემი ცოდვების –თეთრი იმედი დაეთრთვილა უღრუბლო ციდან.გუშინ არ თოვდა...უღიმღამო, უღრუბლო ღამითაქამდე როდი მოუთოვია?!(ცაზე ვარსკვლავთა არ იყო ტევა...)დღეს კი...დღეს... ჩუმი ფანტელებითვიღაც სხვას ემცნო რომ – მიეტევა.იქნებ და...იმ სხვას – ეს შენდობა,ეს პატიება –ღმერთისთვის სულაც არ უთხოვია.
მე კი, ცოდვებმა ვერ მიმატოვა.უწინდელივით ჩემით ვირჩენფიქრებს ვნებიანს.ხის ტოტებიდან ჩამოვარდნილი თეთრი ნაღმებიახლა,ფეხებთან მიფეთქდებიან.
ვერ შეწყდა თოვა ......დალმატინელის ლეკვებს ჰგვანან ქალაქში გზები.
პაპიძე ნათია

პაპიძე ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი