პოეზია · ლირიკა
*** "ის ბედნიერი იყო აწმყოთი"
ის ბედნიერი იყო აწმყოთიდა უმადური ცოტა _ წარსულის,ვით დავიწყებულ ლექსის ნაწყვეტი,აგონდებოდა ერთი ასული.ის იჯდა ტყეში. მაღლა ჩიტებიჭიკჭიკებდნენ და სულს უამებდნენ.აგონდებოდა თეთრი ბინდები,რაიც გონებას გამოჰყვა დღემდე.აგონდებოდა ის ორშაბათი,როცა მან სცადა თავის დაღუპვა.შემოიხვია ლურჯი ლაბადადა ზეცისაკენ თვალნი აღაპყრო.სიამოვნებდა ეს მარტოობადაღლილს ფიქრებით, დაღლილს სხეულითდა უხაროდა, რომ მიატოვაქროლვა გიჟური, ქროლვა წყეული.უფიქრდებოდა წინათ ცხოვრებას,როცა მომავლის გზას ვერ სახავდადა ტვინი მისი თითქოს ყველაფერსფოტოფირივით სულ ინახავდა.აგონდებოდა, ღვინიან ჭიქითრომ იშუშებდა გულის იარას,ის დაიღალა ჯდომით და ფიქრით,წამოდგა მზეზე და გაიარა.... და უსიერში, მარადის კენტიდააბიჯებდა პოეტი _ ღმერთი.