პოეზია · ლირიკა
თოვა
ეშვება თოვა და გეგონებათმებს ივარცხნიან ანგელოსები,თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებადდა ფანტელებით შეიმოსები,მჯერა ამაღამ წვიმის ქალაქო,ისე გცივა და ისე სლუკუნებ,გსურს ჩემში ყველა ლექსი დალაქო,მე რომ დაერქვას ამ საუკუნეს.ხეთა მუსიკა უფლის ქნარია,ბერტყავს ფანტელებს ტოტზე ტოტიდან,ვივსები თოვლით და მიხარია,იმნაირად რომ მზეს ჩამოვიტან,როგორც გასულ წელს გათოვებისას,ვკოცნიდი როცა ცისფერ ნათითურს,შენი თითების და თუ მეღირსაშენი თვალების ოკეანითურთ,შენი თვალების ოკეანიდან,შენი თვალების ოკეანაზე,ცის პოეზიას თოვლში გავიტანეს გაგიჟება ისე მაქეზებს,დღეებით ჩემი ცივი დღეებით,ფიფქები დნება ლექსის ბგერებად,ვგრძნობ რაღაც დიდს და ძლიერს შეები,ჩემო მუზავ და კადნიერებავ.წარსულშიც ბევრი თოვის წლებია,სისველეს ყინვის მოსავს ყალიბი,და ფანტელები ახლა წვებიანჩემს სტრიქონებში შიშველ ქალივით,სადაც სუნი დგას ბროწეულების,სადაც მიყვარხარ და არ მკადრულობ,წამებს ითვლიან ოცწლეულები,იმედებით და უსიყვარულოდ.ცამდე მთვრალი ვარ, ფეხიც მერევა,შორით რძისფერი მოჩანს სერები,ვიცი ბევრია დრო და ფერება,თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.გიგლეჯს სისხლძარღვებს თოვის გალობა,თუ კი უსმენ და თუ კი შეიცან,დღეს შენი ზეცა მზესთან ახლოადა მზეზე მაღლა არის ჩემი ცა.ეშვება თოვა და გეგონებათმებს ივარცხნიან ანგელოსები,თოვს შეყოვნებით თოვს შეკონებადდა ფანტელებით შევიმოსები,რადგან მივდივარ უკვე იქითკენ,სადაც პოეტებს არ გაუმართლათ,საკუთარ თავს კი ზურგზე ვიკიდებდა ჩემი ფეხით მიმაქვს უფალთან.