↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ინდივიდუალური ლექსი (სარკესთან საკითხავი)

აბუსელიძე როინ

2015-06-121 წთ საკითხავი21887 ნახვა

—
„მე მახსოვს ისლის პატარა ქოხი,ბუნდოვნად,მდ. ჭოროხთან ახლო,ასევე მახსოვს რომ იდგა ორ ხიდსშუა, გადაღმა - მონათა ბაზრის,სადაც ყოველთვის მხვდებოდა ხოლმეერთი ლამაზი გოგონა ლაზის.
ხატიჯე ერქვა, ეფარა ჩადრი,ჩემსას ვერაფერს იგებდა, მაგრამვდგებოდი დილით ძალიან ადრერომ დამენახა,ღმერთია მოწმე,ერთ შობა დღეს კი სულ მარტო შემხვდადა მთელი ღამე ქართულად ვკოცნე.
შემდეგ გვიყვარდა ერთურთი დიდხანსშემდეგ გავიგე დანიშნეს სხვაზედა როგორც ხდება წუთი წუთს მიჰყვადა როგორც ხდება დავშორდით.ლაზეთს -
ჭოროხის სუნი დაჰქონდა იმ დღეს,წაეღო ცამდე სოფელი ბღავილს,მე კი მე მხოლოდ საღამოს მითხრეს,რომ ცხრა თვის ორსულს მოეკლა თავი..“და მაშინ მოვკვდი მეც, მაშინ შვილო“
- თვალებს იწმენდდა ბუხართან პაპა,აცრემლებული ყვებოდა შემდეგძველი ტკივილით გაჟღენთილ ამბავს........................................
და ხვალ შობაა და ეს ამბავი,მივხვდი კვლავ რატომ განათდა ჩემში,რომ ყველა შვილი არის სიკვდილი,რომელიც უნდა გვეშვა და ვერ ვშვით,თითქოს სხეულშიც კრთება ღირსებასულში კი უფრო მატულობს გრძნობა -რომ ყველა ტკივილს ამოგივსებ და
ოთხნი შევხვდებით მომავალ შობას!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი