პოეზია · ლირიკა
იქიდან
და რა ცუდია როცა გრძნობას გაუდის ყავლი,რაღა სიხარულს - შეგუებულ ტკივილსაც ვერ ვთმობ,ვერაფერს ვშველი ერთფეროვნად რთულსა და ჩავლილწუთებს და შემდეგ, მხოლოდ შემდეგ გიხსენებ ღმერთო.მონასტრის ძალაც მონასტერში იგრძნობა მხოლოდ,დროდადრო გკვებავს სულიერად ციური სარჩო,გამოაქვს შემდეგ სხეულიდან ეშმაკის სოლო -წვიმიან დღეს და განდეგილის ლოცვაში ახრჩობს.მე აქ ვიგონებ ჩემს მომავალს ჩვეული ურვით,გიგონებ შენც და უამრავჯერ წარმოთქმულ სიტყვას,შემდეგ კი სული ვეღარ იტევს ხორციელ სურვილსდა მაშინ ვხვდები - ერთმანეთი დროებით გვიყვარსდა რა ცუდია რომ ამ გრძნობას ეთმობა წლები,როცა წერტილი ამ ყველაფრის მხოლოდ წუთია,როდესაც ერთად - მარტოდმარტო ფოტოში ვრჩებით,როდესაც კარგად გვახსენდება... და რა ცუდია!...