↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლექსის

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21890 ნახვა

—
ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,წარსულია ახლა სულ ყველაფერი,ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟიდა ცისფერი ბალახებით ნაფერი,შურდულივით მოვარდება საცრის -
სათხოვებლად მეზობელის გოგონა,ლამაზი და თან რარიგად ლამაზი,ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ დარას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი,ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი,ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთანდა იმ ციცას რომელიც მე მომწონდაწამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -
ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას,ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის...მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს,პატარა და უძინარი ლექსის...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი