პოეზია · ლირიკა
ჩემი ავაზა
წყვეტილი, წყვეტილი, წყვეტილი ხაზები,ლანდშაფტი – მთების და ტრამალთა.და ფონზე სიმწვანის – ჯგუფი ავაზებისუფრთოთა და მაინც ფრთამალთა.ყველაზე ლამაზი ავაზა ჩემია,ყველაზე ვერაგი და დაუნდობელიდა ბედს ვურიგდები, რაღა დამრჩენია,არ მსურს სხვათა მარცხი და... მაინცმოველი.უნდა გავამხნევო, უნდა მოვეფერო,უნდა წავაქეზო: ჯიქურ და ლამაზად!თვალებით მამშვიდებს – ნუ სწუხხარ,ბებერო,კვლავაც არ შეგარცხვენსერთგული ავაზა...წყვეტილი, წყვეტილი, წყვეტილი ხაზებიმათი ნახტომების, მათი სხეულების,ო, რა თავგანწირვით რბიან ავაზები –რჩეულ წიაღიდან მხოლოდ რჩეულები.პირველი ჩემია! რა გასამხელიადა მე მიხარია, რომ იგი ჩემია...ავაზის თვალები მზესავით ცხელია,გმადლობ ზენაარო... რაღა დამრჩენია!