↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რუსთაველის სურათთან

ციციაშვილი ფაშა

2021-06-121 წთ საკითხავი262 ნახვა

—
ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევასეთი სახის ასეთი კაცი...განვლილი თრთოლვა ატყვია თითებს,თვალებს ატყვია სიმშვიდე მკაცრი.მაღალი შუბლი... მაღალი მეტად...და ნათლის სხივი ზემოდან ქვევით.შორს, ცხრა მთას იქით ნაპოვნი ბედადყველაზე კარგი სურათი ჩვენი.დალოცვილია იმ მხატვრის ხელი...თუმც წარმოდგენას ამაოდ ვცდილვარ;რვა საუკუნე, რვაასი წელივნატრობდი მე ამ თითების ხილვას.ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევ...იპოვა სახლი, იპოვა ბინა.განვლილი თრთოლვა ატყვია თითებსდა მაღალ ფიქრებს თვალებში სძინავთ.ისმინა ბოლოს ძახილი მიწის,მიწის, რომელსაც ესოდენ შვენისმისი ფიქრი და ქმნილება მისი, –ყველაზე დიდი ღირსება ჩვენი.რვაასი წელი, რვაასი წელი...შევხედე, ვიცან და გამაოცა...აიღებს კალამს ნატიფი ხელითდა დაწერს ახალ `ვეფხისტყაოსანს.~ვინ შეიძლება რომ იყოს კიდევთუმც წარმოდგენას ამაოდ ვცდილვარ,რვა საუკუნე ვნატრობდი თითებსდა ამ მაღალი თვალების ხილვას.

ციციაშვილი ფაშა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი