↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტბა ალპიურ ზონაზე

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მივდიოდი ყვავილების ველითგზაზე, ოსტატ ოქრომჭედლის ხელითბეჭდის თვალში ჩაჭედილო ტბაო,შენს ნაპირად ჰშვენის ბზა და ბაო.სწორი ნაძვი არის ალვის მსგავსიდა ნაძვებს ქვეშ დაყრილია ხავსი.მწუხარება ველის აქ არ არის,არ ჰყვავიან ყვავილები ბარის.სპეტაკია, როგორც სარკის ბროლი,შარშანდელი, გაუდნობი თოვლი.სისპეტაკით და სიწმინდით სავსეფერადდება მშვენიერი ხავსი.მომტყდარი ხე ახალ ხავსზე მოწვა,მეხმა მისი გული ცეცხლით მოწვა.და გაშალა თეთრ-ყვითელი გზნებითმონადირეთ გასავლელი გზები.ალპიური ყვავილების კონა -ასეთია მშვენიერი ზონა!აქ პოეტის მგზნებარების საგანსის ფერი აქვს, რაც არაა სხვაგან.მარად რჩება მოგონება ვრცელი -მაღალ მთაზე დაფენილი ველი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი