პოეზია · ლირიკა
* * * "ცას მთა ჰკიდია"
ცას მთა ჰკიდია, როგორც გიდელი,ჩოხებს იხევენ ხენი, მთვრალები;დედაო მიწავ, ისე გიდნები,რომ სიყვარულად აგიზღვავდები.ყაყაჩოსავით ვიწვი, ვწითლდები,მწვანე სიცილში მხვევენ ყანები.სერზე მზის ირგვლივ როკვენ იფნები,როგორც კოცონთან ბოშა ქალები.