↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მხურვალე სალამი პროლეტარულ მწერლებს!

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-133 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
დახე, რანაირია დედამიწის ტრიალი,წინად როგორ ბნელოდა, მერე როგორ იალა,როცა ცხრაას ჩვიდმეტის ცეცხლოვანი ბზრიალა,დატრიალდა და ქვეყნის თავზე გადიგრიალა.ახალგაზრდა პოეტი თამამია, ურჩია:სიკვდილს ასჯერ გადვურჩი (კიდევ გადავურჩები),იმ ბობოქარ ტყვიებში ვიდექ ბარიკადებზე,რადგან ათასწლოვანი ინგრეოდენ ბურჯები.ბრიყვი ბევრი მინახავს, დროთა ძველთა მსახველი,მაგრამ კერენსკისთანა ბრიყვის არ ვარ მნახველი:როგორ იმუქრებოდა ის ცეცხლით და მახვილით:დაგანგრევთო, ხელახლა ომში თუ არ წახველით.მან პასუხად მიიღო წითელ დროშათ ტყე-ველი,აკაკანდა ათასი ხაზით ტყვიამფრქვეველი.მასა მძლეთა-მძლეველი, კლასი ცეცხლის მფრქვეველი,კლასი გაიძახოდა: „ძირს, ძირს ფარისეველი!“დამტკიცდა ისიც, რომცხოვრება არ არისვეფხისტყაოსნურირითმათა მთოვარება,არც ბაღი სევდისა,არც ჩემი, არც სხვისი,ადრინდელი ხმაარ არის ცხოვრება.იგი მიწაზეა,იგი შრომაშია,ის თვალწარმტაცია,არყოფნა არის ცა,ცხოვრება კი არისორგანიზაცია.ცხოვრება არ არისსულ ჩემი და შენი,სულ მე და სხვა არა.- წარსული იყოო,თუ იყო რამ ქვეყნად, -გაჰკივის მასხარა.ასეთი ცხოვრება,ცხოვრება კი არა,ორმოა პაწია.ნამდვილი ცხოვრებაარის მომავლისორგანიზაცია.ვით ჭირი. და როგორცერთგვარი სახადი,მემარჯვენეობააგორებს ძველ გოგორს:ტაძრები ნახატი,ხმალი და მძლეობა.ჩვენ ვამბობთ: ძირს ხატი.ჩვენ გვინდა ახალი,ცხოვრება აწია!ცხოვრება - ეს არისრევოლუციონურიორგანიზაცია.ზარალი თუ გმირი?ტფილისის სასაზეხმა ჰარი-არალის.ცხოვრება დოლია?არ არის ეს ასე,არ არის, არ არის!ვინც კაცი არ არის,მას რა ეთხოვება?რომელიც კაცია,მან იცის რას ნიშნავსსოციალისტურიორგანიზაცია.სტირი განაპირებას, გახსოვს ცრემლთა ჩქერება,მაგრამ მგლის ატირებას როსმე დაეჯერება?ცრემლი სხვისი გემართა, სხვისი ოხვრა გსმენია,ახლა აქ დაგემართა, რაც იქ ჩაგიდენია.ვით არ მესხვანაიროს შენი ძველი ჭრიალი,რომ ავტოს და ჰაეროს გზებით მიდის გრიალი?!ჩვენი გზაა - კომუნა, თქვენი - ერუსალიმი.პროლეტარულ მწერლობას ჩვენი წრფელი სალამი!ნერვებს შრომა ამდენი არასდროს არ რგებია:ბევრის მნახველ-ჩამდენი გაგვიფოლადებია.ვიყოთ ჩასაფრებული, ან და რა დროს შიშია,როცა გამძაფრებული ყველგან იერიშია!ვჭედოთ, ამხანაგებო, ნებისყოფა ფოლადის,ვჭედოთ აგუგუნება ხუთწლიანი ხომალდის,ვჭედოთ, ჯარო წითელო, დისციპლინა ძლიერი;ვჭედოთ კოლექტივები, ვჭედოთ ხმა მიწიერი.ვჭედოთ, ახალგაზრდობავ, საწარმოო მზადება,ვჭედოთ შურისძიება, რისხვა, თავგადადება.ვჭედოთ ბასრი მახვილი და კულტურა მახვილი;ვჭედოთ რკინა, ალმები, ბრძოლის გამოძახილი.ვჭედოთ სოლიდარობის მარადისი ხალისი,ვჭედოთ რომ გამოვჭედოთ ქვეყნად სოციალიზმი.ვჭედოთ!ვჭედოთ!ვჭედოთ!
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი