↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნ. ბარათაშვილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ის ტკბილი არი, ვინემ თვით ქნარი,ის ნაზი არი ყვავილთ სურნელზე,გადაიქროლა საქართველოზე,როგორც სამუმმა უდაბნო-ველზე.და მან იცოდა, რომ ვერ იტყოდასიტყვას, ჯერ ახალს, სიტყვას ჯერ უთქმელს..და ყველგან, ყველგან წინ უხვდებოდაღიმილს დამცინველს, ღიმილს დამთუთქველს.ხელოვნებისთვის ისე იწოდა,როგორც ხატის წინ წმიდა სანთელი..ისე თრთოლავდა ლექსთ შადრევანთან,როგორც მზის სხივი უკანასკნელი..განთიადისას ისე ღელავდა,როგორც ზღვის ტალღა დაუდეგარი..და ბინდის ჟამზე, სიჩუმის ჟამზემწუხრის კაეშნით მოსთქვამდა ქნარი..ყური დაუგდეთ.. განა ეს ლოცვაეხლაც არ ატკბობს თქვენს მოქანცულ სულს?მე კი მას ვუსმენ: როგორც უკვდავთაგამამხნევებელს და ნეტარ ჩურჩულს...
1910
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი