პოეზია · ლირიკა
* * * "თვალთა უპეებზე"
თვალთა უპეებზე მტრედის კვალი,შუბლი დამჭკნარი და დაზოლილი;სახე შერუჟღული ოხვრის კვამლით,ტუჩებზე – ღრუბელი გაწოლილი...ცეცხლის ბურთს უჩივის ყელი ცალკე,გული გასკდა, როგორც ლამპის მინა...ცივად დაიკივლა წრფელმა სარკემ,_ ეს რა დაგმართნია, ჩემო ზინა!