↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "მთებს აპრილი დაჰკისკისებს"

სოლომნიშვილი ზინა

2026-07-181 წთ საკითხავი2259 ნახვა

—
მთებს აპრილი დაჰკისკისებს სერაფიტად,ცხელ მიწაზე დაკონებას მთხოვს სხეული,…აბა, მითხარ, მე უშენოდ მზე რად მინდა?!ლერწამი ვარ, სალამურად მომსხვრეული.ნუ გამისწრებთ, წლებს მივკივი მდევარივით,მე ამ ქვეყნად ვარ სიტკბოსთვის მოწვეული,კახურ ვაზზე ასაგლეჯი მტევანი ვარ,შენს ცხელ გულზე დასაწურად მოწეული.

სოლომნიშვილი ზინა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი