პოეზია · ლირიკა
ზამთრის წინასწარ
ზამთრის კლავიშმა მიუშვა მინორს,ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ,სიცარიელე დააჯდა მინდორსდა მოიქნია მწვერვალზე ბოლო.
შეადნა ღამე თებერვალს, დღისითკაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ,სიზმარში ყოფნას მოჰგავდა ნისლიდა ასე თოვდა მიწიდან ცამდე.
ცრემლის ბურთივით ვიდექი ყელში,არღვევდა ფიქრი იანვრის მოტივსდა ისე ახლოს მეჩვენა შეშლა,რომ თოვლზე მეტად მე თვითონ ვთოვდი.
ცალფეხშიშველი მირბოდა გოგო,გათოშილ ხელებს უცვლიდა გუნდას,შემდეგ ბავშვობა მომინდა როგორცჩემს ბავშვობაში დიდობა მსურდა,შემდეგ ამინდში ვიცანი ღმერთი,გარეთ კი თოვდა მიწიდან ცამდედა მაშინ მსურდა რომ მეთქვა შენთვისროგორ მიყვარდი და როგორ მწამდი.მარტი თებერვლის ლოგინში იწვა,მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი,ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას,თეთრეულივით გადასძვრა თოვლი!...