↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვილაპარაკოთ

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21886 ნახვა

—
მსგავსი დღეების უსაშველო დარჩა ატანა,დეე, გადაწყდეს ისე როგორც ღამემ განაგოს,მოდი ჩემთან და ამ დუმილის გასაფანტავად,თუნდაც სულ მცირე, ამინდებზე ვილაპარაკოთ.
ვილაპარაკოთ - როგორ ფეთქავს დილა კვირტივით,წვიმის წვეთებში მზის სხივები როგორ ეტევა,იცი, მე ახლაც შარშანწინდელ ამინდს მივტირიდა ეს ტირილიც მენანება გასამეტებლად.
ვილაპარაკოთ, შენს უმანკო სულთან მიმიშვი,თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,ვილაპარაკოთ - სიყვარულზე მთელი სიგიჟითდა მოდი მერე სიგიჟეზე ვილაპარაკოთ.
ვილაპარაკოთ, დანარჩენზეც, ბევრი მხილებით,სხვებს როგორ უყვართ, როგორ სძულთ ან როგორ ელიან,როგორ არიან ანგარებით ერთად წყვილებიდა ანგარება ჩვენთვის როგორ არაფერია -
რადგან პროცესი დასრულდება მაინც გნიასით,დაგეგმილ გრძნობებს ჩვეულებრივ ვეღარ განაგებ,ვილაპარაკოთ - ერთადერთხელ პოეზიაზეც -ან შენ მისმინე და მე მარტო ვილაპარაკებ...
ვილაპარაკოთ - უსაფუძვლოდ, უხმოდ, უმიზნოდ,თორემ დრო ცდილობს სურვილები თავად ალაგმოს,ვილაპარაკოთ, მაგრამ მოდი ისეც ნუ ვიზამთ,რომ არაფერი აღარ დაგვრჩეს სალაპარაკო.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი