პოეზია · ლირიკა
დიდიხნისწინდასაწერი ლექსი
ჩემი თავის გარდა არსად გავიშვები,ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად.
დღეებს უშენობა დაუშნოვებია,მსგავსი ამინდები ტკივილს მიორებენ,გარეთ აწყვეტილი წვიმის ომებია,ხოლო ფანჯრებია მოროდიორები -
ჩვენი ოცნებების, რადგან აღარ გვესმის,რადგან ვეღარ ვფიქრობთ,რადგან,რადგან,რადგან,ისე გეთანხმები უკვე არაფერში,როგორც ნაბიჯების უკან არგადადგმა.
ლექსებს მივიწყების ყულფი მოვაზომე,ახლა სტრიქონ-სტრიქონ ვეძებ მიმალულებს,ღმერთის კარზე ახლად შემდგარ მონაზვნებისმსგავსად საეჭვოა უკვე სიყვარული
და მეც ჩემი ქნარი მკერდს მაქვს მიდებული,ჩემი ეკლესიაც უმარტოვესია,მოვალ წვიმაში და ხელჩაკიდებული,სხვისი შვილებივით მომყავს პოეზია.
კადრი - აურასწვიმს - მოჩანს კლავიშებად,თმებში ყრუვდებიან წვიმის კლავიშები,ისე ახლოს არის ახლა გაგიჟება,ვგრძნობ რომ ლექსის გარდა არსად გავიშვები.