პოეზია · ლირიკა
დედის ამინდები
(ლევან დევაძეს)
............................
ცხოვრებას ნაჭუჭსსააღდგომო კვერცხივით აცლი,წვიმების სეზონსმიწურული ოქტომბრის კვეთავსდა რაც დრო გადის გულის ნაცვლადარეში მარცხნივ -გიფეთქავს დედა...
ცაა ისეთი თითქოს ამინდსშენს სულს სწირავდნენდა შემოდგომის ბოლო დღეებსაკლდებათ სითბო,რჩები მარტო და გრჩება განცდარომ სიკვდილამდე -მოკლულხარ თითქოს...
მაგრამ იმედი იმედია!..ის პირველ ყოვლის -ჯვარზე გაკრული ღვთის სისხლივითტკივილზე წვეთავს...და გჯერა ცამდერომ იანვრის პირველი თოვლიჩამოთოვს დედას!..