↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დანარჩენზე ყოველთვის

აბუსელიძე როინ

2004-03-131 წთ საკითხავი11480 ნახვა

—
ატირდები ისეთი წარსული აქვთ მეძავებს,ვამბობ გეცინება და აგატირებს მეძავი,სიმცხუნვარეს სხივების ვერ გაუძლო ზეცაზეღრუბელმა და მთებიდან გადმოდუღდა რძესავით.
ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები,ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები.
იცი შავ ზღვას ბათუმში აფხაზეთის სუნი აქვს,წვიმს და მინდა შავ–თეთრი ზეცა გავაფერადო,ახლა მთელი ნაპირი თითქოს იანგულიადა მოქცევას სილაზე წაუშლია ,,ჰელადოს“
გწამდეს ყველა უბედოს უამრავი ბედი აქვს,უამრავი გზა აქვს და უამრავი ბილიკი,პოეზიაც იმაზე გაცილებით მეტია –რაც აქამდე უთქვამთ და... ერთი სიტყვით პირიქით.
ორი პურის ნატეხში გადაგიცვლი ყვავილებს,მერე? მერე უბრალოდ მეტაფორით გავძღები,ტკივილებს და პოეტებს დრო ანაირნაირებს,დანარჩენზე ყოველთვის საუბრობენ ნაძვები.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი