პოეზია · ლირიკა
გაზაფხულის პირველი დღე
რაღაცა ჰქონდათ იმ ქარს და წვიმასჯერ განუცდელი და იდუმალი.მთვარეც მაძლევდა რაღაცის იმედს,მორიდებული, როგორც სტუმარი.
მართლაც კეთილი აღმოჩნდა ბოლოდა მივაღწიე დანიშნულ ადგილს,თუმცა ხელებზე ცეცხლის და ბოლისდა ფერფლის მძაფრი სურნელი ამდის.
და ახლა, როცა ახლოა უკვესახლიც და ყველა ნაცნობი სახეც,გადაჩვეული სითბო და შუქინატკენ თვალივით ნელ-ნელა მახელს.
და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,არ არსებობდა თითქოს აქამდეარც გზა, რომლიც გვირაბში შედის,არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს.
უნდა აყვავდეს რომ ერთხელ კიდევგათბეს, გაბრუვდეს და გათამამდეს,და დაუბრუნოს ხალისი ჩიტებს,ვიდრე ბუნება დათვლის სამამდე.
მე კი დავრწმუნდი რომ შენი ხელიჩემს დაღლილ ხელზე შეცდომით იდო,შეცდომით იდო და ნელა-ნელათავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.
მეც თვითონ მივხვდი, მივხვდი და ვყვები,რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე,ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს,რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს.
შესვეს და დათვრნენ და კვლავ ჰგონიათ,რომ პირვანდელი ძალით ღელავენ.მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნიასიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.1963წ