პოეზია · ლირიკა
გაყრა
შენ არასდროს არაფერი არ გყოფნის,ხარ ბზიკივით აფრენილი შარზე,გინდაც იყო ჯოჯოხეთში ნამყოფი,ნუ მიმტკიცებ თეთრიაო _ შავზე.ასე როგორ დაგაყრუა გამჩენმა,რაც არ გინდა _ არაფერი გესმის,თუ გავბედე შენთან მარტო დარჩენა,თავს მატყდება ნიაღვარი გესლის.ჯობდა ჭკუა უჭკუოსთვის მეკითხა,ბოლოს მაინც უჭკუობას შევრჩი,მე არ ვიცი ვინ ოხერის ნეკნი ხარ,უფრო გავხარ ძვალს _ გაჩხერილს ყელში.ხომ ხედავ, რომ თვალს მზის სხივი უქრება,მე მივდივარ... შენც შენს გზაზე წადი;დაილოცოს ქვეყნად თავისუფლება,ერთადერთი სიკეთე და მადლი!