↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შავთვალა შველი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19204 ნახვა

—
სევდიანია შენი თვალები, როგორც მგოსანი უმიზნო ბრბოში.სევდიანია შენი თვალები, როგორც სიმღერა საქართველოში...სევდიანია... ნეტავი რისთვის? იქნებ გაცრემლებს სამშობლოსბედი? -არა, ცრემლისთვის არ გაჩენილხარ, არ აგატირებს შენშემოქმედი...არ აგატირებს... - რადგან მას დასწვავს გამოუცნობი ტრფობის სურვილი.ეგ ტბა ბინდისა, - ჩამონისლული, მტრის ისრებისგანშემობურვილი,ეგ ატლანტიდის თეთრი მარჯანი, ეგ თეთრი მკერდი, თეთრიტილოსი,ორნი ზამბახნი ღელეთა შორის და სიზმრის კოშკი -მარმარილოსი...მაშ რა გატირებს შავთვალა შველო, აყვავებულა სამშობლოსმთები -იქ ყვავილები ისე ხარობენ, პეპელამ ისე გაშალა ფრთები -შენ კი ცრემლებად რად იღვენთები?..
1915
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი