↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)

ბერნსი რობერტ

2011-08-121 წთ საკითხავი547 ნახვა

—
ცოლი მყავს და ნამუსი მაქვს,არ დავუთმობ არავის,რქებს ვერავინ ვერ დამადგამს,არც დავადგამ არავის.
ფულს დავხარჯავ თუ მაქვს ჩემი,არ ვუმადლი არავის,არა მაქვს რა გასაცემი,არც სესხსა ვთხოვ არავის.
მე არავის ვემონები,არც ვბატონობ არავის,მტერს შიშველი ხმალით ვხვდები,ქედს არ ვუხრი არავის.
გავიხარებ, გავლაღდები,არ ვიდარდებ არავის,თუ არავის ვენაღვლები,არც მე ვნაღვლობ არავის.

ბერნსი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი