↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * კაცს პატიოსანს თუ სიღარიბე (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)

ბერნსი რობერტ

2011-08-122 წთ საკითხავი561 ნახვა

—
კაცს პატიოსანს თუ სიღარიბედა არ ქონება გეთაკილება,ზიზღის ღირსი ხარ, მონა, ლაჩარი,სირცხვლით არსად გაგემხილება.ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,არ გვედარდება, არ გვერცხვინება,ვიყოთ ღარიბი და უსახელო,არ გვსურს წოდება და წარჩინება.ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,წოდება ვის რას შემატებს ვითომ?ის ოქროს ფულის ყალიბს ჰგავს მხოლოდ,ბაჯაღლო ოქრო კაცია თვითონ.დაე, ტანთ გვეცვას ძველმანი, ფლასი,დე, გვაკლდეს ლუკმა, რაგინდ რა იყოს,ბრიყვს ეცვას ფარჩა, ღვინო სვას თასით,კაცი კაცია, რაგინდ რა იყოს.ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,მარტო აბჯარი ვერ შექმნის რაინდს,კონკიც რომ ეცვას კაცს პატიოსანს,გვირგვინის ღირსი იქნება მაინც.შეხედეთ ამ კაცს, მას ლორდი ჰქვიან,თვალს აბრიალებს, იფერებს პატივს,სათაყვანებელ კაცადაც თვლიან,მაგრამ ბრიყვია ჭკუა აქვს ბატის.ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,ჯვრები, მედლები, სირმა ნაფრენი,მისი წოდება და წარჩინებასასაცილოა, სხვა არაფერი.მეფემ წყალობით თუ გადმოგხედა,აგაღზევებს და გაგათავადებს,მაგრამ გულითაც რომ მოინდომოს,პატიოსნებას ვერ გიტავაზებს.ვინც რა უნდა თქვას, დიდი წოდებაკაცის ღირსება ნუ გეგონება,ღირსებად მითქვამს პატიოსნებადა გამჭრიახი ჭკუა გონება.გვჯეროდეს, გვწამდეს, დადგება ჟამი,გადაიქცევა ცხადად ოცნება,ღირსეულ ადგილს მოიპოვებენქვეყნად ჭკუა და პატიოსნება.ვინც რა უნდა თქვას, რა გინდ რა იყოს,ეს ჩემი სიტყვა არ გაწბილდება,მოვა დრო, ქვეყნად გაქრება შუღლიდა კაცთან კაცი დაძმობილდება.

ბერნსი რობერტ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი