პოეზია · ლირიკა
ადრეა ჩემი გათხოვება (მთარგმნელი: თამარ ერისთავი)
უცხო კაცთან მე ისეთი მხდალი ვარ,გვერდით როგორ დავუწვები, სერ;მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ,ხომ სირცხვილით დავიწვები, სერ.
მე ისეთი პატარა ვარ,მე ისეთი პატარა ვარ ჯერ, -მე რომ დედას მომაშოროთ -ცოდვა არის, ადრე არის, სერ.
დედამ კაბა შემიკერა ლამაზი,წითელ-ყვითელ საკინძებით, სერ;ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი,თქვენ რომ გვერდით დამიწვებით, სერ.
შემოდგომის უქმე უკვე გავიდა,გრძელი არის ზამთრის ღამე, სერ;მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან,არ მეყოფა სითამამე, სერ.
აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები,ფოთოლიც კი არ სჩანს მწვანე, სერ;გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები,მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ!