პოეზია · ლირიკა
შავი ზღვის პირს შავი მუხა
გიორგი ლეონიძე 1899–1966
მარტოდმარტო შრიალებდაშავი ზღვის პირს შავი მუხა,და რამდენიც ჰქონდა ბზარი,ცას იმდენჯერ დაექუხა.
ზღვის ჩიტები ჟივილის ხმითესეოდენ ტყეთა ნარჩენს,ნისკარტებით ზედ აფენდნენცისარტყელის ჩამონაჭრებს.
ნისკარტებით ციდან სხივიდა ცვარ-ნამი ჩამოჰქონდათ,და რამდენიც ეგალობათ,ხეს იმდენი ბზარი ჰქონდა.
შავი ზღვის პირს შავი მუხამარტოდმარტო შრიალებდა,ტიტველ მკერდზე ილეწავდატალღებს ნისლით მფშვინვარეთა...
მუხა იდგა, როგორც ვეფხვი,ვეფხვზე უფრო მრისხანედა,და რამდენსაც ზღვა დაჰკრავდა,იმდენ ფესვებს იმატებდა!
1925