პოეზია · ლირიკა
შავლეგო
გიორგი ლეონიძე 1899–1966
შავლეგ, შენი ყაწიმი,დედის ცრემლის ნაწვიმი,ისევ მზეზე პრიალებს...შენი ბასრი მახვილიდა ლომური სახელიგულს კვლავ გვილამპრიანებს!შენი სისხლი ვაჟური,სამშობლოსთვის ნაჟური,კვლავ ჩვენში ჩქეფს ქართულად.შენი მკლავი მედგარი,ომში დაუდეგარი,მტერზე კვლავ შემართულა! -რომ არავინ წაგვლეკოს...შავლეგ, ბიჭო შავლეგო,შე შავლეგო,შავლეგო...
1926