პოეზია · ლირიკა
სულერთია
ხელი იქაც მომეცარა,მომეცარა აქაცა,სიძულვილმა დამანგრია,სიყვარულმა დამქანცა.თუ ბოროტი ვერ იმარჯვებსდა სიკეთე მეტია,ასე რატომ გაჯეჯილდაყველა შარახვეტია?!რაც არ უნდა მეძებნა დარაც არ უნდა მექექა,ვიღაცისთვის მწყემსი ვიყავ,ვიღაცისთვის _ ბეკეკა!ჩემთვის უკვე სულერთია,ბნელია თუ ნათელი...ვერც ცხოვრებამ დამაპურა,და ვერც ღვინით დავთვერი!