↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაბზარული ფირფიტა

ჭილაძე ოთარ

2002-09-121 წთ საკითხავი40769 ნახვა

—
უახლოვდება ეტლი წიწამურს.უახლოვდება ეტლი წიწამურს.უახლოვდება ეტლი წიწამურს.ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.
ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.ირგვლივ ბალახი წევს მოცელილი.და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,არარ მოვიდა მისგან წერილი.
მუხლებზე გიდევს უკანასკნელი,უმისამართო და უთარიღო.თითქოს საკუთარ ცხედარს დასცქერი,გაწბილებული, ცოტა არ იყოს.
უახლოვდება ეტლი წიწამურს.უახლოვდება ეტლი წიწამურს.უახლოვდება ეტლი წიწამურს.ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.
ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.ქარს ნაკუწები მიაქვს წერილის.და უკვე დროა, მიხვდე, იწამო,სიმარტოვისთვის ხარ გაჩენილი.
1996
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი