↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხარი

ჭილაძე ოთარ

2006-04-131 წთ საკითხავი25560 ნახვა

—
მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც,აქ მიპოვია დღის დასასრული.მე მიყვარს შენი პატარა სახლისსიმყუდროვე და კედლების სუნი.
მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ,ფესვი გადგმული სულში ისეა,და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტოჩვეულება და სინდისია!
შენ ისევ ისე მიხდი მადლობასდა ისევ ისე ამზადებ ჩაის,(ვინ იცის,თოვლი როდის გადნებადარა იქნება ვინ იცის გაისს).
როგორ ბერდები.როგორ ბერდები,როგორ გეცვლება ხმა და იერი...ჩემი გზებით და იმედებითსულ სხვანაირედ ვარ ბადნიერი.და მაინც მიყვარს ეს ჩუმი სახლი,ეს ძვლისძველი დიდი ბუხარი,შენი ფერმკთალი და წყნარი სახეისე ლამაზად არის მწუხარე.
ერთ დროს შენც იყავ ნაზი და ჩვილიშენც გერხეოდა ყურზე საყურე...დადიხარ,ფიქრობ და გეჩვენებაროგორ ადაბლებს თოვლი სახურავს.
ასეა,როცა გაივლის ქარიტყეშიც ამგვარად დგება ზამთარი.დრო,გაფრენილი საოცრად ჩქარაშენს თმებში ვერცხლად არის ჩამდნარი.
და მე მგონია,იმიტომ მიშვებ შენთან,მდუმარე და მწუხრისფერი,რომ შენს მახლობლად მეც ვიგრძნო შიშისადღაც მოარულ ჩემი სიბერის.
მე დღეს ბუხარი ვერაფერს მეტყვის,მე დღეს სურვილებს გრიგალს ვატოლებ,ის აიშენა მან,ვისაც მეტიჰქონდა წუხილი და სიმარტოვე.
გარეთ შრიალებს იანვრის თოვლი,იძინებს ბაღი ქარით ნარწევი...ახლა მშვიდობით.მე კიდევ მოვალშენი მსმენელი და ხმის გამცემი.1956წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი