↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბიჭვინთა

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40769 ნახვა

—
ეს, რა თქმა უნდა, სიზმარია,მწვანე სიზმარი...ნიავი კბილით ჩაფრენია ბურუსის კალთას(ძალით მიათრევს ფიჭვნარიდან), ხოლო ბურუსიდიდი ცხოველის გულგრილობით მიჰყვება ნიავსდა ამიტომაც ყველაფერი მწვანეა ირგვლივ:კედელიც, კიბეც, აივანიც, სკამიც და წიგნიც -მთელი ღამე რომ ჩიფჩიფებდა (დედაბერივით,სიკვდილის სუნთქვა რომ უგრძვნია და დაბნეულა,სწორედ ისევე,როგორც ერთხელ, დიდი ხნის წინათ,როცა პირველად გაეხუმრა ქუჩაში კაციდა უცაბედად დაჩლუნგებულ სახეს შიგნიდან,როგორც გალიის გადაჭიმულ პრიალა ბადეს,მოაწყდა ვნება).ეს, რა თქმა უნდა სიზმარია,გრძელი სიზმარი...გამხმარი წიწვის იატაკი ფეხის ხმას ახშობს.მწვანედ ამოსდის ჩიტებს სტვენა ღია პირიდანდა კი არ გესმის - ხედავ სტვენას, რადგან ბურუსმაისიც ჩაახშო, დააკნინა, დაიმორჩილადა ამის მერე მისცა ნება, რომ ტოტებს შორისმწვანე ფლოსტებით ესეირნა...დამფრთხალ კვიცივით,თავაწეული ყნოსავს ჰაერს პატარა გოგო.
1971
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი