პოეზია · ლირიკა
დავითიანი
სარჩევი 15
- გ. საქონლის შეკრებისთვის
- დ. უკვდავების წყაროს იგავი
- ე. ჯვარცმის ამბავი
- ვ. ტირილი ღვთისმშობლისა
- ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
- ჱ. უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა
- ი. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან
- იბ. რჩევა ქართველის ბატონისა
- იდ. რჩევა კახის ბატონისა
- კ. დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება
- (ამას ხმას ეწოდების რუსულად მასონ)
- ლ. თხოვნა გამლექსავისაგან
- ლბ. ტყვეობითგან გაპარვა დავითისა
- (ბოლო ერთი)
- გალობა
ეს კაცი ასე ილოცავს
ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი
ღმერთო, მაჩვენე ყანებიამ სარწყავთ მონაყვანები;ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევწყლულზედ წამალი სამთელი,შემაძლებინე აღვანთომე შენს სახელზე სანთელი.
ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება
1დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.
2ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი და ნაჭაჭარი;მოსახსენებლად ჩემდა ყრმად უმზადე ტკბილი მაჭარი,ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.
3ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგე იგავთ ხე ველად,უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად.ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.
4ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და.
5ვით მხედარს - ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანიმიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.
6მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი.ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი,ვა, შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
7მე რუსთველსა ლექსს არ უდრი, ვით მარგალიტს - ჩალის ძირსა;მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა;ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,დრო მოვა რომ გატკბილდების, ხილად სჭამდენ პანტის ჩირსა.
8ცხენი მარტო მორბენალი მუხლ მოკლედიც გამალდების,სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.თვალად ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების,ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.
9მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად,ამ ლექსთ თავი მოუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,აგების რომ ბრძანოს ვინმე სიტყვა ჩემთვის შესანდობლად.
10მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე სიბრძნე-მცირით.მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით,ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით.
11ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს;თუ რამ იყოს სხვის სჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს,ან თუ იყოს მატყუვარა, ეცადოს, რომ განმიმართლოს,სხვასი ნურას მოინდომებს მაზედ მეტსა უსამართლოს.
12ამად ვიხოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ეს არის ჩემი ბედობა.ყრმაო, შენ ძმობას გენუკვი, ასულო, მიყავ შენ დობა,ვინც წაიკითხოთ ეს წიგნი, მიბრძანეთ ცოდვილს შენდობა.
13ღმერთმან თქვენ, ძმანო ცოცხალნო, გიხსნასთ ყოვლისა ჭირითა!გარდაგიქციოსთ სიცილად, რასაც რომ ღმერთს შესტირითა;თქვენ მე ცოდვილს მკვდარს მიბრძანეთ ცხოვნება კაის პირითა,აგების ღმერთმან დამიხსნას ჯოჯოხეთისა მწვირითა.
14რაც დამრჩა, ვერ ვსთქვი, მეწადა მეთქვა გრძლად, თავი მეცადა.ვერა ვსთქვი, მოცლას უცდიდი, ნეტამცა არა მეცადა!მესწრაფა სევდის ლახვარი, საკვდავად გულსა მეცა და,აწ ამას ვღონობ, არ ვიცი, ქვესკნად წავალ თუ მე ცადა!
15ამისთვისა ვარ მოწყენით, ვსტირი და არ მემღერების,პირს შემდები არს სიკვდილი, არავის დაეფერების;არც ხვეწნით, არცა ქრთამითა, არც ხრმლითა მოიგერების,მაშინვე ქვეშ ამოიდებს, ვისაც რომ დაეძგერების.
16მამაო, თავსა მფარავი დაგედგა კარგი კარავი,განიარი და მაღალი ხელთაგან მიუკარავი,შიგ ვიყავ, სადღაც გამაგდე, პაღური ამამკარ ავი,მით ცრემლი ჩემი ზღვად გახდა თვალთაგან ნაწანწკარავი!
17ფუ, შენ, ცრუო საწუთროვო, რად არ მძულდი, რად მიყვარდი?!შენ ყოფილხარ მწარე, შხნაკვი, მე მეგონე ტკბილი ყანდი.აქ საკვდავად რად მოგყვანდი, თუ მუნ ცოცხალს წამიყვანდი?რატომ აგრე უწყალო ხარ, სასიკვდილოდ არ შაგწყალდი?!
18პაპის პაპა, ბებიანი, მამის მამა, დედის დედა,მამა, დედა, ძმანი, დანი, ცოლი, შვილნი, ზედი-ზედაღმერთმან ყველა მას უცხოვნოს, თვით აშოროს მას წარწყმენდა,ვინც ეს წიგნი განაწიგნა კითხვად შესაქცევლად ჩვენდა!
წიგნი ა
თავი შესავალი
ა. ქართველთ უფალთა მეგვარტომობის იგავი
1ღმერთო, რომელსა გაქონან არსის საყდართა ჯდომანი,რომელმან მოეც მიჯნურთა ტრფიალთ სურვილის ნდომანი,რიტორთა ლექსი გულისა, სიღრმე სიბრძნისა ზომანი,შენ მიმახვდინე წადილსა, არ მაქვნდეს ცუდად ცდომანი.
2დავიწყო სიტყვა სიბრძნისა, პირველ ბრძენთაგან ბრძნობილი,მის მგრძნობელისა დიდისა სულისა მიერ გრძნობილი,შევამკო ერთი უფალი, ღვთივ ზეცით ქვეყნად მკობილი,ქართველთ სპა-ჯართა, ყოველთა ერთა მსაჯულად ცნობილი.
3ვსთქვა უფალთ მეგვარტომობა, არ შორად მისხი მისხისა,ვინ მთქვის მე კაცი ხის დარად, დამრგის, ქვე წყალი მისხისა,ზედან გამომცის ნაყოფი, ფურცელი მკვიდრად მისხისა,დარგულან ჩვენად საჩრდილად შრტოდ მონაბამნი მის ხისა.
4ნერგად მას ვსახავ, იგ რაც ხე ისახა იესესითა;ვინცა გამოსცა ნაყოფი თვისთა ნათქვამთა, ხეს ვითა;შურდულ-ქვით სძლია მებრძოლთა დამბადებელის ესვითა,შტო-მორჩად ქართველთ უფალთა, ვინც მაზე ბმულ ჩანს ფესვითა.
5თუმცა მიჯობდა შრტოდ თქმასა, სწორედ სახელი მეწოდა,მეხარა, მე მით მეხარა, საჩრდილად იგ ქვე მეწოდა,მით დამეშრიტა სახმილი, რისგანაც გული მეწოდა;მაგრამ ვერ მივხვდი სალბუნთა, რომ წყლური მეხო, მეწო და.
6ეერა ვსთქვი, მე ვერ შევიძელ მის ხის სახელის წოდება,სოფელს ერგო და სოფლელთ თქვეს: „მრუდია, არა სწორდება“;აღიძრენ ერნი, იზრახეს ცუდისა მიდებ-მოდება,გაყიდეს, მოსჭრეს, გამსყიდველს მიხვდა მით ცეცხლის მოდება.
7სახით მისებრივ სხვა მორჩი ქვეყნად არ დაიბადება,მე მისის ხილის ჭამითა პირი არ გამიმწარდება,მაგრამ ჯერ ძირთა სახელთა მწადიან გამოცხადება;წესია საშენთ აღმშენთა პირველ საფუძვლის დადება.
8საფუძველი არს ყოველთა დაუსაბამო პირველი,მამა ყოვლისა მპყრობელი, ცათა და ქვეყნის მჭირველი;მიუწდომელი, უზომო, გამოუთქმელი, მბრწყინველი,ღმერთი, აბელის მსხვერპლისა კეთილად შემაწირველი.
9არავინა ფლობს ხელმწიფედ ღვთის უდიდესი ძლიერი!ღვთის გამო ქმნილ არს ყოველი, არს მყოფობს რაც ნივთიერი.მას მორჩილებენ სულნი და ურიცხვი სპა-ჯარი, ერი;მან შეიწიროს მცირედი მსხვერპლი ეს ჩემაგიერი.
10ერთი ვჰთქვა ქვეყნად უფალი, ღვთისებრ მსაჯულად მქცეველიმასწავლებელი უსწავლელთ, უსჯულოთ მომაქცეველი,აღმმართებელი დაცემულთ, აღმართულთ გარდამქცეველი;თვისთა სამწყსოსა ცხვართათვის სისხლისა დამაქცეველი.
11თქმულა სიბრძნესთან სიგიჟე, ვითა ცოცხალთან მკვდარია;ამა უფლისა საქებრად ბრძენიც ჭკუვაზედ მცდარია;მე ვით შევმართო უცებმან, რადგან ის მიუმხვდარია?მაგრამ დავით თქვა: „აქებდით გლახაკი და მდიდარია!“
12მდიდარი ეგრეთ ძნელ ცხონდეს, ეგოდენ შესაწირითა,ვით ერთი მწირი მხეველი ედემს ზის ორის მწვლილითა.სარწმუნოება მცირედი მთას გარდასცვლისო ძირითა,ამად არ ვდუმებ, ვრიტორობ გონება-სიბრძნე მცირითა.
13მისი ქება და გამოთქმა ბრძენთაცა უძნელდებიან:ჰქექენ, სჩხრეკენ და ეძებენ, და კვალსაც ვერ მიხვდებიან;რაზომცა აღვლენ მაღლამდე, კვლავ ისევ ქვე ბრუნდებიან.მე რომ ვერ მივხვდე უცები, მაგაზე რაღ შემწრფებიან.
14მე სიბრძნისაებრ ჩემთასა არ დავადუმებ ბრძნობასა,რასაცა მომცემს მომცემი შეტყობასა და გრძნობასა,დიდათ მიიჩნევს უფალი მწირთაგან მცირეს ძღვნობასა,მით შევეცნევი უცნაურ, რასაც მივსწვდილვარ ცნობასა.
15თუ ვისმე ჩემი ნათქვამი შაირი ენასებიან,მეც უთხრა მისი პასუხი, თუ გული ენას ებმიან;ყოველი წული მშობელთა მზგავსი მზგავსს ემზგავსებიან,გინდ იყოს კოჭლ-ბრმა, ქაჩალი დედმამათ ეთავსებიან.
16მომხსენებელი არ მრჩების, მაშფოთებს, ეს მაღონებსა;ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა, ვამე, ვინ მამიფონებსა,თუ არ შევკრებ და არ უძღვნი ყრმათ ია-ვარდის კონებსა,ცოცხალიც არვის ვახსონვარ, მკვდარს ვინღა მამიგონებსა?!
17ერთბამად ფრინველთ უწოდენ შავარდენსა და ძერასა:არ სჩხრეკენ ყვავთა ჩხავილსა, ბულბულთა ტკბილად მღერასა,ფარშამაგისა შვენებას, ბუკიოტისა ბღვერასა:აწ რომ არ მიხმონ მელექსედ, მემართლებიან მე რასა?
18შოთა მღერს, მეფე თემურაზ, არჩილ მოსძახის ძმურება,მეფე ვახტანგ და იაკობ დაბლა ზილს მიეტკბურება;ბეგთაბეგ, ნოდარ, ოთარი, ონანა ბანს ეშურება,დვრინვენ ყარან და მამუკა, მე მსურის მათი ყურება.
19ბევრთა და ცოტას მწველელნი სწორეთ გავლიან ბერასა,განაყენებენ მშრალს ცალკე, ამად მოიწველს ვერასა;სჯობს ქვემო ბოლოს შინ დგომა შიგნით გარედამ მზერასა,მღერენ და მეც ბანს შევაწყობ, დამგმობენ ამაზე რასა?
20კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა დასაძრახია!სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია.
21ეს სიტყვა მაშინ მოხსენდეს უწვრთელსა, უცოდინარსა,გაჰგრძელებოდეს რა ღამე ძილგამკრთალს, დაუძინარსა,ეძებდეს, ვერას პოებდეს საქმესა სამჯობინარსა,თავს იწყევლიდეს, ამბობდეს დედმამის შესაგინარსა.
22საღმრთოს რომ ვერას გალობდეს, იმღერდეს „ხართა ლალასა“,ჯავრობდეს, თავზედ იყრიდეს ქოქოლას და ვალალასა;ძვირს უხსენებდეს მშობელთა, ლანძღევდეს თავის ლალასა,რომ არ ვსწავლობდი, რად არა მცემდიან ტაჯგანალასა.
23ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების ტკივილი,რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექნას ყივილი, -უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.
24რაც არა ჰხამდეს ჩიორას, ნუ უყრი ასაკენკლადა,დანაბი, თავს ნუ ანებებ ვარიათ დასაპეპლადა!რადგან აბრამ ძე საკლავად გამოიმეტა მსხვერპლადა,შენ გემეტების რად არა ძე წვრთაზე გასაწკეპლადა?
25უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივით თრთოლასა,საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა:გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.
26ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედმამას განათავებსა?უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.
27პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა:ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.
28უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს;ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს;ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს.
29ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!
ბ. სწავლა მოსწავლეთა
ათთა სახმართა საქმეთა ჩაგონება ყრმათათვის
30ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.
31დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ მოიხსენeბსა,ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა;მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.
32სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი.
33ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.
34ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!
35ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, -ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.
36ვსძებნე და ვერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!
37ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა,ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა.მოლაშქრე სისხლის ქცვვითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა,გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა?
38ზოგი ხომ ძოღან გაჩვენე მშვიდიოდ სარჩოს ძირობა;მერვე - ხელმწიფე დარჩების, ვისაც აქვს ქვეყნის მჭირობა,მეცხრეა - არჩენთ მწყემსობა, უქნიათ მენახირობა,მეათე - მიჯნურთ სურვილი, ტრფიალთა შენამზირობა.
39მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, გინა მხვნელია,მოლაშქრე, ვაჭარ, ხუცესი, ოსტატი, ბრძენ-მსიტყველია,ათისავ თვითო მოგითხრა, რომელი რისაც მქნელია.რომელიც გინდა, იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია!
ა.
40მიჯნურმან უნდა ტრფიალი გულ-მართლა შეიყვაროსა,მუდამ გვერდთ ახლდეს სურვილით, აროდეს გაეყაროსა;უმისოდ ჭირად სახევდეს ყოველსა გასახაროსა,ტკბილად სჩნდეს მისთვის სიკვდილი, სიცოცხლე გაიმწაროსა.
ბ.
41მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინული თუ თბილია;„მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია“,ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!
გ.
42ხელმწიფე უნდა მართალი, ვით ბრძენთა დაუწერია,ბრძენი, უხვი და მოწყალვ, მრისხველი ზომიერია;სჯულმტკიცედ, სწორეს სამართლით იყოს და ყვანდეს ერია,მწყსიდეს, მწყემსობის ნიშანი - ხელთ სკიპტრა - მას უჭერია.
დ.
43გლახაკი უნდა მდაბალი, ტკბილისა ენაპირისა,მლოცველი ყოვლის სულისა, სულ დიდისა და მცირისა;უყვარს, ვით იობ, უფალსა გლახა მომთმენი ჭირისა;სძულს ღმერთსა ამპარტავნობა მეტადრე გლახა მწირისა.
ე.
44უნდა მხვნელთა და მთესველთა, მწიდვნელთა, გინა მბარავთა,მზის აღმოსვლითგან ჩასვლამდე შიგ არ შეხედონ კარავთა,ცხელის ოფლითა დამწვართა ჩირდილთ ქვეშ მიუკარავთა,რაც იმუშაკონ, ჭამონ და აჭამონ ქვეყნის მფარავთა.
ვ.
45მოლაშქრე უნდა ჭაბუკი, თამამი, თავ-მდაბლოვანი,მეპატრონეთა ერთგული, მორჩილი, სამართლოვანი,მხნე, ამხანაგთა მოყვარე, მამაცი ძალგულოვანი,გულ-სრულად მებრძოლთ მებრძოლი, არ სუსტი, მაგარ-მკლოვანი.
ზ.
46ვაჭარი უნდა სარფისა, სამთვრალოს არას სვემდესა,ყომარბაზობას ერიდოს, სიწმიდით თავსა სცევდესა,მეტად უზომოდ არამსა ალალში არა რევდესა,სწორეს ადლსა და სასწორსა ხელში არ ამრუდებდესა.
ჱ.
47ხუცესი უნდა მამაცი, არ თუ ჯაბანი, მხრდალია.ხუცესს არ ეთქმის: „ჭირშიგან ვერ შევალ, სარიდალია“.ხუცესმან უნდა დამარხოს, თუ კაცმან სული დალია,ხუცესიც ბევრს რიგს დანაკლებს, თუ მეტი ღვინო დალია.
თ.
48ოსტატი, უფლის მოშიში, დავითმან ქებით შამოსა:ნეტარ არს, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა:ცოლით არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახლ-მიდამოსაშვილნი ხედ ზეთისხილადა ურგს ტაბლის გარეშამოსა.
ი.
49აწ ბრძენი უნდა სოფელში ეგრეთ, ვით წმინდა ბერია.ცხოვრებდეს, ერთ ასწავლიდეს, გახადოს მეცნიერია;ბრძენმან არ უნდა იკადროს ურიგო რაც რამ ფერია,ბრძენის ურიგოდ ქცევითა ბაძით წახდების ერია.
50ათივ ეგ იყო, მოგითხარ სხვა არა მისგან კიდია.რომელიც გინდა, ირჩიე, აიღე, ხელი ჰკიდია:გერჩიოს, გლახათ იარე, გერჩიოს, ყანას მკიდია,მე შენთვის აღარ მცალიან, ყმაწვილის ვალი მკიდია.
51ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების წნელადა,ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა.
52ერთს სიტყვას გეტყვი, მისმინე, ყმაწვილო, შენს მორჩენასა!თვალს ნუ ახეხებ ბნელთათვის, ნუ ჰკარგავ ნათლით ჩენასა;ნუ ეშურები ფეხითა უკეთურთაყე რბენასა,ხმა მოუდაბლე ორღანოს, აშიყ-მაშიყად სტვენასა.
53იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა თმენასა,თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს სულის ლხენასა.
54ალაბულათი ნუ ავსებ წმინდად გარცხილსა მენასა,გაგიჭირდების გარეცხა, შეიქ ოხვრას და ქშენასა;იტყვი: „რა უყავ ჩემ თავსა“, - დაიწყებ კბილთა ღრჭენასა,„დავით რომ კარგათ მასწავლა, მე იგი რასთვის მენასა!“
55ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?
56უნდა ქალმან და ყმაწვილმან დაჰხუროს ბაგე კბილოსა,ფეხი არ ახსნას საბლითა და ენა შებორკილოსა;არ მისცეს ნება შეძვრისა წარბს, წამწამს, თვალის კილოსა,არცავინ თვით სხვა გაკილოს, არც სხვისგან გაიკილოსა.
57ნუ მეტყვით: ჩვენ რად გვასწავლე, რაც თვით არ გაქვნდა ზრდილობა?რად გვიქე კაცმან ჯაბანმა მამაცთა ხმალ-მოწვდილობა?უცოდინრობა ავია, მაქვს მისი გამოცდილობა,ჩემსავით სიცხით ნუ იწვით, მონახეთ ნიავ-ჩრდილობა.
58სოლომან ბრძენი სიბრძნითა თავი არს ყოვლის ბრძნებისა;ბევრი რამ კარგი დასწერა წიგნები ღვთის ბრძანებისა;ერთი იმასაც მოუხდა გატეხა რამე მცნებისა,თუ გიჯობთ, ნურცა მას უსმენთ, სიტყვა დამირთავს ნებისა...
59მრუდი ხომ არა მითქვამს რა, ამასაც ვიტყვი სწორსაო,საქმესა თვალით ნახულსა, არ მოგონილსა, ჭორსაო:მინახავს ერთი პირუტყვი გორსა თუ ახალგორსაო,თავისთვის მუტრუკს აკეთებს, სხვათ გაუკეთებს ჯორსაო.
60რაგინდ ბრძენ იყოს მკურნალი, კარგად ატყობდეს მაჯასა,სხვისას შეიტყობს, თავისას ვერას გაიგებს ხვანჯასა;თვით სხვას უწამლებს, თავისთვის სხვაზე მიჰყუდებს ბარჯასა, -მე ვერ ვირგე და თქვენ გარგე, ამად რად მიზამთ ჯაჯასა?
61თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა;ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!
გ. საქონლის შეკრებისთვის
62ჭკუვა პურია სახითა მჭამელთა შესარგებელი,ცოდნა და საქმის ხმარება - მარილი დასაწებელი.ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა უქო ბედს საქებელი;ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს, მექნების რა სარგებელი?
63ბედი არს ქცევა წუთისა, ვით დღისა ნაობ-ბინდობა,ავდარობა თუ დარობა, ცის მოღრუბლვა და წმინდობა;ხან მოსწვავს ნამთა სიმცირე, ხან ალპობს ღვართა დიდობა,დღეს მომცემს, ხვალ კი წამართმევს, ამად არა მაქვს მინდობა.
64ბედს სიქოჩრითგან თვალთ უჩანს, ქალის სახე აქვს ბრმისაო;დაიარების ქვეყნადა, ხელით მძებნელი ქმრისაო;ვისაც ხელს მოჰკრავს, აიყვანს, ნახავს, გაუჩხრეკს პირსაო,თუ მოეწონა, დაიჭერს; და არა, დასცემს ძირსაო.
65აწ ბედი, გითხრა მართალი, მე ახლა მამაგონდაო;რაზომცა სჩხრეკენ საწუთროს, ბრძენთ ბედი არ მოსწონდაო,ამად: არც ლხინსა, არც ჭირსა გრძლად ბოლო არა ჰქონდაო.ბედი მას ჰქვიან, ვინც რომე არ მოკვდა, სულით ცხონდაო.
66ჭკვის უკეთესი საქონლად არა რა საქონელია,მაგრამ თუ ნდომა გულს აბრმობს, არ ადვილ საშოვნელია.რაც ხელთ აქვს, მასაც დაჰკარგავს, უმზგავსო საპოვნელია;საქონელისა შემკრები საქმედა საცოდნელია.
67ნდომა ბნელს ნათლად აჩვენებს, დანაბრმობს ნათლად მხედველსა;ნდომა მხრდალს გაჰხდის მამაცად, შებედავს ძნელს საბედველსა;ნდომა სხვის სწავლას მიიკრავს ეგრეთ, ვით ცერცვი კედელსა!ნდომა მიიყვანს მიმყოლსა შესარცხვენს, წარსაწყმედელსა.
68ფილასოფოსი ეპიკურ გვაუწყებსმ ამას გვპირდება:აგებულობით მყოფელი აროდეს გაღარიბდება.თუ კაცი ნდომას მიჰყვების, მიდღეში არ გამდიდრდება,როცა პატარას იშოვნის, მერმე დიდს მაეკიდება.
69ვის სიყვარული დაიპყრობს და ნდომა დაიმოინებსა,რაც თვით არ მოსწონს, მის მეტსა აღარას მოიწონებსა;ვარდის კონასა დაფუშავს, ანძალას დაიკონებსა,მკვიდრს მიჯნურს ზურგსა შეაქცევს, წუთს გულზე დაიკონებსა.
70ერთს კიდევ ვიტყვი იგავსა, თქვენგნით დამერთვის თუ ნება:ზოგს კაცსა საკლმად მიუჩანს თვისი სიმყრალის სუნება;რაგინდ ბევრს ავსა შვრებოდეს, არა აქვს მისი წუნება,ხაჭას გულ-ტკბილად უყოვებს და ცოლს კი ებუზღუნება.
71აწ მე საერო წალკოტი მგონია პატიოსანი;მიყვარს და მალ-მალ მსურიან მისთა ყვავილთა ყნოსანი.განვშორდი საღმრთოს ბაღნარსა, ვსთმე მის ბულბულთა ოსანი,მიჰვყევ საწუთროს ზღაპართა, შევიქენ არაკოსანი.
72ამად ვისწრაფვი სათქმელად და არა მცალის საყენად:თქმულა, საუნჯე უხმარი არა-რად გამოსაყენად.წალკოტს ვიშენებ, შევიკრებ ხილთ უმჯობესთა ნამყენად;მოვისთვლი მისთა ნაყოფთა მარგედ, არა თუ საწყენად.
73ახლა ვსთქვა ჩემი სათქმელი, რაც მაქვნდეს ჭკუვა, გაგება:უგვანათ დიდთა მძებნელთა პატარაც დაეკარგება;სულ რომ არა ვსთქვა არარა, ის უფრო არ ევარგება,მეც მრევენ მერანთ ჯოგშიგან, თუ შევსძელ გაჯიგჯაგება.
დ. უკვდავების წყაროს იგავი
74რომელმან ცანი, ვითარცა კარავნი შეგვიმზადისა,ზედ მიადგინა მნათობნი ნივთთა ყოველთა მზარდისა,მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა,იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და ცხადისა.
75მოდი, მსმენელო, ისმინე, დაჩუმდი, ვიტყვი, სუ, რასა,უკვდავებისა წყაროთი მოგართმევ სავსეს სურასა,იხმარე ექსი, დაჰხედე ბრძნად ბრძენთგან ნაექსურასა,გაშინჯე, სახიდ ვინც მე შრტოდ გითხარ, მოჰბმია თუ რასა.
76ვისგანცა იგი სამყარო არს ნათლად აღნაკეთები,მისგან არს ძირნი და ფესვნი, მორჩნი ყოველთა ხეთები;იგი არს იმ შრტოს ძირი და მისივე შენაერთები,დავითს მოჰბმია, რომელსა თავზედ ეპოხა ზეთები.
77წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება ღვთის მაგიერი,გამოგვიცხადეს, გვასწავეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი.ვით ღამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი,ეგრეთ აბრამის ყვავილი, დავითზე ნაყოფიერი.
78დავით თქვა ღმრთისა მაგიერ სიტყვა ძლიერი ერთია:გარდამოხდესო, ვით წვიმა, საწმისზედ მონაწვეთია;ვით მან თქვა, ნათლად მობრწყინდა მის ნათლის შენაერთია,მისვე დავითის ძედ თქმული, იესო ქრისტე ღმერთია.
79მამისა სიტყვა სახითა, ვით შტო ძირთაგან, ეხარა,მიიბა მთამან პოხილმან, პოხიერებით ეხარა.ძედ სიხარული სოფლისა ქალწულს მარიამს ეხარა,მით ცრუვ ყვნა ღმერთმა კერპითა ცუდ-მოიმედე მკვეხარა.
80სიბრძნე მის ბრძნისა არ ძალუც ენას გამოთქმა ბაგითა;მაგრამ ნათლად ვსთქვა ნათელი, რაც ოდენ მიჩნდეს ბაგითა,ძირი ვენახთა შრტოზედ რტოდ, ვით ახალ-მორჩი ბაგითა,აგრეთვე მზრდელი ყოველთა ვსცანთ გასაზრდელი ბაგითა.
81რა იგი ჩჩვილი ასაკით სახით აღმოჩნდა, ახევდა,მის უმჯობესსა ნასახსა მსახველი ვერას სახევდა!მით იკურნოდა სნეული, ბრმა თვალით დაინახევდა,მისგამო მისი მრხეველი უკვდავებასა არხევდა.
82მას მორჩსა სიკვდილთ მომკვლელი ზედ ერთი ხილი ებადა;სიმწიფის ჟამი მოსლოდა ნაყოფის გამოღებადა:ზოგს სასიკვდინეთ მიაჩნდათ და ზოგთა უკვდავებადა,შეითქვნენ ერნი, აღიძრნენ ცუდისა განძრახებადა.
83ერთა თქვეს: მისი ნაყოფი არ არის საქებურიო,ჰკურნებს და ერთა აცდუნებს, საქმე სჭირს ბელზებლურიო;სჯობია, - მოცავაკვდინოთ, ნუ არის ფეხზედ მდგმურიო,თორემ და ბევრს ერს მიიყვანს თავისთან ეგ მაცდურიო.
84ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა;კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მისის დავითის თქმულითა,ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა თვალ-ახმულითა.
85ელმად სჭვრეტდენ მას მართალსა, ნათელს ბნელით შენამოსრად.ამად იყვნენ ლეწა-მტვრევით ერთმანეთის შენამოსრად;ბრძენთა სთხოეს: „სახიდ შენით მოგვივლინე შენ ამოსრად“.მოჰხდა, ნახა ბრმათა თვალმან ღაწვნი ცრემლით შენამოსრად.
86მას უცნაურს მეცნიერნი ათორმეტნი უდგნენ მცველად,ამად რომე მისი საქმე მათ სმენოდათ უფრო ვრცელად,არ უნდოდათ უჟამურად საიდუმლო გასაცრცველად,შესცდა ერთი მათგანიცა, იქმნა უცხოდ ზურგ მაქცევლად.
87ის ერთი თორმეტთაგანი იყო მოყვარე ვერცხლისა:მან აღიშენა სამყოფი, ბნელ, საუკუნო ცეცხლისა,სიხარბით ნათლად ვერა სცნა შარავანდედი მზე ცხლისა,გაყიდა, სისხლი იტვირთა განმწმენდი ბრალთა მრეცხლისა!
88განმსყიდველმან რა მსყიდველნი გასყიდულს თავს წააყენა,რა იხილეს მისთა მცველთა, მიხვდათ გულში დიდათ წყენა,შაეშინდათ, დასამალად მირბიოდენ შამბთაყენა.ერთი ტირდა: „რად გავიქეც“, ცრემლის გუბი დააყენა.
89შეიპყრეს, მისთვის მომზადეს ლურსმან-კვერ-გაზ-მარწუხები.მის მშობელს ესმა, დაუდგა ავი დღე შესაწუხები,იტყოდა: „ვამე, მეცემის თავს მეხი მონაქუხები,ვაიმე გულო, დაგულო, რა მწარედ გაიხუხები!“
90შემოეხვივნენ გარშამო, დაუწყეს ჭრა და კოდება!ძის დასჯისათვის დედასა მიხვდა სახმილის მოდება,შექნა თავს ცემა და ტყება, ტირილი, მოთქმა, გოდება,მით მის განმსყიდველს ნებითა ხვდა ყელთ საბელის მოდება.
91ჯვარს აცვეს რა, მოაკვდინეს, აღმდგენელი გარდაიქცა,სულ შეიძრა ქვეყანა და კლდე განსკდა და გარდაიქცა;თვის მნათობთა შუქ-ნათელით ბნელდებოდა მაზედ იგ ცა.ნეტა, როგორ მოისვენებს სულით, მხსნელო, ვინც რომ მიგცა!
92ჯვარზედ მკვდარსა ერთმან ვინმე გვერდს ლახვრითა უწყო გმერა,მის ლახვრითა ნაჭერთაგან შექმნეს სისხლ-წყალთ გარდმოჩქერა;განუკვირდა, რა იხილა, ზედ დაუწყო ამოდ ცქერა,მან თქვა მისი: „ჭეშმარიტად, მე ეს კაცი ღვთის ძედ მჯერა!“
ე. ჯვარცმის ამბავი
93ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო,მათ მისი სწავლა-მოძღვრება არარად მიიჩნიესო;არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეამჩნიესო;ორსავ გზას წრფელს წინ უდებდა, ხორციელს და სულიერსო.
94მკვდარს აღუდგენდა, კურნავდა კეთროანს, წყალმანკიერსო;ბრმას თვალთ უხელდა, ცისცისად არჩენდა ეშმაკიერსო;უტყვს ენას ძღვნიდა, ყრუს - სმენას, კუტს-საპყარს - სლვას შვენიერსო;პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდა: - ჭამე, სვი ესო.
95ამის მეტს არას ეტყოდა: - ესევდით ღმერთს ზეციერსო.მშვიდათ ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო;გაიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო.რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო.
96აწ, ნახეთ, მისად სანუფქოდ რაც მათ მას შეამთხვიესო:ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო;ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიესო,თავიანთ მაცხოვნებელი წარმწყმენდლად მიიჩნიესო.
97ოცდაათ ვეცხლად გაყიდეს, ისიც კი დააბნიესო;შეიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოახვიესო;მაგრა შეუკრეს ხელები, უფალსა არა სთნიესო,ურიგო სიტყვა შეკადრეს, გალანძღეს, გაათრიესო!
98ყვრიმალს სცეს თვალებ აკრულსა, ჰკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?ფრჩხილთა უყარეს ლერწამი, ნუნები აატკიესო,ავაზაკზედა გაცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო!ბრალი ვერ პოეს, დასაჯეს, პილატე მიუსიესო.
99ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო,შოლტით სცეს ხელ-დაბანილთა, მსხვერპლს სისხლი შეურიესო.დაადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიიწვიესო;შესამოსელი გახადეს, ქლამინდი მოახვიესო;
100ჯვარზედ განაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსამი გაუწიესო;წყალი ითხოა, მიართვეს, ძმარში ნაღველი რიესო.უგმირეს გვერდსა ლახვარი, - ვაიმე, ვითა სთქვი ესო!მოკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;
101მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო!ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს, ტილოში წაახვიესო;დამარხეს, მკვდარსაც არ ენდვნენ, გარს მცველნი შემოხვიესო.
102ქმნა სულგრძელობა მათზედა და დასთმო მან ჩვენთვი ესო.დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვი ესო.დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ვ. ტირილი ღვთისმშობლისა
103მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო, შეიყარენით!შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ შეიწყალენით,ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი უკუყარენით.
104ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა ლახვარიც ხებული,ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.
105მოედვა მწარედ სახმილი, შეიქნა დადაგულობით;დაეწო გული და ღვიძლი, ნაწლევნი გათანგულობით.თქვა: დამეკარგა საწუთრო ჭირნახულ დაკარგულობით,დამიჭკნა გულის ყვავილი, გავხდი ვით გალი რგულობით.
106იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა, ესრეთ ტიროდა:ვით შტოზედ მორჩო ახალო, ფესვ-არსოანო ძირო და!ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, თავი არ მემწიროდა,ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა, არ გამწირო და.
107ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა მზისაო!სახით ვით ნორჩო ძირ-კეთილ, შრტოვ ვაზისაო.გამარკვეველო, განმწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,შენ იყავ შემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.
108რა ესმა დედის ტირილი ძეს მიკრულს ჯვარსა ზედაო,შეამუღაბნა მშობელი და მისკენ მოიხედაო.გამოეძრახა, უბრძანა: ეჰა, ნუ მტირი დედაო!მე წარვალ, შენ ჩემ სანაცვლოდ იონე გყავდეს ძედაო.
109და გაიგონა დედამა ხმა ტკბილი თავის ძისაო,მოხსენდა მის ძის ხელთ-ჭერა, ძუძუთ წოება სძისაო,მსხვერპლად ისაკის სანაცვლოდ მოვლენა ცით ვერძისაო,მით მისმან კერძმან ლახვარმან ჭრა უფრო მიჰკერძისაო.
110გამწოებული იტყოდა ღაწვთა სისხლითა მღებარე;არ ვიყავ მამაკაცისა მხურვალებისა მხებარე;ვით გულს უთესლოდ უცხო ხე ებას ნაყოფი მღებარე,ეგრეთ შენ მე ბნელს, ნათელო, აწ ვით მიშრტები მთნებარე.
111ძეო, შენს თავსა მნატრიდენ ყოველთა ძეთა დედები;ბედნიერობას მიქებდენ, მოსწონდათ ჩემი ბედები.აწ ჩემის ბრალით იწვიან დღეს შენი შემომხედები,ხელ-ფეხთ დაგრჭმია ლურსმანი, ლახვრით დაგჭრია გვერდები!
112ვაიმე, ლახვარ-სობილსა და გულსა დანა-ვლებულსა,შენი წყლურების ცეცხლითა დაგულსა, დანავლებულსა,შენს უკან წუთის სოფლითგან გულ-კვნესით ხან-წარებულსა!ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.
113ძეო, შენს უწინ გენუკვი ჩემს სულის ამორთმევასა!გემუდარები, ნუ მიზამ შენ მე ამაზედ თნევასა;მომკალ, წინაწინ წავიდე, შენი ვახარო ევასა;იესო მოვა, დაგიხსნის, მორჩები პირველს წყევასა!“
114სოფელს უხარის, მიიღებს აწ განთავისუფლებასა;ჩემნი იწვიან ნაწლევნი, ვხედავ შენს ჯვარზედ ვნებასა,რომელსა ყოველთათვისა დაითმენ, იქ მათს ნებასა.შენ, ძეო და ღმერთო ჩემო, უფალო, გძღვნი დიდებასა!
115ჯვარით გარდმოხსნეს, წარგრაგნეს არმენაკითა წმინდითა;დამარხეს, კარი საფლავთა დახურეს ქვითა დიდითა;დაბეჭდეს, მხედართ უბრძანეს: საფლავს სამ დღემდის სცვიდითა.მკვდარი არავინ მოგპაროსთ, მას დიდად გაუფრთხილდითა!
ზ. მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი
116ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
117ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
118ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
119ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
120ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
121ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
122ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
123ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
124ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
125ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.
126ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
127ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.
128უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!
129განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!
ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!
ჱ. უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა
130მან უცნაურმან საცნობლად თავისა ჩენა ინება;ვით ვეშპის მუცლით იონას ხვდა მესამე დღეს ლხინება,ეგრეთ იესოს ქრისტესა საფლავით წამოდგინება.მისგან ცხოვრების წყარომა ჩვენთვის დაიწყო დინება.
131ცხოვრების წყარომ დაშრიტა ჯოჯოხეთს ცეცხლის ალები.ზედ მიესხურა, დამოსა ხორცითვე მკვდართა ძვალები;ჩაუდგა სული უკვდავი, მისცა აღდგომის ძალები.უშმაკთ დაულპო წერილი, ადამს გარდუწყდა ვალები.
132ეს ის წყარო არს, ძოღანას რომ მოგითხარყე სუ რითა,მოიღეთ წმინდა ჭურჭელნი, წაიღეთ, ვისაც გსურითა!ვით საწამლავი გექმენებისთ ჭურჭლითა უწმინდურითა,გაფთხილდით, ძმანო, არ მოკვდეთ მყრალ-ზნოანისა ჭურითა!
133იესო ქრისტე ეჩვენა კართა ხშულთ მცნობთ მსხდომარესა,გვერდ-ჭრილი, ხელ-ფეხ ნალურსმი იცნეს და განიხარესა.მიბერა სული, ახარა მან მათსა საყნოსარესა,კვლავ ქვეყნით ზეცად ამაღლდა, ჯდა მამის მარჯვნით მხარესა.
134ქვეყნად ძე მოკლეს უგბილთა, არ მამა ზესკნეთოვანი!იგიცა ისევ განახლდა, ვითარცა ორბი ფრთოვანი;ძემ ხორცით მოკლა კაცება, ცხოველ ქმნა სული მღვთოვანი,ადამს სამოთხით განძებულს მით მუნვე მოურთო ვანი.
135მამას და ძესა და სულსა სიტყვით აქვს განყოფილება,მაგრამ ერთ ღმერთად ითქმიან, ამას არ უნდა ცილება.მამა უვნებლად მაღლა ჯდა, ქვე ძეს ხვდა მოცაკვდინება,სულს რაღა შაეხებოდა, თვალთაგან არ იხილვება.
136ერთი არს ღმერთი ყოველთა ქმნულთა, მის მიერ ქმნულისა.ბრძენიც არა ჩანს აღმრაცხი მის სარიცხველთა ნულისა.ვითარ შესწვდების გონება უცებით ქვე დანთქმულისა!აქეთ და გაქექთ ნუღარას, გესმოდესთ ჩემის თქმულისა!
137ვითა ტორუა ქვეყნითგან ცამდის შეიწყებს სტვენასა;ვერ უწევს, ქვევე ბრუნდების, რომ ვეღარ შესძლეს ფრენასა,ეგრეთვე კაცი რიტორი რაზომც ამჭივრებს ენასა,დაშვრების, ვით ჰხამს, ვერ აქებს მას ერთსა ღმერთსა ზენასა.
138ღმერთი არის თვით ხელმწიფე, თვით უფალი, თვით მჭირველი;არავინ ყავს მოზიარე, აქვს მპყრობლობა უცილველი.ღვთისგან ნივთობს, ყოვლი ნივთი, ხილული და უხილველი,სუფევს ყოვლის სულისაგან ძვირ-უთქმელი, უკილველი.
139მას აქებენ: ანგელოზნი, ცა, ქვეყანა, ბნელ, ნათელნი,ზღვა, ხმელეთი, ხე, ბალახნი, მთა, ბორცვი, ტყე, მაღნარ, ველნი,პირუტყვ-მხეცნი, მფრინველ, თევზნი, ვეშაპ, ყოვლნი ქვემძრომელნი,ცეცხლი, ქარი, წყალი, მიწა, კაცი ცხოვლად პირ-მეტყველნი.
140მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ღურუბელ-ნისლი, ცისსარტყელი,ზამთარ, ზაფხულ, ყინვა, სიცხე, თოვლი, წვიმა მწყურნებთ მრწყველი,ელვა-ქუხილ, მეხ ტატანი, ხორშაკ, სეტყვა ხილთ მბერტყელი, -ყოველი სული აქებდით იტყვის წინასწარმეტყველი.
141ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუ ქვა და რკინა;ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური აპარკინა,ჩვენცა გვმართებს ღმერთს დაუთმოთ, სწავლად გვემით რაც გვატკინა.
142ვიდგეთ, ვიჯდეთ, ანუ ვიწვეთ, ხანსა ცუდად არ დავზმიდეთ;ვსტიროდეთ, თუ ვიცინოდეთ; ვლექსობდეთ, თუ ანუ ვზმიდეთ,ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას შევასხმიდეთ,ღმერთს მივსცემდეთ მადლობასა, პურს ვშჭამდეთ, თუ წყალსა ვსმიდეთ!
თ. ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთან შეორგულება
143ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად უხსენე გვარია.თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია;ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,მეორე ვახტანგ მეხუთე, ქართველთა მეფედ მჯდარია.
144იყო ის ერთი უფალი გლახაკთ ნუგეშის-მცემელი,მეფსალმუნე და მეტყველი, ღვთის ქებით ბობღნთა მცემელი,შრტო ძირისაებრ თვისისა ნაყოფის გამომცემელი,წყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი.
145მას მორჩილებდენ ქართველნი, ვით წესი იყო მონისა,უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება სიამოვნისა,მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ სცნეს მადლთა ფონისა.
146გულ-მანკიერად შეიქმნენ, ქმნეს სამსახურზედ კლებანი,დაცაივიწყეს მათ მისი ურიცხვი მოწყალებანი.ზოგიერთს ვისმე შეუხდა ეშმაკის მანქანებანი,დავით მამისა მისისა დამუსრეს ფსალმუნთ ებანი.
147გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი ხარკისა,ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი ზაკვისა;უარ-ყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა ეშმაკისა,რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ ნამუშაკისა.
148ასწავლიდიან რჩეულნი თავიანთ ქვეყნის მეფისა.წაუკითხიან ბრძანება გამოთარგმნილი კეფისა:იქმენით ხარკის მიმცემნი, აღმსრულებელნი სეფისა.მოვიდა დიდი ძვირობა, დრო წახდა სიიეფისა.
149ღვთისმშობელმან ჰრქვა: იწამეთ, ვინ ცით გვიწვიმა მანანა.ქვეყნად უმამოდ ქალწულსა ძე მარწებინა, მანანა,პაპად, ბებიად ითნია იოკიმე და მან ანა,შესანდობელად ყოველთა მით ცოდვა თქვენი მანანა.
150არ დაიჯერეს, არა ქნეს სარწმუნო დასაჯერები;დაყრუვდენ, ბრმანი შეიქმნენ, საქმე ქნეს გასასტერები!თუმც იყვნენ ხუცეს-ბერები, მათაც კარგი ქნეს ვერები,დამცირდენ მადლით მოყვრები, ცოდვით განმრავლდენ მტერები.
151დაჯაბნდენ გულად მამაცნი მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა მტერთა მძლეველნი;ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,მტერი სამკვიდროთ მომშლელნი, ტრფიალთა წამართმეველნი.
152განუცვდათ შმაგთა ხელობა, ტრფიალთა მიჯნურობაო,ვერ სძლივეს მძლეთა მებრძოლთა, ვერა ქნეს გულ მაგრობაო,შეშინდენ, ტრფიალთ გაექცნენ, შეჰკადრეს უარობაო,წუთს მოყვარესა დამოყვრდნენ, მკვიდრსა დაუწყეს მტრობაო.
153ვერ გაუმაგრდნენ, ოდესაც მტერთა დაუწყეს ბრძოლანი,ნება ყვეს თვისთა მერჩოლთა, არვინ ინება რჩოლანი!გვირგვინის ცოლი გაუშვეს, ხაჭასთან შექნეს რბოლანი,ყმად წაუვიდნენ ისასა, იქმნენ მამადის ქოლანი!
154შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა,ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა;ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა მზირისა,ტყვეობა, მოკვლა, ტაცება - ქვრივთა, ობოლთა, მწირისა.
155მან ბრძენთა ბრძენმან რა ეს სცნა, ბრძანა აღება ხელისა,რისხვით გაშვება მის თემთა, გარდახდა საფარველისა.მიუგო: რჯულთა გამრყვნელნო ახალისა და ძველისა!თქვენცა იხილოთ ამიერ მოსპოლვა საფუძველისა!
ი. საწყაულის მოწყვა ღვთისაგან
156მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროდის ოდისა!
157მოუგის დიდი სიყმილი, შემუსრის ძალი პურისა;აღარვინ იყვის ღვინითა აღმავსებელი ჭურისა.შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწყდის ნაწველი ფურისა,ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!
158უეცრად მეხთა დაცემა, იყვის ელვა და ქუხილი;ნამი არ გასტყვრის; გოლვამან მოწვის ბალახი, თუ ხილი.ჭმუნვიდენ, არად შესწევდათ ცოდვის უნანლად წუხილი,ასე ჰხედევდენ ნიშებსა, ვით ნათელს თვალ-დაწუხვილი.
159გამოუვლინის ნადირნი, მჭამელნი კაცთა ხორცისა.მოთხარის მკვდარნი საფლავით, ცოცხალიც ბევრი ხოცისა:ხმალ-კაპარჭთ რიდი არ აქვნდის, არცა ხელმეხას ტყორცისა,დედ-მამათ შვილი სალხინო წამზე საჭიროდ მოსცისა!
160უცხო რამ აქვნდის მას მხეცსა ხერხი და მეცნიერობა,საცხოვარს არას აწყენდის, ვერ ვსცნი, რა აქვნდის ფერობა,საცა რომ კაცსა შემოხვდის, მედგრად იხმარის მტერობა,ანაზდად ეცის, დაფლითის, მოკლის და შექნის სერობა.
161არც მით მოიქცნენ! შეჰყარა უცხო, უწყალო სენები;ხოცა კაცნი და პირუტყვნი, ცხვარნი, ძროხა და ცხენები.კვლავ შეაყენა, მახვილთა სისხლით აღივსო ხევნები,სრულად აღსრულდა მათზედა დავითის მონახსენები.
162ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას-შვიდას-ოც-და ერთსაცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა;აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!
163ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.
164თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!
165ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, -ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!
166ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.
167ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.
168აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!
169პირს-ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,მაზე სული არ წარვსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.
170მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
171ამისთანას მკურნალს ვაქებ, მილესევდეს ფაზარ-ხუთოს,არ თუ მასა, უწამლობით პირში სული ამამხუთოს.ამისთანას ბატონს ვაქებ, მან ერთი ყმა განახუთოს,არ თუ ხუთი აღარც ერთ-ქმნას, ასე საქმე თავს მოურთოს.
172მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.
173ამად სძრახვენ ვინც ავს ჩადის, კულავ აღარ ჩაიდინოს;სხვა გაფთხილდეს, მისებრ ცრემლი თვალთა არვინ ჩაიდინოს.კაცმან უნდა თავითგანვე საქმე კარგა მაიხდინოს,თორემ ბოლოს ვით იქნების, ავზედ ძრახვა დაიცდინოს?
174ვინც რომ ძრახვას თაკილობდეს, ნურასა იქს საძრახავსა:თავისიცა განიმაგროს, ნუ აფოფნებს სხვის ნიფხავსა.ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა,მაგრამ ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა!
175ამას ვსწყინობ: ავნი ავსა თვით იქმენ და სხვას კი სძრახვენ;ბაძით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ.ვინ დაჰფარავს მათს ნათესსა, თვით უმიწოდ ქვიშას ფარცხვენ.ქვე საწუთროს ქვიტკირსა ზდგმენ, ზე სამკვიდროს ფიჩხით ფაცხვენ.
176რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?
177მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხრელს, ამამბზარავს!
178ერთი კაცი უკუღმართად ვნახე ერქვანთ ასხამს ფთებსა;კვლავ მეორე მისებრ მრუდსა მისთვის კაბდოს აკეთებსა.მხვნელსა ვკითხე: რად ეგრეთ იქ? თქვა: ძალა ხნავს აღმართებსა,მფარცხველმა თქვა: დაღმა ვფარცხავ, აღმა-ხნულსა ეს მართებსა.
179ვინც რომ ისრე უკუღმართად, მრუდათ ხნას და თესოს, ფარცხოს,ას მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს.ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში, რაში გარცხოს?
180რად გეშინის მართლის თქმისა, ფუ, შენ ჩემო ულვაშ-ბიღო!ვინც არ გჯერა, ასრე უთხარ: მიბძანდი და ნახე თიღო,მე წილს ნუღარას დამიდებ, რაც შენ მუნით წამოიღო.თუ გავმტყუვდე ამაზედა, მე შენ შვიდეულად გიზღო.
181აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო შემოკრებით,ზოგნი შინა აქ ბძანდებით, ზოგნი გარეთ, შემო კრებით.მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებით,ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.
182კახელების აღმა ხნულნი ქართველებმა დაღმა ფარცხეს,უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო, აღარ გარცხეს;ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს.
183უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!თარჯ-თომრიან ჯიღოანნი გაგვიხადა, ქმნა უჯიღო!მხამს გიტყებდე მეფის ბიღით, ვარსამისა სავსე მჯიღო.ია. რუსთ ხელმწიფისაგან ქართველი მეფის ვახტანგის თავისთან მიპატიჟება
184აქ ცხადად ითქმის ყველაი დასაბამ-დასასრულისა,მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალის, სიბრძნით სრულისა,მაზედან ქართლის არაკი, მტერთაგან გაბასრულისა,მერმე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ, დაბაწრულისა.
185იჯდა ყაენად შახ-თამაზ, ძე ძისა შააბაზისა.მან შემქნა ბილწად დრანჯობა, ბევრი ღვინო სვა ვაზისა,აღარ ახსოვნდის სიმთვრალით ხელში მირთმევა არზისა,მით სამართალი დაფასდის ცხრა ქანქრად ცხრა აბაზისა.
186შეყვარებოდა ორივ მას - ლოთობა, მეძაობანი;მით დაჰბნეოდა, წართმოდა თავისი ჭკვა და ცნობანი.მუდამ შინ იჯდის განცხრომით, ვერ გასძლის გარეობანი,მის გამო ვეღარ შეიძლო მან ქვეყნის პატრონობანი.
187მისგან წამხდარი საქმენი სხვა მოგახსენო რაღანი?სამხრეთით აღძრა ოსმალო, აღმოსავლეთით ავღანი,ჩრდილეთის მხარეს რუსეთსა გილანით მისცა დავღანი,დაღისტნით ქართლსა, კახეთსა წაართო ყუმაშ-ყავღანი.
188მით გასახმილდა წინწკალი, გრიგლად გარდიქცა სიონი,მისგან შეირყა მეტეხი, მისგან დაიქცა სიონი;მან ვახტანგ ძე ლევანისა, შეიპყრა ბაგრატიონი,უპატიოდ ყვნა შვიდ წლამდის იგ დიდათ საპატიონი.
189იყო ჩრდილეთის ხელმწიფე, თეთრის რუსეთის მჭირველი,თვითმპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი,პირველ-ჟმურ ხრმალ რბილ, პირ-ბლაგვთა მწთობელი, გამომპირველი,ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ყავს მლოცველ, მწირველი.
190ვირემდის იყო ცოცხალი, რუსეთზე გარდამწვდარია:ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუმცდარია;მტერთა მებრძოლთა ყოველთა მან ყველას ხელი დარია,მოკვდა და თვისის ანდერძით აწ ისევ საქმობს მკვდარია.
191პეტრეს აქეთნი მეფენი, რომელნიც ტახტზე ჯდებიან,პეტრეს ბრძანებას მოწმობენ, მის მცნებაზედა დგებიან,გინდ, უჩნდესთ წინააღმდეგად, მას წინ არ აღუდგებიან,არს პეტრეს თქმულნი უკვდავნი, მიდღეში არ მოკვდებიან.
192პეტრეს ხელმწიფის ბძანებას სრულყოფად არა ზარობენ,წინ უძესთ მისი ანდერძი, მით დგანან, მითვე მგზავრობენ,მითვე ლაშქრობენ, ვაჭრობენ, მოდუქან-მობაზარობენ,მით ჰკვლენ და ჰკარგვენ, რომელნიც მათ წესზედ აბეზარობენ.
193არს მოსაწონი მნახველთა გაწყობა რუსის ჯარისა,ათას-ხუთას კაცთ ერთფერად ტანთა ცმა, სხმა აბჯარისა,მწყობ-რიგად შესვლა-გამოსვლა, ქცევა ვით ბრუნვა ჯარისა,დამუსრვა ციხის მოქლოთა, მაგროვნად დანაჯარისა.
194კურთხეულმცა არს ღვთისაგან პეტრეს ხელმწიფის ხსენება!რა საქმე ვახტანგ მეფისა სცნა, მისი შველა ენება;ზღვა გავლო, დაჰკრა ავღანთა, სოლაღს დაუწყო შენება,დაღისტანს მიხვდა ღვთის რისხვა, მრავალგზით განაწყენება.
195ხრმლის სიფოლადეს სპარსთასა ჟამი რამ მიხვდა ლბობისა;ხმა დაუმდაბლდათ, მოულბათ სიტყვის თქმა ამაყობისა,რა ნახეს ცეცხლი ნაწვიმი ყუმბარისა თუ ბომბისა.ვაიმე, კარგთა სათქმელთა ძალი არ შემწევს მბობისა!
196ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა: მოდი, მიგიჩნევ მამადო,იესოს ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო;გიჯობს, მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო,მერმე შენს მტერზედ მიმიძღვე, ვით თივას ცეცხლებრ მამადო.
197მდივანთ ხელმწიფის ბრძანება რა შეასრულეს წერითა,დაბეჭდეს, შეკრეს, შეხვიეს ზარქაშის მონაჭერითა.კვლავ ჩაფარ-ელჩთა უწოდეს სასწრაფოდ გულის ძგერითა,უთხრეს: თუ ჩქარად არ ივლით, ვერ გასძღეთ მზისა ცქერითა!
198მათ ჰკადრეს „ტოჩას სუდარი“, სიტყვის თქმა მათი სწრაფისა.ცხენთა შესხდენ და გაქუსლეს, სიტყვა თქვეს რა მუქაფისა.მესამეს მწუხრზედ, ნობათთა რა ცემა იწყეს დაფისა,შევლეს ციხე და ქალაქი, კარები სეიდაბისა.
199საღამოს ჟამსა ხალვათად მეფე თვით ეჯდა მარტოდა;ქვეყნის არევის მიზეზით გულს სევდა მას მიმატოდა.მაღლითგან ნახა, სირბილით კიბეზე კაცი ახტოდა,რასაც ის კაცი იტყოდა, გულითაც მას ინატროდა.
200ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი გამოსცეს იამა,დაბუხებულმან, ნაზამთრმა მხარი აღისხას ჭიამა,დიდის სიცხითა მაშვრალსა აამოს სიო-ნიავმა, -ეგრეთ ხელმწიფის ბძანება მეფეს რა ესმა, იამა.
201რა მოეხსენა მეფესა ამბავი საამურია,ჭმუნვა განაგდო, გარდუწმდა, გულს ეკრა რაც ჯანგ-მურია;მალ-მალ იკითხის ამბავი, ბრძნად მას მიუპყრა ყურია.კვლავ მოიტანეს ვახშამი, სუფრად გაშალეს პურია.
202შეიქნა წვევა ჩუმ-ჩუმად ვაზირთა, თანგანმზრახისა,გაგრძელდა სმა და პურობა, ხმა წინწილისა, ვახისა,შაეტყობოდათ, განთიად ჩაცმა არ სწადდათ თალხისა,ეგონათ სწორედ ტრიალი მრუდის საწუთროს ჩალხისა.
იბ. რჩევა ქართველის ბატონისა
203შეკრბენ ქართველთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მაიყარეს,დასხდენ რიგით, ივეზირეს. წინ წიგნები დაიყარეს.ვინც ხედავდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,თქვეს, თუ: უფრო წავხდებითო; მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს.
204გამკმარველთა უპასუხეს: გეტყვით, ძმანო, ვერ გეთნებით.ვერა ბძანეთ ეგე რჩევა კაის ჭკუით, კაის მცნებით,ქრისტიანის ხელმწიფისა ხელ-დებულნი შევიქნებით,ჩვენ მაგაზე რად წავხდებით, თუ არ უფრო გავკეთდებით!
205მათ მიუთხრეს: თუ უჭკო ვართ, ნახავთ, ბოლოს გამოჩნდების;არც ჩვენ ვსწუნობთ, კარგი არის, თუ ეგ საქმე მალ მოხდების.მაგრამ მტერნი შეგვიტყობენ, ყველა ჩვენზე წამოდგების.ვირემ რუსნი გვიშველიან, მანამ ჩვენი გარდაგვხდების.
206ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,ეგრეთ მეფესა რუსეთის ხელმწიფის ნახვა სუროდა;ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა.ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.
207რა მეფის ნდომა შეიტყვეს, ყმათ რჩევა შექნეს სხვაფრადა,შეჰკადრეს: რადგან არ იშლით, სჯობს რომ წაბძანდეთ ჩაფრადა;გარს მტერი გვადგას ამდენი, ასს მთას ეყოფის მკაფრადა,ვინ იცის, ჩვენზედ მოვიდნენ, თქვენ მოგვეშველნეთ საფრადა.
208თუ წაბრძანდებით, წაბრძანდით, ხანსა ნუღარას დაზმითა;თან ცოტა ყმანი იახელ, ნუ გაეწყობი რაზმითა,ფარვით იარე გზაზედა, არ მეფეთ მოსაკმაზითა,მტერთა არ გიგრძნან საწადი აშკარად ანუ აზრითა.
209მან ბრძანა: ვითარ ვიკადრო მეფემან საქმე ქურდული,დავფარო ქრისტეს კვართი და ქნარი დავითის, შურდული;თან არ ვიახლო სპა-ჯარი, ჩაფრულებრ შევქნა ძუნძული,ვითარ-ღა ვნახო ხელმწიფე, ან უცხო თემთა კუნძული!
210სჯობს, შევიყარო ლაშქარი, ვქნა მისი ანგარიშები;ჯერ ჩემთა წინააღმდგომთა დავსცე ზარი და შიშები,წავიდე, განჯის მომთხრელთა დავდვა მუქაფის ნიშები.რა გამოვბრუნდე, კვლავ ვნახო რუსების შუბ-ფარ-შიმშები.
211ყმათ ჰკადრეს: თუ ეგ ხდებოდეს, თქვენ რჩევას ვინ დაგცილდესა?კარგია, თუ კაცს საწუთრო გრძლად საქმეს დააცლიდესა,წაუბორძიკოს არ ფეხი გზასა, რაზომსაც ვლიდესა.მაგრამ რაღა ვქნათ, თუ ლხინსა სწრაფ ჭირად შეგვიცვლიდესა!
212მეფემ აღარა ბძანა რა, იქნება თვისი წადილი;გულში დაესკვნა საქნელად იგი პირველი ქადილი.გათავდა რჩევა, გარდასწყდა! მან მაითხოვა სადილი.ბოლოს მხედველთა საცრემლედ გაშალეს ხელის მანდილი.
213ტიროდენ, ამას იტყოდენ: ახლა არს ჩვენი დავსება!ვერ მოგვიხდების კარგათა ამდენი წყვეტა, ტმასება.მესამე კიდევ მოიბა, ორი საბელი თავს ება.სამი ვეშაპი ერთს ლომსა აწ ვითარ მოეთავსება?!
214მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა გმობასა:სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა!ყეენის სპარსალარია, თავს ირჭვამს მის რაყმობასა!რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან ჩემობს ძმობასა!
215ჩვენს ჭკვაში ესე საქმენი არ არის მოსაწონარი:რა სამთავ ცემა შაექნასთ, ჩვენზე მათ შექნან ონარი,გარს მოგვეჭიროს მუხრუჭი, არსით ჩნდეს მოსაფონარი,ვიქნებით შვილთა ჩვენთაგან გინებით მოსაგონარი!
216ბევრნი ბევრს რასმე იტყოდენ, მაგრამ ვინ მოუსმინებდა?მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის ღვართ მოადინებდა.
იგ. მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან შესმენა და ყეენისაგან ქართლის წართმევა და კახის ბატონის მიცემა
217რაგინდ კაცი სნეულობდეს, გვიან მოკლავს ერთი ჭირი,რა მეორეც ზედ დაერთვის, მით საქმე აქვს გასაჭირი,წახდენის დროს მამა-შვილთაც არა ჰქონდათ ერთი პირი,არჩევდიან, არ მოსწონდათ ერთმანერთის ნავეზირი.
218ორთავ შუვა მტერს ეშმაკსა ჩამოეგდო რაღაც შური,მისგან წახდა, დაგვიანდა საქმე კარგი, დასაშური;ვერა ნახეს რუსთ ხელმწიფე, ვერ აჩვენეს სამსახური,ყეენზედაც ავად დარჩნენ, მათ დაკარგეს ორგნივ პური.
219ერთმანერთის ნავეზირი მათ მოსწონდათ ამად არა:მამა რუსეთს იზიდევდა, შვილი ყეენისა კარა.მათმან სვემა და სოფელმა სხვა რიგად რამ მოაგვარა,ვერც მამამ და ვერცა შვილმან მოსახმარი ვერ იხმარა.
220ყეენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი უდგნენ მზირსა:რასაც ავსა უნახევდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა;ყეენს ჰკადრეს: გაგიარმებს ვახტანგ ახშამს და აზირსა,პირი მისცა საღალატოდ ეთმანდოლეს - თქვენს ვაზირსა.
221ესმა ყეენს რა ღალატი, იქმნა გულში შენამკრთალი,გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა მართალი;დაიჭირა ეთმანდოლე, განუწესა სამართალი,უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა ორივ თვალი.
222ხანი გამოჰხდა მცირედი, დღე წავიდა არ მრავალი;კიდევ ჰკადრეს: მუხანათობს ვახტანგ გურჯისტანის ვალი,თქვენ გიჭირს და არას გშველის, არის რუსეთს წამავალი.თქვენცა გმართებს აწ გარდახდა, თქვენზედ დადვა რაც მან ვალი.
223აწ მეორედ მეფე ვახტანგ რა რომ ყეენს შეასმინეს,თითქმის ასე განარისხეს, ჭკუვისაგან შეაცდინეს.ვახტანგ ქართლში ბძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,ჩამოართვეს ქართლი, მისცეს ერეკლეს-ძეს კოსტანტინეს.
224კოსტანტილეს თათრის ენით ერქო მამად-ყული-ხანი,იყო სანახავად ვარგი, მკვეთელობით უჩნდა ფხანი,ისპაანის ტარუღადა მორჭმით იჯდა კარგა ხანი,ავის კაცის თავ-სავარცხლად აქვნდის კარგი მოსაფხანი.
225ჯერ კახეთი, მერმე ქართლი, ორივ ერთად მას უბოძა;ყაენს სახლი ექცეოდა, სვეტად, ბურჯად მას უბოძა:მოსწერა, თუ: ვახტანგ ჩემთვის რკინის ხრმალი დანაძონძა,შენ გამოხსენ, განარჩიე, რაც რომ მაგან გამოკონძა!
იდ. რჩევა კახის ბატონისა
226გაბრძანდა კახი-ბატონი, განიდგა კარავ-სევანი;მიიხმო მდივან-ვეზირნი, ბრძანა დიდებულთ წვევანი.შემოყორუღეს ყაფიჩთა, იმგრგვლივ მოავლეს დევანი,დასხდენ და შექნეს საქმისა სამჯობინარის რჩევანი.
227უბრძანა კახმან-ბატონმა ძმასა, ყმათა და მონათა:„სიბრძნით მიჰხედეთ უღელთა ჩემთა სასწორის წონათა;მე ერთი ხმელი კაცი ვარ, ძე არ მყავს, ვარ ბერწოვნათა,რაც თქვენ გიჯობდესთ, არჩიეთ შვილთათვის მოსაწონათა“.
228„მე ღმერთს წინაშე უცილოდ სიტყვის მთქმელი ვარ მართლისა;სწორედ გარჩევა საქმისა წესია მოსამართლისა;თუმცა გიბოძა ყეენმა, არ მხამს მიღება ქართლისა,ამად რომ მტერთგან დამდნარნი ვართ, ვით ნაღვენთი სანთლისა“.
229„მე ვახტანგს მეფეს შევრიგდი, პირობა მივეც ძმობისა,შევფიცე, ვით-ღა ვიტვირთო ეს საქმე ფიცთა გმობისა?თუ მე არ დავსთმობ, აწ მისგან უფრო არ დაითმობისა.ვარჩევ, სჯობს ფიცთა გატეხას გატეხა ამ რაყმობისა“.
230„ესეც ვიცი. შემიტყვია, ჭკუვა მიჭრის, გული მიგნებს;მეფე ვახტანგ ამ რაყამსა არც ისმენს და არც იწიგნებს.თუ ქართლსა ვსთხოვ, ამეშლების, ფიცხლავ იდებს ხრმალზედ იგ ნებს,უნდა, რომე ამ საქმითა ძაღლს აჭმევდეს ძმა ძმის შიგნებს!“
231„მე კაცი ვარ ხორციელი, სულ ხომ ცას არ შავბერდები;ვით ვყოფილვარ მიწა-მტვერი, ისრევ ისე გაჰვმტვერდები.მე მტრად სხვანიც მეყოფიან, ძმასა რად-ღა დავმტერდები?იმას ისევ ქართლი ქონდეს, მე ჩემს კახეთს დავსჯერდები!“
232„მოვისვენებ სანამდის ვერ, სანამ ლეკზე ჯავრს არ ვიყრი;მე ჩემს ძმაზე სამტეროდა არაოდეს ჯარს არ ვიყრი!კახეთს კარგა განვამაგრებ, შემოვზღუდავ, კარს შავიყრი...თქვენ რას ბძანებთ ამისასა, ეს ასეა ჩემი ფიქრის!“
233კახთ მიუგეს: „ვინც დაიკრას თვისის ხელით თავში ცული,თავის ნებით წასაწყმენდლად ამოიძროს პირში სული;რად გინდა რომ გაიბრუნო ღვთის წყალობა კარს მოსული;შენ რომ შვილი არა გყვანდეს, ჰა, ძმა შენი და ძმისწული!“
234„რაც ღმერთს შენთვის მოუცია, რაღად ჰკარგავ შენის ნებით?შენ რას გავნებს, რომ გასტეხო ფიცი ხელმწიფის ბრძანებით?ჩვენ თუ იმის ბრძანებასა წინაღმდგომად შავექნებით,ვით თქვენ ბრძანეთ: „ვართ დამდნარნი“, მაგით უფრო დაცავდნებით“.
235„სჯობია, რომ აღასრულო ეგ ბრძანება, რაც წინ გიძე.თეიმურაზ მიუგზავნო, თქვენი ძმაა, მისი სიძე,მამი-შენის ერეკლესი მაზე დიდი ამაგი ძე, -თუ გისმინოს, შეიძინე, თუ არა და, განიღვიძე“.
236მან უბრძანა: „კახელებო! გამიგონეთ, ვიტყვი სწორად:ყეენს შიშით თავითგანვე გაუხდივართ ერთი-ორად;ახლა როდის შეგვაერთებს, საქმე გვიგდო მოსაღორად,ქართლი მომცა ძმათ საჩხუბრად, ამხანაგთა მოსაშორად“.
237„ერთსა კაცსა ცოლი, შვილი ყვანდეს ტვირთად; ზურგთ ეკიდოს,არა ქონდეს სახლ-სამყოფი, ფეხი ვერცად მოეკიდოს,უკანიდამ მტერი სცემდეს, წინ მოყვარეს წაეკიდოს, -იმისთანას უგუნურსა უნდა ცეცხლი წაეკიდოს“.
238„მართალს ვიტყვი, არ დავიშლი: მძულს ტყუილი, სიტყვა მრუდი.მე მას მამად მოვიკიდებ, ვეშვილები, თუმცა უნდი;გარს გვარტყია ვით სარტყელი, სულ სხვა-და-სხვა მტერთა გუნდი.ჩვენ ერთმანერთს ხმალსა ვსცემდეთ, ეგ რჩევა არს დიაღ ცუდი!“
იე. წიგნის მიწერა კახის ბატონისაგან ქართველთ ბატონთან: მეგობრობის თხოვნა
239მოსთხოვა გურგენს მდივანსა ქაღალდი, საწერ-კალამი;დახატა ცეცხლი გალავნად, შუვა ერთ გორად წალამი,ზედ ორის ქვეყნის იგავი, მაზე თავდახრით ალამი,ერთზედ დასწერა „ფეშქაშ-დურ“, და მეორეზე „სალამი“,
240მისწერა ვახტანგს: „შენ მამა, ჩვენ ვიყვნეთ შენი შვილები;თუმცა მიბოძა ყეენმა, მე ქართლსა არ გეცილები.გარს მტერთგან ცეცხლი გვედების, შუვა ჩვენ ვსდნებით ცვილები,სჯობს, რომ ჩვენ ერთნი შევიქნათ, აგებ გვეღირსოს ძილები“.
241„აწ გვიწყალობეთ პასუხი, თქვენგნით რა გვებძანებაო.თქვენი არ ჭვრეტა, შორს ყოფნა გონებით არ გვეთნებაო;გვწადიან თქვენი გვერთ ხლება, თუმცა დაგვერთვის ნებაო,მანდ გიახლებით, მოგვმადლეთ მამაშვილური მცნებაო“.
242რაღას ვაგრძელებ სიტყვასა და ვამბობ ყენებ-ყენებით...მისცეს წიგნი და წაიღეს წამღებთა ცხენებ ჭენებით;მიართვეს მეფე ვახტანგსა მოციქულთ გამომჩვენებით.აქ ნახეთ, საქმე კეთილი ვით გაბოროტდეს ენებით!
243მეფემ რა წიგნი გაშინჯა, სცნა ტკბილად მიწერილობა,ბრძანა დიდებულთ მოყმეთა ერთბამად თავ-მოყრილობა:აჩვენათ ქვეყნის იგავი, დროშისა თავდახრილობა.იესე მეფემ რა ნახა, ჯავრით ხვდა წარბთ შეყრილობა.
244სალამს, ალამს, ცეცხლსა, წალამს, ფეშქაშ-დურს და ქვეყნის იგავსსთარგმნიდიან ვეზირები, იტყოდენ, თუ: ეს რას მიჰგავს?მეფემ ბრძანა: რაც ხილია, ეგ სუყველა ჩვენს ბაღში რგავს;ყველა კარგად შემიტყვია, ვერას ვხედავ მაგაშიგ ავს.
245ზოგთ მტრობით ნარმა დაფარეს, ჭოთი აჩინეს ნუქარად,ათარგმნეს ნაფეშქაშევი თხოვნადვე, არ ნაჩუქარად;სიმდაბლით დროშის თავდახრა თავის დაქნევად, მუქარად.შუვა წალმად თქვეს ქართველნი, გარს ცეცხლად კახნი მუშქარად.
246მეფე ბძანებდა: „მაგაში არა არის-რა ფლიდობა,ფეშქაშ-დურ ქართლის მოძღვნა არს: სალამ-ალამი მშვიდობა;გარს გალავანი ცეცხლისა გარეშე მტერთა დიდობა;წალამნი ჩვენ ვართ ორნივე, გვხამს ერთმანერთის მინდობა“.
247„ამად გვისახავს ერთ გორად ორისავ ქვეყნის წალამსა,მას ღვარი გეღარ შესწვდების, ვერც დაშლის, ვერცა წალამსა.მშვიდობას თხოვლობს სიმდაბლით, ამად თავს უხრის ალამსა,ქართლს ისევ ჩვენვე გვანებებს, კახეთით გვაძლევს სალამსა“.
248„თუ ორად დადგას, იქნების ორივ პატარა გორები;დაქროლებს ქარი, გარდაქცევს, ზღვას შერთავს ნიაღორები,ტიალთ ვენახთა მოსჭამენ დათვნი, ძაღლნი და ღორები,წარწყმენდილი არს, ვინც რა თქვას ძმასთან ძმის დასაშორები“.
249მანვე ბრძანა: „სჯობს ვარჩიოთ, ჩვენ უბრალოდ არა ვბოდოთ:მართალი ვსცნათ, რაც გვიჯობდეს, გულის ზღაპრით ღმერთს არ ვსცოდოთ,მოუნახავთ წყლურთ წამალი, ზედ სალბუნი მას შემოვდოთ,რადგან იმას მოსვლა უთქვამს, ჩვენცა გვმართებს მოუწოდოთ“.
250„აქ მობრძანდეს, ჩვენ გავშინჯოთ, ის მოიქცეს რასაც სახით;თუმცა გვმოყრობს, მდაბლად ბრძანებს; თუმცა გვმტერობს - ყადავახით;ხილთა ტკბილთა და მწარეთა შაეტყობის გემოს ნახვით,თუ ვერა ვსჭამ ხილს სიმკვახით, დავარბილებ, დავბეჟ ქვა-ხით“.
251იგ რაც რჩევა მეფემ ბრძანა, დაემოწმნენ მას ვეზირნი;ერთმანერთის შესაყრელად დანამტკიცეს, შეკრეს პირნი.მაგრამ მაზედ წინაღმდგომნი, ვით ერქვანთა ხისა ძირნი,მათ კეთილთა მოგზაურთა გამოუჩნდათ გზაზედ მზირნი.
ივ. ჩხუბის ჩამოგდება ქართველის ბატონისა კახს ბატონთან
252ვახტანგს კონსტანტილეს წიგნი მოეწონა, რა გაშინჯა;ბრძანა: კარგად გაუსაზღვრავს, თუ კი აღარ გარდაბიჯა.მან მას კაცი გაუგზავნა, - მობძანდიო - დაპატიჯა.ეს იესეს მეფის გულსა, ვით ლახვარი, ხვდა, დაღრიჯა.
253იესემ თქვა გულსა შინა: „ჩემი ძმა არს ჩემი მტერი!პატიმრობით დამაბერა, გამითეთრა თმა და წვერი;აგრე როგორ დავბრმავდები, შევიქნები გიჟი-სტერი,მე იგ ორნი შევათვისო, მე კი დავრჩე ვით ოხერი“.
254„ჩემზე იგი რად ვაცინო, ჩემი დღენი მისგან ვსტირი!სამს წელიწადს ბნელში დამსვა, არ მაჩვენა მზისა პირი;ერთი იყო, ისრე მიყო, მან იხსენა ჩემზედ ძვირი,ახლა ორად გამიკეთდეს, რაღად მინდა მე სხვა ჭირი?“
255იხმო ბერი დოდოველი, ვით მოწაფე მოძღვრად ინდობს;უბრძანა, თუ: ჩემო ბერო, ეს ჩემი ძმა ეშმაკ-ფლიდობს.არას კაცსა არ კადრულობს, ამპარტავნობს და გულდიდობს:მე ძმა ვიყავ, არ დამინდო, კახ-ბატონსა ვით დაინდობს!
256კახეთშიაც დიდად წყინობს იმის გაბატონებასა,აქ თუ მოვა, ფიცხლავ მოკლავს, მოხვეჭს იმის ქონებასა.რადგან მადლის მოღვაწე ხარ, სთმობ ამ სოფლისცხოვრებასა,შენ ის სიკვდილს მოარჩინე, ღმერთი მოგცემს ცხოვნებასა...
257რაღას ვაგრძელებ: გაგზავნა მან ეპიფანე ბერია,მისწერა კახსა ბატონსა: „ჭკვა თუ არ გარდაგერია,რომ მოხვალ, როდის დაგინდობს, მოგკლავს, ეს შენი მტერია.შენს სისხლსა ვინ-ღა მოჰკითხავს, კაცი ხარ ერთი ღერია.
258თუ მაგას იტყვი, შენ რომ გყავს ძმა, შენი ნახევარია,ეგ სიძე არის ამისი, ქალი ყავს, მით მოყვარია.შენ სავარცხელი შემწედ გჩანს, და მაგას ქრისტეს ჯვარია,ამისთვის ეგეც ამისი საწადლის მომდევარია.
259თუ ეგ ყეენმა შეგიტყო, წაგართმევს ბატონობასა;შენს ძმას ხომ არას მიგიცემს, მტერობს ქრისტიანობასა.თავად თვით ბრძანებთ - „დავმდნარვართ, უფრო დავიწყებთ დნობასა“,აწ რომ ყეენი დაჰკარგო, ვინ გიზამს მის ოდნობასა!
260მე დამიჯერე, ნუ მოხვალ, თორემ გაებმი ბადესო;ნუ მიეცემი ნებითა შენის წახდენის მწადესო;მე შემიტყვია მართალი, რაც ამათ მოგიმზადესო,მკვახეს ხილსავით ქვა-ხითა დაბეჟა დაიქადესო.
261მიმავალსა წინ დაუხვდა კოსტანტილეს იგი ბერი,გარდახდა და თაყვანი სცა, ხელში მისცა მინაწერი.მან გაშალა, წაიკითხა, დაიქნივა თავ-კისერი,ფიცხლავ უკან გამობრუნდა, განამჟღავნა არაფერი.
262მისთა ლაშქართა რა ნახეს უკანვე გამობრუნება,უკვირდათ: „ნეტარ ბატონმა რაზედ იცვალა გუნება;რად მოინდომა უწინვე, არ იყო მისი თუ ნება?ჯერ კი თქვა, მერმე უკუ-თქვა, რისთვის იკადრა მტყუვნება?“
263სძრახევდენ კახსა ბატონსა საქმე ვერ მოყავს გზიანად,უჯობდა ქართველთ ბატონსა შეყროდა თავაზიანად.ძმა ძმისა საზიანოსა თუ არ მიიჩნევს ზიანად,ორივ მტერთაგან დაიწვის სახლ-საბძელ-კალო ბზიანად.
264მიმავალი მიუთხრობდა ამხანაგი ამხანაგსა:დღეის იქით ამ საქმითა ნიშანს ვერა ვხედავ კარგსა;ორს ეძიებს, მაგრამ ერთსაც ვხედავ მისთვის დანაკარგსა.მის დროს ნახეს, ქართველები ხელს ატანდენ უკან ბარგსა.
265დაუცარცვეს კახ-ბატონსა ჯორ-აქლემნი კიდებულნი,დასჭრეს ზანდუკ-მაფრაშები, ამოიღეს შიგ დებულნი;მიეშველნენ, ვეღარ მისწვდნენ უკან გამოკიდებულნი,ჟამი შეხვდათ უჟამური, საღამო და ბინდებულნი.
266კახ-ბატონსა კახთ აყვედრეს: „უღლით ტოლი გამოგეშო;ვისიც გაქვნდა შენ იმედი, მისგან დარჩი უნუგეშო,ტახტის ნაცვლად დორ-სუზანიც ქართველთ აგაცალეს ქვეშო,თუ ამ საქმეს ვერ გაზრდიდი, გიჯობდა, რომ არც კი გეშო“.
267მან უბრძანათ: „რას ნიშნს მიგებთ დიდის ვალის გარდამხდელსა?ვინავარდე, საქმე ვსჩხრიკე, ვსცან და მოველ სახადელსა,ახლა ყველას აღვასრულებ, მაგა თქვენსა საწადელსა!ვიქ თქვენსა და მოგაგონებთ რჩევას ჩემსა აწინდელსა!“
268„არ მინდოდა, გამარისხეთ, შემამყარეთ გულსა ჯავრნი;მე მზასა ვარ, თქვენ მომზადდით, შეიყარეთ ახლავ ჯარნი.მოირტყენით საომარნი საჭურველნი, ტანთ აბჯარნი,წავიდეთ და დაუმტვრიოთ კარნი მაგრა დანაჯარნი!“
269„მე მინდოდა ყოფილიყო ჩვენში სიყვარული ძმური,ჩამომეგდო რიგი-წესი, სამართალი ბატონ-ყმური.არ ინებეთ, არ მოჰშალეთ ერთმანერთში თქვენი შური,ცოდვა-ბრალი ოქვენს კისერთა, თუ რამ მოჰხდეს უწესური!“
იზ. კახის ბატონისაგან ბერების მოციქულად გაგზავნა ქართველთ ბატონთან და ქართლის თხოვნა
270პირველად ჯერ ეს მისწერა: „მე თქვენი ნახვა მსუროდა,კიდეც წამოველ, მოგმართე, სასწრაფოდ მამეშუროდა;მაგრამ მომესმა, სასმელთა მასმევდი, რაც არ მწყუროდა.ვეღარ გიახელ, ამაზედ ნუთუ შენ დამემდურო და?
271ღმერთმან იცის, ვაპირებდი საქმეს კარგა მონაგვარსა;არ მიმინდევ, სახე უცან მახეს, შენგნით მონაგარსა;განგერიდე, რად მომხვიე გასაცრცველად მონა გარსა?არას გთხოვდი, თუ დამხსნოდი სიყრმით ჩემით მონაგარსა.
272ეგე ჩემი საქონელი გამოგზავნე, არ დამხუთო.მორიელის ნაკბენარსა, სჯობს, მომასწრა ფაზარ-ხუთო.შენ ოთხ რიგად გული დამწვი, არამც მე კი განვახუთო,მერმე დამგმობ, დასაწვავად წამისვაო გაძრახ უთო“.
273მათ მოეწერა პასუხი ადვილად მოსაშორები:„ვინ დაგიცარცვათ, არ ვიცათ, ლარ-კიდებულნი ჯორები;ეგ ჩვენს კაცს არვის უქნია, გსმენიათ მრუდი ჭორები.რაც თქვენში მგლებმან დაჭამოს, ჩვენ ვითარ გიზღოთ ღორები“.
274კახ-ბატონს ესმა რა მათგან გულს ლახვრად დასაძგერები,კვლავ მოციქულად გაგზავნა ჩინით რჩეულნი ბერები;მისწერა წიგნი მართალი და ფიცი დასაჯერები:„ჩვენ ერთმანერთსა ნუ ვახდენთ, თორემ წაგვახდენს მტერები“.
275„ორგულთა სიტყვას ნუ ისმენ, გაფთხილდი, ნუ მოსტყუვდები,გასწყერ, დასჭერ და დახივე მტყუვანთ ტყუილის გუდები;თუ არ ღვთით, ვერას დააკლებს მკალიას ტარბის გუნდები.თუმცა ლომი ხარ, ვეშაპთა ვერ სძლევ, გრძელი აქვთ კუდები“.
276„გირჩევ, ნუ აქცევ ზღუდებსა, შენს ზურგის მისაყუდებსა,ერიდე, ნუ შლი, ნუ ფუტკნი სახით არწივთა ბუდებსა;იყავ. ვით ტრედი, უმანკო, უფრთხილღი შენსა ხუნდებსა,თორემ კლანჭს გიკვრენ არწივნი, ჭირნახულს გაგიცუდებსა!“
277„ნუ ჰგონებ, კაცი თვით იყოს მდიდარი განაკეთია,ანუ ღარიბი წამხდარი, ვის ჩოხა ტანთ გასცვეთია;ერთის ათასად გამხდელი, ბევრის მიმცემი ღმერთია,ვისაც წაართმევს, ექნების ათასით აღარც ერთია“.
278„კაცს მართებს დაბლაც დახედვა, რაგინდ მაღლამდის აროსა,სიამპარტავნით ხარისხსა ძირი არ განებძაროსა.ბატონის უპატიური ყმას არ შერჩების აროსა,არც ღმერთი ბატონს შეარჩენს ყმაზე საუდიაროსა“.
279„ბატონს აწყინე, გაგიწყრა, აბრალე შენსა წყენასა,აწ ღმერთიც გიწყენს, იცოდე, არა იქ თუ მოთმენასა,დამორჩილება უფალთა უთქვამს დავითის ენასა,შენ თუ შენს უფალს არ უსმენ, ნურც შენს მონას ეჭვ სმენასა“.
280„ყეენს უმტყუვნე, გაგიწყრა, - აქ ზიხარ შემამწყრალია;ქართლი წაგართვა, მე მომცა, ჩემი ხომ არა ბრალია.თუ არ უსმინე, ვიქნები შენებრ ურჩების მთვრალია,სულ მომყრალდების ქვეყანა, თავად მტერთაგან მყრალია!“
281„მე თქვენა ქართლსა არ გთხოვდი, თუ ეს არ მაქვნდეს რიდადო,თუ არ უსმინე, ყეენი მე გამიწყრების დიდადო;შენ ხომ, ეგ არის, გიწყრება, არც ჩემზედ იყოს მშვიდადო.რა ერთსაც ჩვენ მას მიუწყავთ, ის ჩვენ მოგვიწყავს შვიდადო“.
282„ხელმწიფე ღალატს მოსძებნის, ღმერთი არ დასთმობს გმობასა;თუ გინდა, წიგნში გაჩვენებ, რაც მითქვამს, მის მოწმობასა:იუდა ქრისტეს მონებდა, ჩემობდა კაის ყმობასა,სიხარბით ცეცხლში ჩავარდა, მიხვდა სატანის ძმობასა“.
283„იუდამ ქრისტე გაყიდა, ვერცხლი აიღო ფასადო;კვლავ შეინანა, დაფანტა, დანაშაული თავს ადო:„აწ სისხლი მიგეც მართალი, ახლა წავიდე, თქვა, სადო?“წავიდა, თავი დაირჩო, ეს მოუვიდა ნასადო“.
284„იტყვიან, სარწმუნოვებით პეტრეს იუდა სჯობდაო,თუ თავი მას არ დაერჩო, სხვას ღმერთი შეუნდობდაო,ამად რომ, - „სისხლი მართალი მივეცო“, მაღლა ხმობდაო.პეტრეს ჰკითხევდენ ქრისტესა, „ვერ ვიცნობ“, ფიცით გმობდაო.
285„აწ თქვენის სჯულის ამბავი თქვენ უმჯობესად იცითა,მსმენია, ქრისტე შესულა ელუსარემში კვიცითა;მუნ პეტრეს უვარს უყვია, - ვერ ვიცნობ, - უთქვამს ფიცითა,მერმე კი შეუნანია, აწ მკვიდრობს კლდე სიმტკიცითა“.
286„ვინც შეინანებს, შეუნდობს უფალი თავის ცოდვასა;წადი და მასვე ევედრე, დაეხსენ ცუდსა ბორგვასა!ნებით სჯობს გაცლა მძლავრთაგან ქვა-კრებით გამოლოდვასა.ვერა გთნევ, თუ ტახტს არ დასცლით, მივხვდებით ჭრა და კოდვასა“.
287„მე მოგახსენებ მართალსა, ტყუილად არა ვსჩმახაო;გული მტკივა და შეგკადრებ, ამაზე ნუ დამძრახაო:გაქვს ნართი ავად დასთული მრუდის ტარებით მძახაო,თუ ისევ შენ არ დასცერავ, სარგებელს ვერას ნახაო“.
288„იტყვიან ერთსა ანდაზას: ნემს-მახათს ნუ სცემ მჯიღებსა,შეგერჭმის, ხელთა დანახევ, წაგიხდენს მკლავთა ჭიღვებსა!ნუ ეშუღლები ყეენსა, თორემ მოგიშლის ჯიღებსა;რუსეთისაკე გაგზავნის, იმოკლებ გრძელთა ბიღებსა!“
289„მირჩევია ჭეშმარიტი: შენი საქმე დანაშურე,თავსა ცოდვით შებღალულსა წმინდა წყალი შენ ასხურე!ვის უვარ-ჰყავ სამსახური, წადი, მასვე ემსახურე;ვინც მოგხადა თარჯ-თომარი, იმისგანვე დაიხურე!“
290„ნუ მრუდ-მრიცხლობ, სწორედ გაქვნდეს შენ ეგ შენი ანგარიში,ავს ნუ იქ და ავისაგან, თქმულა, ნუღა-რა გაქვს შიში;თავს თავიდგან გაუფთხილდი, არცად უკუ-აგდო ჭირში,თორემ ბოლოს არას გარგებს სიმწუხარით კვნესა-ვიში“.
იჱ. კახის ბატონის მოციქულების დაჭერა ქართველის ბატონისაგან
291მიუხაროდათ დიაკვნებს საქართლოდ გაჩაფრულებსა:„გვაწირვინებენ ქართველნი, ვიშოვნით მრავალს ფრულებსა;საქონლით სავსეს მოვასხამთ ჯორ-აქლემთ დაყათრულებსა!“ეს არ ეგონათ, საკანში ჩაყრიდენ ხელ-შეკრულებსა!
292ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,მეორემ - თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,მესამემ - მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა,მეოთხემ - კიდეც დაგვთოკვენ საბლითა მაზმანურითა!
293ვით მდინარე ღვარ-შერთული ზვირთს ისვრიდეს, სჩქერდეს დიდად,მას ქვეითმან ვერ შებედოს, გადოს რამე მაზე ხიდად;გატყდეს ხიდი, ზედ მავალნი გახდეს ხავსთა მოსაჭიდად,ეგრეთ ბერებს მოუვიდათ, რაც მოგითხარ, მაგალითად.
294მეფე დახვდათ ჯავრიანად, შესაზარი შესახედლად,მისგან ბერებს გაუძნელდათ პირად სიტყვა შესაბედლად,გამოიღეს წიგნი წინა, მიიმძღვარეს საფარ-კედლად,მიართვეს და ზოზღნად რასმე სიტყვას მოყვნენ ერთობ დედლად.
295მეფე წიგნის კითხვას მოყვა, ბერებს აღარ უგდო ყური,წაიკითხა, რაღაც ნახა სიტყვა ყიფურ-ამაყური;პირსა ოფლი მოედინა, თავს დაადგა სიცხის ბური,თივა ცეცხლს ხვდა, ქარმან ჰქროლა, ალმან შექნა აწ გურგური!
296გახდა ვითა ნაკვერცხალი, მეტის წყენით ექცა ფერი.ბერებს უთხრა: „რად მოგქონდათ თქვენ ასეთი დანაწერი:რასთვის იმას არ ურჩივეთ, ზედ თუ გესხათ ულვაშ-წვერი;თუ არა და წყალს არ სცვივდით, თუმცა გაღონებდათ მწერი!“
297„რად არა ხართ მონასტერში, არ ილოცავო, ღმერთს არ ესავთ?გამოსულხართ და დასდიხართ, ენაობთ და ჩხუბსა სთესავთ;ჩვენთა ხრმალთა გამახულთა მაგით უფრო თქვენ აღლესავთ,ღმერთი როგორ დაიდუმებს, არა გკითხავსთ მაგდენს თქვენს ავთ!“
298გაწყრა, ბრძანა: „ჰხედავთ ბუში სიტყვებს მკადრებს როგორ მქისებს!არ ვიცი, თუ რით მაშინებს, რა ხაზინა უძეს ქისებს!მე, ვით ორბსა, მდევს კირკიტა, დამტრიალებს, დამკისკისებს.ჩემგან იგი რას წაიღებს, მე მოვიტან თუ არ მისებს!“
299უბრძანა თავის მოყმეთა: „მე ცეცხლსა ეს მაკიდებსა;თვით გიჟი ჭკუვას მასწავლის, უსჯულო მე სჯულს მიდებსა;უყურეთ ცალ-გვერდ ჭიანსა, რა სიტყვებს ისვრის დიდებსა!აწ ხელი ჰკიდეთ ციქვებსა, მაგ მატყუარა ფლიდებსა!“
300„დაიჭირეთ და წაასხით, ჩაყარეთ ღრმასა ხაროსა;თავს დააყენეთ დარაჯა! არავინ გამოთხაროსა.მომზადენ ჩემნი სპასპეტნი, ლაშქარი შეიყაროსა,წავიდეს, მოსპოს კახეთი, მტრის ჯავრი ამამყაროსა!“
301აწ გაუმჟღავნდათ რჩევანი, რაც ქართველთ ივეზირესო;მოხსენდა კახსა ბატონსა, ბერები დაიჭირესო.მათ თქვენი მიწერილობა დიაღ შორს დაიჭირესო.ემზადებიან სალაშქროდ, ნაღარა დანაყვირესო.
302კახ-ბატონსა წინა დღითვე მზასა ყვანდა თვისი ჯარი;იგ რა ესმა, წამოვიდა, დაიჭირა ავლაბარი;ნარიყალა მიმბაშს ეპყრა, შაის-ტახტი, ციხის კარი.რა მივიდა, ფიცხლავ მოსცა, გაიკეთა მუნ საფარი.
303შემოებნენ, დაამარცხეს, მან მიმართა მუხრახ-ჭარსა;უთხრა: ქართველთ გამაწბილეს, არც მე შევჭამ იმათ ჯავრსა;შეიპირა ჭარელები, სასყიდელი მისცა ჯარსა,წაუძღვა და ხელმეორედ მიაყენა ჯარი კარსა.
304ქართლს, კახეთსა გარდეხადა მაშინ ღვთისა საფარველნი,ოდეს გარსა შემოადგნენ თიფლის კახნი და ჭარელნი!გაუთენდათ სომეხებსა დღე შაბათი საზარელნი,ზოგი მოკლეს, ზოგი დასჭრეს, ზოგს წაგვარეს საყვარელნი!
305სალხინოს დღეს მოქალაქე დიაღ ავად შეაქცივეს,წამოუხვნეს საქონელნი, სახლ-დუქნები დააქცივეს,დანამარცხეს ქართველთ ჯარი, ვახტანგ მეფე გააქცივეს.თეთრსა მტკვარსა წითლად ღებდა, რაც მათ სისხლი დააქცივეს!
ით. ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა და ქართველის ბატონის რუსეთს წაბძანება
306კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთ დაერთო ქართველთა ქარი ალზედა;რა იგი ორნი შეშუღლდენ, ვით ქორნი გარიალზედა,გამოეღვიძა არწივსა ჩხუბსა და მათს ყრიალზედა,გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიალზედა.
307სჯობდა იდუმალ ენუკათ ქორთ თვისი სანუკარია,წილად ერთს მხარი ეწიწკნა, მეორეს საწიწკარია:სრულ არ მიეცათ მტრისათვის თავიანთ საკენკარია.თუ ამას ავად ვამბობდე, პაღური ამომკარია.
308ვახტანგს ძიმწარის უმწარე ეტკბილა ვითა შაქარი.ძილ-გაკრთობილმან საზღაპროდ მძინარე შეძრა ხვანთქარი,აღსაშენებლად სრა-ვანთა გაგზავნა ორი სარქარი,წინ მოუმძღვარა ხუროთა იესე ძმა, ძე-ბაქარი.
309მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს ავნი ხურონი:ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი საქართლო-საკახურონიმოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი.ყმა და მამულნი მტრებს მისცეს, თვით დარჩნენუმსახურონი.
310მეტად უზომოდ გაჯავრდენ, ვერ გასძლეს გულის ჯავრნია;აჩქარდენ, ვეღარ გასინჯეს მათ საქმე საშინჯარნია,მტერთ ნებით კარნი განუღეს მაგროვნად დანაჯარნია,კახთ იხმეს ლეკნი საშველად, ქართველთ - ოსმალოს ჯარნია!
311ოდეს სცნა კახმა ბატონმა, ლაშქარი სარასკარისასაქართველოსა მოადგა, ვით გოლსა ბრბო ფუტკარისა;წინაღმდეგობა არ ეძლო, ქმნა მათის სანუკარისა,წინ მიეგება, მიართვა კლიტენი ციხის კარისა.
312ოსმალო თიფლის შევიდა, კარები დახვდათ ღია რა,იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა;ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ გარდაიარა.სხვას იმის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგია რა.
313კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა,კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა:რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს, ვერცა მკიდესა;რაც აქვნდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.
314შეწუხდენ კახნი-ქართველნი, მიადგათ რა ეს ჭირები.შეინთქვნენ, შექნეს ფიცებით, ერთმანერთს მისცეს პირები,არჩივეს: „გორის ციხესა გამოუთხაროთ ძირები“.კახმა ბატონმა მომართა დაბდაბნი და საყვირები.
315იესეს მეფეს მოხსენდა, გორს ადგას ქართველთ ჯარები.მან შეიყარა ოსმალო, იქმნა თიფლისით მარები.მოხვდენ ერთმანერთს: დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები,აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!
316ვაიმე, ამის სათქმელად პირი გამიხდა მწკალტევით,არ იმართოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით;მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევით.
317ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს სისხლსა ღვრიდენ.საცა შეხვდისთ მუშა-კაცი, გლახა მწირსა თავსა სჭრიდენ;გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა ზარში ჰყრიდენ,ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ!
კ. დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება
318ვაი იმ დღისა დამსწრებსა! აწ სათქმელადაც ძნელია,კაცთაგან თვისი აუგი საზარლად საუბნელია!ცოდვამ მოგვიცვა, ნათელსა გარს მოეხვია ბნელია,ხელში ნაჭერი კეთილი შეგვექნა საძებნელია.
319ქართველთ მადლს ცოდვამ დასძლია, რა აღმწონელმან აწონა;წუნებულ იქმნენ ღვაწლითა, თავი ვეღარვინ აწონა;მის გამო მტერთა მათზედა დანაცემინა ა წონა,აღარ სცა მტვერი მარილი, არც ლუკმა პური აწონა.
320წაღმა მბრუნავმა დრო-ჟამმა უკუღმა შექნა ტრიალი,ფრთა მოჰკრა ქართლსა, კახეთსა, შეაქნევინა ხრტიალი:მამლები ტურამ დაჭამა, დედლები დარჩა ტიალი,მიდგა ყოვი და ყორანი, დანაწყებინა წკრტიალი.
321მოისრა ხშირი ქვეყანა, გახდა ვერანად, ტრამლადა!სულ წარიტაცეს, თუ ვინმე შამბში მოურჩა წამლადა;დადედლებულნი შიშთაგან აღარ ვარგოდენ მამლადა,აღარვინ დარჩა ფარსაგი პატრონად, ქვეყნის მამლადა.
322კახს-ბატონს კოსტანტილესა საქმე მოუხდა ყალათი,ტანთ ხვანთქრის ქურქი ჩაიცვა, დასთმო ყეენის ხალათი;მტერს დამორჩილდა ნებითა, ვეღარა ქნა რა ძალათი,მიენდო, თავის თავზედა ახმარებინა ჯალათი.
323რაც მოგახსენე, მოგვგვარა ჩვენ ერთმანერთის ბრძოლამა!ქართლი ოსმალომ დაიპყრა, კახეთი ლეკთა მოლამა;მით ჩვენმან სისხლმან ნაღვარმან ხევნები სულ ამოლამა.სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა!
324მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორის-უბანსა;ჯვარობას ჩვენი ქალ-რძალნი იცვამდენ არ ავს ჯუბანსა;მუნით გამტყორცნა საწუთრომ, გარდამაცილვა ყუბანსა,ვაი, რა კარგა მოვსთქვემდი, მეტყოდეს ვინმე თუ ბანსა!
325მო, ყური მიგდე, მოგითხრობ ტყვედ ჩემსა წამოყვანასა.ქვეყნის წახდენის მიზეზით ვსცხოვრებდი სხვის ქვეყანასა,სადაც უხმობენ სახელად, ქსნის ხევზე, ლამის-ყანასა,მუნ მოყვრის მუშას თავს ვადექ, მკას უპირებდით ყანასა.
326დილაზე ავდექ, წინაწინ წაველ კაცითა ორითა,ვსთქვი, მუშას სადილს უმზადებთ ძროხით, ცხვრითა და ღორითა;არ შეყრილიყო ჯერ მუშა, იყვნენ მოსასვლელ შორითა,ჩვენ თურმე გვნახეს, მოგვმართეს ლეკთა ირტოზის გორითა.
327მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე იყო ხშირადო,იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდენ თხუთმეტი კაცი მზირადო;ავიხსენ თოფი და ხმალი, მივყუდე მუხის ძირადო;იმ წყალზე პირის საბანად მე მიველ თავის ჭირადო.
328შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხს მომიდვეს გენია,გარდმომატარეს ასი მთა, მინდორი ცხრა იმდენია;მუდამად თვალთა ნაკადი მღუღარე ცრემლი მდენია,მაჭამეს დუმა და ხალი, მახვრიტეს ხინკლის წვენია.
329მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავი მაძღრივ მქონოდა;არ ვინაღვლიდი, ცხიმითა რომ ტუჩი გარდამქონოდა;მე ეს მიმძიმდა, მხარ-შეკვრით მოვყვანდი ოსოქოლოდა.ვაი, რად დარჩი ცოცხალი, შენ, თაო, ჩასაქოლოდა!
330მიმიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდლად დამაშურეს.გავეპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს.
331მარტო ვიყავ, არვინ მყვანდა მე ღვთის მეტი სხვა პატრონი,არცა მაქვნდა საიმედოდ საჭურველი სამხედრონი;ღმერთს მივენდევ, მან ისმინა იგი ჩემი სავედრონი,ხელმეორედ გავიპარე, რაკი ჰვპოე ჟამი, დრონი.კა. ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან
332სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო!
333ვამე ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა წყარო,გავეყარე შენს სახესა, ვა, თუ ვეღარ შავეყარო!აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!
334საყვარელო, სახით თქმულო უსასყიდლო მარგალიტო!ვის გადარო, ჩემთვის მკვდარო, მზევ, მზეთა-მზის მაგალითო!გევედრები, შემიბრალო, თავს მომჭრიან მანგალითო,ოდეს სული ამომგლიჯონ, შენკე მისწი მანგანითო!
335მტანჯვენ, სთმეო: აწ ვით დაგთმო, ვით უმანკოვ ტრედო-გვრიტო?შენ, შარბათი, ვით დაგღვარო და ძიმწარის წვენი ვხვრიტო;ბნელსა ვზივარ, გეაჯები სასინათლო ამიხვრიტო,ამოვსძვრე და გამოვიქცე, მოვიდე და შენა გჭვრიტო.
336შენ იესო, წყემსო ჩვენო, ჩვენთვის სისხლის დამანთხეო!ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ, მომნახეო;ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ, შერისხეო,მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ კრავთან შემრაცხეო!
337სამკურნალოს ცვარ-ცხებულო, სნეულთ წყლურების შემხვეო!სნეულება განმიკურნე, მო, სალბუნი მომაცხეო;გამაგონე ხმა საყვირთა, ამოიღე ხმა მჭახეო,ვით ლაზარეს დამარხულსა „აღდექ“ - თავსა დამძახეო!
338ჩვენ, ცხოვართა, წყემსის კვერთხო, ძელო ცხოვრებისა ხეო,შენზედ ბმულით შეიმუსვრის ჩემი წარწყმენდის მახეო;შენს ჩირდილთ ქვეშ დავჯდომილვარ, ჩემო სამოთ ხის დამრხეო,განმაშორე მავნეთაგან, ავსა ნურას შემამთხვეო!
კბ. ოდეს დავითს, ტყვეობასა შინა სციოდა და მზე ღრუბლის გამო თვალით არა ჩნდა, იმაზე თქმული
339მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა,მზეთა-მზის ვახში თავს მაძეს, მმართებს გარდახდა ვალისა,ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა,არამ-თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა.
340სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მზისათვინ თავი ვახელო,ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა ვახელო,მის უკეთესი მოყვარე სად ვპოვო, სადა ვახელო?მზე მიწყენს, თუ მზის სანაცვლოდ თინათინს ხელი ვახელო.
341ვაი თუ ქვეყნის გამსტრობოად ვითა ძე დანი სადარი,მზეს ღრუბლის გამო ვერ ვხედავ, აწ ბურმან დანისა დარი;გულს მიკოდს სევდის ლახვარი ალმასის დანის სადარი,დედ-მამა, ძმანი დავკარგე, არ ვიცი დანი სად არი.
342ზურგთ მძიმე ტვირთი მკიდია ცოდვისა, არ სუბუქია;გზა შეცდომილი ვრონინებ, მაზრობს ქარი და ბუქია;მასხია ცივი ნაბადი, არა მაქვს თბილი ქურქია.სჯობს ვეტრფიალო მზეთა-მზეს, მომფინოს მზისა შუქია.
343მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსას ვერას ვზარობა,მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ, სად მზობა,შენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რასთვისა მაძრობა?მზევ, მომეშველე, განმათვე, სიცივით ნუ დამაძრობა.
344ცად მომფენელი ნათლისა, რათ მელანდები ბნელადა!ჩემ თვალთა ჩინის მპოვნელი შემქნიხარ საძებნელადა,ცეცხლ განმლეველად მცხინვარებ, ცვარსა აპკურებ ნელადა,ცვარით გამკურნე, ვერ ჩავხე ბითეზდას საბანელადა.
345მზეთა-მზევ, მზემან მომნახოს, მითხრას მშვიდობა, სალამი,თავს სადარველად მომმადლოს თავის აღდგომის ალამი;რომ მოვკვდე, ჩამდვან საფლავად, მაყარონ მე მიწა ლამი,მიგრილოს, ცეცხლით არ დამწოს, ვით ჩალა ხმელი, წალამი.
346განთიადისა ვარსკვლავო, მის მზეთა-მზისა მთიებო,ვიკარგვი ბნელის ღამითა, დღევ, რად არ მომიძიებო!განმიადვილე გზასა სვლა, მეტად ნუ განმიძნიებო,თინათინითაც განმათბე, ყინვით ნუ გამიციებო!
347ვაიმე! მე ვინ მაღირსებს მის მზის ყუდროში დასმასა,მის ნათლით შვებას, სიხარულს, ართუ ჭამასა და სმასა,მე ყინვით დამძრალს გულზედა სათბუნლად ხელის დასმასა?რომელიც ქალი მაღირსებს, ძმას ვანაცვალებ, დას მასა.
348მზეო, ყოველთა მნათობთა შენ სჯობხარ მანათობელად,თუმცა ვერ გხედამ თვალითა, ხარ ძნელი დასათმობელად;მე ყინვისაგან დამძრალი გენუკვი დასათბობელად,გემუდარები, ნუ გამხდი ცეცხლზედა დასართობელად.
349ისმინე ლექსთა მკითხველო, სიტყვა აგიხსნა წინადა:ძეს ღმერთს კაცებით მზედ ვსახავ, სახით მზეს თინათინადა;ღმერთთა ღმერთობით, მზეთა-მზედ მამას ვსახ თქმად სასმინადა.მე მზესა ვეძებ, თინათინ ყოვლ-დღივ შუქს თვალის ჩინადა.
350სახით იგავად სათქმელად მამა მზეთა-მზედ ითქოსა,ძე ღვთისა მხოლოდ-შობილი მზე სიმართლისა იქოსა;მისთვის საწუთროს მნათობმან მზემ თინათინი ირქოსა.ეს წიგნი წმინდად სახმარი არავინ გამიჩირქოსა!
351საწუთროს მზის ტრფიალება მისთან არ განიხსენება,ძისა მოგითხარ მზეობა, შენ მზისა ნუ გეჩემება:ვით საწუთროსი მზესთანა მიჩნს თინათინის შვენება,ეგრეთვე ძესთან საწუთრო მზე მიჩანს და მის თენება.
352რაგინდ მე ასრე გავგიჟდე, თავი ვახალო ტინზედა,მხეცნი, ფრინველნი ვასერო ჩემსა ხორცსა და ტვინზედა!იგ მარგალიტი თაღლითზე, ოქრო გავცვალო სინზედა,ვგონებ არც მაშინ გავცვალო იგი მზე თინათინზედა.
353საწუთროს მზის თინათინი მოგითხრა რაცა ფერია:სარკის მზის შუქით ციალსა უწოდენ ქართველთ ერია,ვერას ხორციელს სულდგმულსა ბჭალში ვერ დაუჭერია,მე თინათინით მინათობს სახლთ კედელ-ყურე, ჭერია.
კგ. მზეთა-მზის ვედრება დავითისაგან, მზის თხოვნა დასათბობლად ტირილითა თუ სიმღერის ხმითა
(ამას ხმას ეწოდების რუსულად მასონ)
354მზევ! სიშორითა შენითავსტირ გულზე კვნესით, ქშენითა;ყინვა მკლავს და მარჩობს ბუქი;განმათბე, მომფინე შუქი!
355მზეთა-მზეო, ამად ვსტირი,სადღაც დაგიფარავს პირი.საქებრად ხარ სასალუქი,განმათბე, მომფინე შუქი!
356მზე, ნუ გახდი კარგს დარს ავდრად,ნუ ჩამაგდებ ყინვით ღადრად:დამფუფქავს ღადართა თუთქი,განმათბე, მომფინე შუქი!
357მზევ, შენ ხარ კარგი ნარუქი!ბრძენთაგანა ხარ არ უქი,ზეგარდმო ნიჭი ნაჩუქი;განმათბე, მომფინე შუქი!
358მზევ, მახარე შენსა მოსვლით,ახლით მმოსე შესამოსლით;არ მათბობს მე ძველი ქურქი,განმათბე, მომფინე შუქი!
359მზევ, მომხედე პირის ბრწყინვით,ნუ დამაძრობ ცივის ყინვით.სხივთ სითბოს გიქებს ბარუქი,განმათბე, მომფინე შუქი!
360მზევ, საცნობელად შენსა მჭვრეტსათავბრუს ასხამ, შეაქ რეტსა.გიმართავს ვერ მართლა თვალსა,ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!
361რაზომც ენა მუსიკობდეს,ბრძნად გაქებდეს და გამკობდეს,გარდიხდის ვერ ახად ვალსა,ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!
362მზედა გსახავს მზის დამსახველს,მით შეგიმკობს სახით სახელს;ფერხ შენი საცა დავალსა,ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!
363ვის უყვარხარ, მიაჩნიხარ,თუმც არ იცის, სადაც ზიხარ,შენთვის სწვავს ხორცსა და ძვალსა,ვერ სცნობს შენს გზასა და კვალსა!
364ზე ანათობ ცა-სამყაროს,ქვე ხმელეთსა, ზღვასა, წყაროს;გიღრუბლავს ჩემს თვალთა ბნელად,შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!
365მე ეს საქმე დიდათ მიკვირს;შენ მე მწყალობ, სად წვით მიჭირს;ქარსა გრილს მიქროლებ ნელად,შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!
366შენ შემქმენ და შენ დამბადე,თვალთა დამაფარე ბადე,საჭვრეტლად შემექენ ძნელად,შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!
367თუმცა ვხედავ, დავალ ბეცად,ჭკუვით გსაზრავ ქვეყნით ზეცად,მეგულვი შენ ჩემად მხსნელად,შემქნიხარ ჭკვით საძებნელად!
368გეაჯები, მზეო, ღირს მყო.ეს წყალობა შენ მე მიყო.მიხილე მე ბრმასა თვალი,მაცნობე სვლად გზა და კვალი!
კდ. მზეთა-მზის შესხმა და ჭეშმარიტის გზის თხოვნა დავითისაგან
369დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა-მზეო,მიუწდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო,უფალო უფლებათაო, მეფეთ მეუფეო!უბერებელო, უკვდაო, მყოფო, შეურყეო, -შენ გაქებ და გეაჯები დაკარგულო ტყვეო,მომიხსენე მონა შენი, ნუ დამივიწყეო!ვით მე გთხოვე, ჭეშმარიტი შენ გზა მაუწყეო!
კე. სვინიდისის მხილება დავითისა, ოდეს დატყოებულმან გამოპარვა გაივლო გულშია
370გულმან მითხრა: ადეო! რაღათ მაიცადეო?თუ არა იქ, ვით იქნას, რაც რომ დაიქადეო?ჯერ რაც უფალთ ყალანი გედვას, გარდიხადეო;სთხოე, ძალა მან მოგცეს, ვისგანც დაიბადეო,კვლავ წადი და განხეთქე მტერთ მახე და ბადეო;მას კაცს, ღვთისა საყვარელს, მიჰყევ, თავი ანდეო,ვისაც დავით ხადოდეს, უფლად შენ მას ხადეო!
371აადეო, ადეო! გულით მაიწადეო!შორს ახლიხარ საყვარელს, ახლოს განემზადეო:სახე მისი, სურათი თვალწინ მაილანდეო,მის წინ ასე სტიროდე, იქ მას შაებრალდეო!თუ გწადს, შენსა საყვარელს გულით შაუყვარდეო,შენთვის ლახვრით დაჭრილსა სისხლსა ცრემლით ბანდეო;ეგ რაც დავით გასწავლა, ზედ წამალი ადეო!
372განაგდეო, დადეო, ნუ სულ ავსა გაზდეო;დამორჩილდი უფალსა, ხადე, უაღაღადეო;სული, გული მუსვრილი ღვთის წინაშე დადეო!საყვარელი გიყვარდეს, სხვას ნურავის დაზდეო,მის გაყრასა ნუ იტყვი, რაგინდ თავს აწამდეო,თორემ დიაღ გიძულებს, შენ რომ სხვასა ყვანდეო,დავითისა მცნებაზე დადექ, არ გარდახდეო!
373აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ გიყვარდეო!ქრთილის პურის ქერქშია შიგ თათუხი ჩავდეო!ქერქი გაფრცვენ, განაგდე, შიგნით გულს-კი სჭამდეო.მე ეს ხიდი სავლელად დიაღ სწორეთ გავდეო,შენ თუ მრუდით გაივლი, მე რა წყალში ვარდეო!დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.
შენ თუ მრუდით გაივლი, მე რა წყალში ვარდეო!დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.
კვ. სწავლა თავის გაფრთხილებისა და შორს წასვლაზე მზად ყოფნისა
374სავარგონია, მგონია, ეს სიტყვა გასაგონია;ბაღ-წალკოტისა მოქმედთა ვარდი დათესონ, რგონ ია.თუ სნეულებას უფრთხოდე, ჭამე, სვი, შესარგონია;თავს გაუფრთხილდი, არ უყო საქმენი ურიგონია.დალივე საბრძნო წამალი, დაღვარე საშმაგონია;
ღვთად ნუ გრწამს გამობერილი დასია, ბილ, დაგონია;ის გრწამდეს, ვინც რომ დაგბადა, მოგცა ჭკუვა და გონია,მას სთხოვე, ყველა მან მოგცეს, არს შენი რაც სარგონია!შორს წამსვლელი ხარ, მზად გაქვნდეს ნუზლი და საბარგონია,დავითის მცნება ისმინე, განაგე გასაგონია!
375ეს არ ჭორია, სწორია, რაც სიტყვა გითხარ ორია.ქვად არა-წმინდათ ცონარი თქმულა კამბეჩის სკორია;უქმად ბევრისა მჭამელი გაუმაძღარი ღორია;ყრუ-მძიმე, ლაფში დაფლული, ზანტი, უღონო ჯორია,თუ ჩაწვა, ძნელად ადგების, თავშიც რომ სცემო ტორია.
ვერ მქნელი, დიდთა მეტყველი ენითა, ვით რიტორია,დაეზარების წასვლასა, რაგინდ არ იყოს შორია.ძალ-მოკლებულ არს მცონარი, ვითა მდინარე მდორია;მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია.მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!
მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორია!მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!მხენ იყავნ და განძლიერდი, დავითს რაც უთქვამს, სწორია!
კზ. ლოცვა, ოდეს დავითს ტყვეობასა შინა მოშივდა და ღმერთს პური სთხოვა
(იამბიკო)
376მ ა მ ა ო, ყოვლის მპყრობელო, ღმერთო მოწყალეო!ჩ ვ ე ნ ო გამაკაცებელო, შემქნელ, დამბადეო!რ ო მ ე ლ ი ხ ა რ ც ა თ ა შ ი ნ ა არსის საყდარზეო,წ მ ი ნ დ ა არსი მაგალობე, შენი ეო-მეო.
377ი ყ ა ვ ნ ჩემზედ მოწყალებით, შენ დამიფარეო;ს ა ხ ე ლ ი ს ა შენისათვის აწ მამეხმარეო;შ ე ნ ი უხვი მოწყალება შორს ნუ წამგვარეო,მ ო ვ ე დ ი ნ მოწყალებითა, ისევ შემყარეო!
378ს უ ფ ე ვ ა წარმოავლინე, მადლი მომფინეო;შ ე ნ ი გაჩენილი ვარ და შენ დამარჩინეო!ი ყ ა ვ ნ ნ ე ბ ა შ ე ნ ი ჩემზე, ჩემო მეუფეო,ვ ი თ ა რ ც ა პირველ მამათა შენ უწყალობეო.
379ც ა თ ა შ ი ნ ა ისრაელთა საზდო უწვიმეო,ე გ რ ე ც ა ნათლის სვეტითა ღამე ავლინეო,ქ ვ ე ყ ა ნ ა ს ა ვარ უცხოსა დაკარგული ტყვეო,ზ ე დ ა მთასა ავართასა, აწ მამეშველეო.
380პ უ რ ი არა მაქვს, მიბოძე, მშიან, მაჭამეო!ჩ ვ ე ნ ი შენგნით მოცემული, რად დამიმალეო?ა რ ს ო ბ ი ს ა პურს გამყარე, შამბი მიბოძეო!მ ო მ ე ც, გვედრებ, შენი ვალი გარდაიხადეო!
381ჩ ვ ე ნ გცოდეთ და შენ შეგვინდევ სულგრძელ-მოწყალეო,დ ღ ე ს სადილად არა მაქვს-რა, გამომიჩინეო;დ ა ვ ი კ რ ი ფ ე ყოვისფჩხილა და ისი ვსჭამეო!მ ო მ ი ტ ე ვ ე ნ შეცოდება, თუ რამ შეგცოდეო.
382ჩ ვ ე ნ თ ა ნ ა შენი წყალობა ნუ განაქარვეო,ნ ა დ ე ბ ნ ი ძველნი სახმილნი ნუ განგვიახლეო,ჩ ვ ე ნ ნ ი მსხვერპლი კაენისა ნუ მიამზგავსეო.ვ ი თ ა რ ც ა აბელ მართლისა შენ შეიწირეო.
383ჩ ვ ე ნ მ ი უ ტ ე ვ ებ თ თუ ძმათა, შენც მოგვიტევეო!თ ა ნ ა მ დ ე ბ თ ა გარდავიხდით, მივსცემთ რაცა გვძეო,მ ა თ ჩ ვ ე ნ თ ა აღნადგინებთა სხვათა ნუ აძლეო.დამბადებელო მიბოძე, ეს რაც ვითხოვეო.
384ნ უ შ ე მ ი ყ ვ ა ნ ე ბ ღრმა ზღვათა, რომ არ დავინთქეო,ჩ ვ ე ნ შენად სადიდებელად მთლად განგვარინეო,გ ა ნ ს ა ც დ ე ლ ს ა მოგვარიდე, კარგო მენავეო,ა რ ა მ ე დ მ ი ხ ს ე ნ, ვით მოსეს შუა განუპეო!
385ჩ ვ ე ნ ო მოწყალევ! ეს ძღვენი გიძღვენ დავით მეო,ბ ო რ ო ტ ი ს ა გ ა ნ დამიხსენ ყოვლად ავით მეო!
კჱ. სამების ვედრება: გზის წარმართვის თხოვნა დავითისაგან
(იამბიკო)
386რ ა მ ე თ უ გცოდე უფალო, ვითხოვ შემინდეო!შ ე ნ ი ვარ მონა, წყალობა შენ მე დამმართეო.ა რ ს ა დ ა მყავს მისამართი, მე შენ მოგმართეო,ს უ ფ ე ვ ა შენი მშვიდობით გამოავლინეო.
387ძ ა ლ ი და ღონე მიბოძე, მტერთა ვეყო მრეო.დ ი დ ე ბ ა შენდა ნათელო, ერთო, სამ-სახეო!მ ა მ ი ს ა აბრამისასა სტუმრად მსხდომარეო,დაბერებულთა მათ ბერწთა შვილით ახარეო,
388ძისა მათისა ისაკით ძე მოასწავეო.დამმარხველს, დამტირებელსა ვითხოვ, მიბოძეო!წ მ ი ნ დ ი ს ა სამებისაო მადლო, დამფარეო,ს უ ლ ი ს ა ჩემის საოხად, რაც ვთქვი, მახმარეო.
389ა წ დავით იტყვის: დიდება, შენდა, მეუფეო,მ ა რ ა დ ი ს დ ა უ კ უ ნ ი თ ი უ კ უ ნ ი ს ა მ დ ე ო!ა მ ი ნ თ ე მე ბნელს სანთელი და მამინათეო,დ ა ვ ი თ მე შენ გევედრები, გზა წარმიმართეო!
კთ. ძის ვედრება დავითისაგან
(იამბიკო)
390დამბადებელის მამისა საყვარელო ძეო,აღმიპყარ ხელი, რასაცა ვითხოვ, მიბოძეო!ვარ ვით ცხოვარი წყმენდილი, აწ მომიძიეო,იესო, მწყემსო კეთილო, კაცთა მეცხორეო!
391თიკნად ნუდ გამხდი, მარჯვენით კრავში გამრიეო;განმარიდე უხილავთა, მხეცთ ნუ შემაჭმეო.უფალო ყოვლად ძლიერო, განმაძლიერეო,რომელმან ქალწულისაგან ხორცი ივასხეო,
392ადამიანთა ხსნისათვის ჯვარს დაემსჭვალეო,უფალო, ყოვლად ძლიერო, განმაძლიერეო,იხსენ ადამ საკვრელთაგან, ევას ახარეო;საფლავთაგან აღადგინე მკვდრეთით ლაზარეო.
393შენ გახსენ ჩემი კრულება და წარმავლინეო,ვით გამყარე სამკვიდროსა, ისევ შემყარეო.იესო ძეო ღვთისაო, ეს შეისმინეო!ლექსისა ამის შემწყობი, დავით, აცხონეო,იმის სულს მიეც შვება და მეც განმისვენეო!
ლ. თხოვნა გამლექსავისაგან
394თომავ, დავით მეო, ამ წიგნს მოგართმეო!წაიკითხე, შენ გაშინჯე, კარგად შეიტყეო,რომელიც ხმა შენ შეგეწყო, მეც ის შევაწყეო.თუ რამ შენთვის მამეპაროს, შენთვის გარდიწყეო.
395ტანსა რაც გინდა უყავი, თავს ნუ შემირყეო.უკაცრაოდ ნუ ვიქნები, ძმაო, ამაზეო,რომ ეს სიტყვა შემოგკადრე, ვერ გითავაზეო,შენს ქალთა-მზეს ბევრითა სჯობს ჩემი მზეთა-მზეო,
396ქვეყანაზედ არცად არის იმ სილამაზეო.თუ ნახევდე, იკადრებდი მთხვევნას ფეხებზეო.გამოვარჩივე მე იფქლი, შენ შახვეტე ბზეო,ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.
397გამოვარჩივე მე იფქლი, შენ შეხვეტე ბზეო,ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.ჩემს თეთრს თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო!
ლა. სიზმარი დავით გურამიშვილისა ტყვეობასა შინა
398ხმა მესმა ძილსა შინაო: „რას ხვრინავ, რასა ფშვინაო!აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ წახვალ შინაო!“ფეხი წამომკრა წყნარადა, ჯოხითა დამაშინაო:„რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?
399დამაწვენელმან აქ შენმან აქ აღარ დაგაწვინაო;მასთან გიბძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო,ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!“მასთან გიბძანა დაწოლა, ვისთანაც გაქორწინაო,ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!“
400მძინარეს ასე მეგონა, ცხადია, - არ სიზმარია;ვსთქვი, თუ: ტყვე ვინმე მოსულა, ჩემსავით პატიმარია.მე უთხარ: თუ რამ შაგეძლოს, შენს თავსა მოეხმარია,არ გეშინია, გზა იცი, შენ წადი, მე კი მარია!
401მე მითხოვია ღვთისათვის, რაც ჩემი სათხოვარია;აწ ჩემი წინამძღომელი არს ქრისტე მაცხოვარია,მან წყემს-კეთილმან მომნახოს მე წარწყმენდილი ცხვარია,შენ ვერ გენდობი, ვერ გიცნობ, არ ვიცი ვინა ხარია!
402მან მითხრა: ვისაც შენ ამბობ, შენზედ წყალობა მისია;შენად ჯოხითა საცემრად მე იმან გამომისია.მან ბრძანა: ფარეხთ გარეთა რად დაგდებული ისია,რად არ ეშინის მგელთაგან, ღამეა, განა დღისია?
403მე უთხარ: თუმცა აგრეა, კაცი ყოფილხარ წმინდაო,ოღონც ამდენი მაცალე, ვიშოვნო ქალმან-წინდაო,ფეხთა ჩავიცვამ, წამოვალ, აქ ყოფნა მე არ მინდაო!დუმნა, აღარა მითხრა-რა, დითხანს ხმა გაიკმინდაო.
404ერთი ეს კი თქვა: არ ვიცი მე შენი ქალმან-წინდისა,გზას გაძლევს ცრემლნი მოყვასთა, უკან ძმისა და წინ დისა;ჩემგნით ეგ იყო მოთხრობა, ნიშნად მოცემა წინდისა!თუ მიენდობი, დაგფარავს მადლი სულისა წმინდისა!
ლბ. ტყვეობითგან გაპარვა დავითისა
405გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა ღვარი.ღმერთსა ვსთხოვე: მიწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი,უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა მტერთ სამძღვარი.
406ვახსენე ღმერთი, წამოველ სითაც ხსნა მეგულებოდა.გული ტიროდა, ცრემლითა თვალები მეგულებოდა,აღარ მეგონა, მე თუ-ღა გული-ღა მეგულებოდა,ვიტყოდი, ვაი, მოყვასნო ჩემთვის დაკარგულებო, და!
407დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით უჭვრეტდი მთვარესა,მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა:ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა დაღისტნის არესა,მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის დასამწარესა.
408ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილი;წამ-და-წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი;არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა წუხილი,თავს დავიხვივე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.
409სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე მხობილსა,გულმან მთქვა: ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.ავდექ; იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდ-გაძრობილსა,მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდ-შობილსა.
410დამედვა დიდი იმედი, ვთქვი, თურმე ღმერთი მფარავსა:თუ ჩემთვის კარგი არ სწადდეს, არ დამადგემდა კარავსა;დამიხსნა წვიმა-სეტყვასა, ქარსა სასტიკად მბზარავსა,რაც კაცი ღმერთსა ენდობის, ღმერთი კარგს უზამს, არ ავსა.
411ვსთქვი, თუ: ეჰ, ღმერთო, შენა ხარ ჩემებრ ცთომილთა მხსნელია;თუ არ შენგნითა, წინასწარ საქმის შეტყობა ძნელია;თვალებ-დახუჭვილს მწოლარეს გარს მერტყა ღამე ბნელია,გულით მაცნობე წინა-გზა და ვპოე საძებნელია.
412სეტყვამ გარდიღო, გამოველ, უფალსა მსხვერპლი შევსწირე:არ მყვანდა სამღთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე:არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა მაქვნდა მე მცირე,„ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!“ ეს ლოცვა გავიზეპირე.
ლგ. ოდეს დავით ავის დარისაგან შეწუხებული სვინიდისის მხილებით ელვისაგან გამოქობილი კლდე იპოვნა და იმას შაეფარა, იქიდამ გამოსულმან ილოცა
413შენ, ღმერთო ერთო, ხილულთა მე ვერას დაგადარებო,არ ვიცი, ზიხარ, თუ სწევხარ, ფრინავ, თუ ფეხზე დარებო.ნათლად გთქვა, ძველ-დღედ ხელმწიფობ, მზით დღესაც შენ ადარებო,უკვდავხარ, გნებავს ვისიცა, აცოცხლებ და ამკვდარებო.
414მამა ხარ დაუსაბამო, არა გაქვს დასასრულია,სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი, გვსმენია აქ მოსულია.არა ხარ ღმერთი მტყუარი, გაქვს ჭეშმარიტი სულია,ერთი ხარ, მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გალექსულია.
415მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია,იგ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე გაქსაქსულია;ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე, და ეგრეთ წმინდა სულია,ვისაც სამება არა სწამს, სჯულთაგან გარდასულია.
416ღმერთო, ცათა და ქვეყნისა მპყრობელო, შემამკობელო,მამავ და ძეო და სულო, წინასწარ საქმის მცნობელო!ჩვენად ხსნად, შენად საქებრად მის მთით მის ლოდის მძრობელო.მე, დავით, მიხსენ მტერთაგან, მამის დავითის მთნობელო!
417სახით, ვითარცა საწმისზედ, ცვარო ზეგარდმო წვეთილო,აგარაკთაგან უთესლოდ ძირო მორჩათა ხეთქილო;გამოუთქმელად ნათქვამო, მთით ლოდო გამოკვეთილო,მიხსენ ცხოვარი წყმენდილი, იესო მწყემსო კეთილო!
418მეხო, ქუხილის ისარო, მტერთ გულზე დასარჭობელო,დავითის ვარდო, აბრამის ყვავილო დაუჭკნობელო.განსჯად ცხოველთა და მკვდართა სამართლის გამამბჭობელო,მარცხენით თიკანთ მარიდე, მარჯვენით კრავთა მხმობელო!
ლდ. ვედრება ღვთის-მშობლისა და დავითისაგან ოდეს იმ ზეით თქმულს ლოდ-გამოკვეთილს კლდეს შაეფარა ავის დრის მიზეზით
(ბოლო ერთი)
419მთავ ღვთისავ, მთაო პოხილო, დავითის საგალობელო,ვით აგარაკო ზეგარდმო ცვარისა შემატკბობელო,აღმოგვიცენე უთესლოდ ნაყოფი, შესამკობელო.მომეც ნაყოფი კეთილი, იესოს ქრისტეს მშობელო!
420სიტყვა ძლიერთა მსმენელო, უცნაურისა მცნობელო,სარწმუნოების ხარისხო, სჯულისა მტკიცედ მპყრობელო,ქრისტიანეთა ზღუდეო, მფარველო, გარსა მღობელო,შენ დამიფარე, დამიცევ, იესოს ქრისტეს მშობელო!
421სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით გულთა მყრდნობელო,სჯულთ კიდობანო, მოსიანთ ღვთის მცნების ჩასაწყობელო,ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო,მიხსენ, ნუ დამწვავ სახმილით, იესოს ქრისტეს მშობელო!
422ქუხილო მტერთა მკვეთელო, ელვავ სულთ მანათობელო,ელისაბედის მომკითხო, მის ყრმის მის მუცლით მკრთობელო.ვით სამოსელო უხრწნელო, შიშველთა დამათბობელო,შემმოსე მადლით შიშველი, იესოს ქრისტეს მშობელო!
423ბარბაროზთ სჯულთა დამხსნელო, სპარსთ სიწმიდისა მთხრობელო,ცეცხლთა თაყვანისცემისა დამშრეტო, დამაცხრობელო,ღვთის სამსხვერპლეო, ფურნეო, ცხოვრების პურთა მცხობელო,განმაძღე მადლით მშიერო, იესო ქრისტეს მშობელო!
424ცხოვრების წყაროს ენბაზო, მბანელთა არ საზმნობელო,კანას წყლის ღვინოდ მსმეველო, მექორწილეთა მთრობელო;კვლავ კლდეო წყლისა მომცემო, ისრაელთ ცრემლთა მშრობელო,მასვი მე მადლით მწყურვალსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
425ნაყოფიერო ვენახო, ვით ვაზო მორჩ-უჭკნობელო,უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა მოსართლობელო,მაჩრდილობელო ნერგო და კეთილთა შრტოთა მყნობელო!მიგრილე ცოდვით საწვავსა, იესოს ქრისტეს მშობელო!
426სიტყვისა მღრთისა ხორცითა მტვირთველო, დამადგნობელო,ღვთის ძისა კაცად აღმზრდელო, მით კერპთა დამადნობელო,ადამის მხსნელის დედაო, ძით ევას მახარობელო,შეწუხებულსა მახარე, იესოს ქრისტეს მშობელო!
427სიბრძნისა ღვთისა სავანე, ტახტ-საყდარ-დასაჯდომელო,კეთილმორწმუნე მეფეთა გვირგვინად მოსახდომელო;ხიდო წიაღ-მყვანებელო, კიბევ, ცათამდის მწდომელო,გზა სიმართლისა მასწავე, იესოს ქრისტეს მშობელო!
428მის სიძის მღვიძრად დამხდომო, შუაღამ ძილთა მფრთხობელო,გაუქრობელის ლამპრითა ქალწულთა წინა მსწრობელო;სულელთა ლამპარ-შრეტილთა მრეკელთა კართა მხშობელო,მოწყალებისა კარ-მიღე, იესოს ქრისტეს მშობელო!
429ზეცით ღვთის სიტყვის საყვირო, ქვეყნად კაცთ მოსათხრობელო,არსის საყდრისა სასანთლევ, ლამპარ გრძლად გაუქრობელო;მის მთიებისა დედობით ბნელ ქვეყნის მანათობელო,შენ განმინათლე გონება, იესოს ქრისტეს მშობელო!
430ვით მამათ-მამის შურდული, მთავ, ლოდის გამამტყორცნელო,დამამტვრეველო კერპთა და საწუთროს ღმერთთა მხოცელო.პირველ წყევისა წერილთა ბრალისა აღმამხოცელო,მიხსენ დედაო ღვთისაო და ჩემო ხატ-სალოცველო!
431დაურღვეველო ზღუდეო, გოდოლო შეურყეველო,ცათაგან დაუტევნელთა წიაღთა დამატეველო;მარიამ ქრისტეს დედაო, ასულო სიონეველო,შენ მეოხ-მეყავ ცოდვილსა, ქალწულო, ღვთისა მხეველო!
432შენ გევედრები, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,ნათელო შარავანდედო, საცნაურისა მზისაო,დედაო მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,ტყვეობისაგან დამიხსენ, მშობელო ღვთის სიტყვისაო!
433ნათელო და ბრწყინვალეო, თქმულო აღდგომისა ხატო,სიტყვიერთა ცხოვართ ქნარო და უხილავთ მხეცთ დამსხარტო;ტარიგის და მწყემსის დედავ, მე ნუ დამიტევებ მარტო,ძალი მომეც, გარდმახტუნე, სადაც დამხვდეს ცოდვის ფლატო!
434შენ საქებრად რიტორიცა არს, ვით თევზი, უხმო, უტყვი;მე ვით ვიტყვი შენს ქებასა, ნაწვართი ვარ ვით პირუტყვი,მიჭირდა და ჩემს მავნეთა შენგნით კვერთხი გარდაურტყი.ვით ენბაზო, განმიწმინდე მე ცოდვისა ბრალთა ტუტყი!
ლე. ოდეს ზეით ხსენებულის გამოქობილ კლდიდამ წამოსულს დავით გურამისშვილს უცხონი შეხვდენ და მათის შიშით მუხლი მოეჭრა
435რომელმანც მთამან დამფარა, მას მთაზედ იმ სეტყვებითა,მეც იმ მთას მსხვერპლი შევსწირე, რაც გითხარ იმ სიტყვებითა;მერმე ავდექ და წამოველ ტირილითა და ტყებითა,სულ გავანედლე გამხმარნი შამბნარნი ცრემლთა რწყებითა.
436კოჭამდის სეტყვას ვაპობდი, ფეხები მაქვნდა შიშველი:ყველაზედ გული მაგრობდა, არაზედ ვიყავ მშიშველი.ვსთქვი თუ, რას მიზამს მაცდური, ან მგელი, ან დათვი, შველი?შავეპოვები არავის, თუ, ღმერთო, შენ კი მიშველი.
437აწ ყველას წვრილად ვერ მოვსთვლი, რაც მაშინ გარდამხედია,სამი დღე შამბში ვსწოლილვარ, მაღლა არ ამიხედია.წინ გზისა შეკვრის შიშითა წასვლა ვერ გამიბედია,შიმშილისაგან მუცელი მიმკვრია ფეთდზედ ფერდია.
438ჩემს უკან მდევართ გარდურჩი იმ წოლით დღითა სამითა,ხუთი დღე-ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემალის ჭამითა;დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი, მინდვრად ვიდოდი ღამითა,დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა-ქცევითა ამითა.
439თუმც არ მეჭამა მე პური თბილ-თაჯა ჯავახურია,არც მესვა ღვინო კახური, არ ვიყავ ნაბახურია;ათის დღის მშიერს მომერთვა სადილი საკვეხურია,მოუწევარი კვინჩხი და მკვახე მე კოწახურია.
440პერანგი მეცვა ახალი, არ ძველი, მე ტანზე ნარმა,მუხლთ ქვეით გავხდი შიშველი. შემომაცვითა ზე ნარმა;დიდთა ჭირთაგან ვნებული ოდეს მცნა მამამ ზენარმა,მან გამომირწყო წყლული და მიშვა მგრგენმა და მზრზენალმა.
441მეთორმეტეს დღეს მოვადექ წყლის პირსა მე უჭალოსა,შამბში ვსძვერ, ვითა ნიბლია, ვსთქვი, არვინ არ ამბჭალოსა.შავხედე, გაღმა ლეწევდენ მათრახის ცემით კალოსა;ვსთქვი თუ, აგების უფალმან აქ მიხსნას საკანკალოსა.
442ცოტას ხანს უკან მომადგა მე ორი კაცი ნავითო;მეგონა, ამას მკითხავდენ: „მანდ რას აკეთებ, დავითო?“ისევ გაბრუნდენ, შეშინდენ, ჩემის უქოჩროს თავითო,მე მუნვე დავრჩი, დავღონდი, ვსთქვი თუ: წავიდე საითო?
443რა მნახეს, მათის შიშითა მეც ამეშალა ბალანი,მუხლი მომეჭრა, წამერთო ტანში ღონე და ძალანი,შორს ვეღარ წაველ, უკუვსწევ, მუნ ახლოს იყო ჩალანი.გარდავიხადე იქიცა, რაც ღვთისა მედვა ყალანი.
ლვ. უცხოთ ნახვის შიშით მუხლთმოჭრის დროს დავითის ლოცვა და გალობა
444ღმერთო, მომხედე, ვედრება მისმინე, გამიგონეო;მუხლ-მოღებულვარ, არ ძალმიცს აქედამ დაძვრის ღონეო;ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი, მომიფონეო,მერმე შენ გზაზე მიმიძეღვ, სად გინდეს, წამიყონეო!
445იესო წყემსო კეთილო, ჩემებრ წარწყმენდილთ მპოველო.ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია, ვსცადე და ვერ ამოველო.ბრძანე: „ძის თხოვნით მამასა სთხოვე, რაც გინდეს, მთხოველო“,ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი, როს მკვდარი განმაცხოველო.
446აწ ნება შენი ჩემზედა აღსრულდეს აღსასრულითა.მინდა და ვეღარ დავძრულვარ ძალთაგან განასულითა;თუ მიხსნი, ისევ გმსახურო ქრისტიანისა სჯულითა,თუ არა, მომკალ ხორცითა, ოღონდ ნუ წამწყმენდ სულითა!
გალობა
447მამავ, შენი ძეო, ვითხოვ, მიბოძეო;ვიქცევი, ქვესკნეთს ვარდები, მისვეტ-მიბოძეო,რად გძინავს, აღდეგ, უფალო, აწ განიღვიძეო,მოდი, გამმართე წელ-გულში, სულ დავიბღუნძეო.ღმერთო, დავითის მთნეველო, მამაო და ძეო,ის მტერნი ჩემი მდევნელნი დევნე, განაძეო,შენ გამირკვიე დავითსა, რაც წინ გზა მიძეო!
448მჭმეო, მსმეო, ჩემო ტანთა მცმეო!ვერ მოგეშვები ცოცხალი, თუნდა მაწამეო,მიბოძე საზდო სულისა, მშიან, მაჭამეო,კიდეც შემმოსე, სიცივით სულ ვკრკი ამ ღამეო,ბალა-ჩალაში დავსძვრები, ვითა ღალღა, მეო;მივხვდი, ვით მწყერი ალალთა, დღეს მტერთ აღარ მეო,დავითის ძევ, დავით მიხსენ მე აქადამდეო!
ლზ. შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში
449დაღამდა, სხვა დღე გათენდა, არვინ ჩნდა ჩემი მდევარი,დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო, ღამის მთევარი;წამოველ, გზაზედ უფალმა მიბოძა საზდო მდღევარი,ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი.
450საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა,წყალი ახლოს მხვდა მდინარე, ვიკაკვე გასარეცხლადა;კიტრი უბიდამ გამცვივდა, გულზე მამედვა ცეცხლადა,რომ მომეყიდა, მიღირდა ას ოქროდ, ათას ვერცხლადა.
451წყალმან წაიღო, მივდივე, ვეცადე, ვერ დავიჭირე;ბეწვი მწყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე,ღვთისაგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე:თუ მომეც, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?
452შენის წყალობით იზდების ყოველი დაბდებული,აწ მე შევქნილვარ რასათვის მე შენგნით გარდაგდებული?თუ არ გინდოდა ჩემთვისა, რად დამხვდაა განმზადებული;თუ არა, რისთვის წამართვი საზდო უბეში დებული?
453მერმე რა მოველ გონებას, მასვე დაუწყე ვედრება,შემინდევ ესევითარი უმეცრებითა ყვედრება;რაც ავი მიყო, დაგითმო, აწ იმას რა შაედრება,მაგრამე ასე მშიერსა არ ძალმიც გრძლად გზაზედ რება.
454თავს დავგმე, უთხარ: შიმშილით რა გული დაგიყმედია?მარხულობა და სასჯელი გონების გასაწმენდია:მემთვრალეთათვის მაცდურნი მახეთა დაარწყმენდია,ნებიერობა ხორცისა სულისა წარსაწყმენდია.
455მოვიდოდი და ვსტიროდი, მოვსთქვემდი ჩემსა ზიანსა,ღვთის საბოდიშოს სიტყვებსა ვიტყოდი თავაზიანსა;უეცრად ალაგს მოვადექ ტურფასა, ლამაზიანსა,მსხმოვიარესა ბაღნარსა, ატმიანს და ვაზიანსა.
456დავღუნე თავი, უკუვსძვერ ვაზნარსა შინა ბურვილსა,აღმოვირეხვე ყურძნითა, მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსა;მაგრამ ღვთისა კი მრცხვენოდა მე ცოდვით პირ-შემურვილსა,ვეტყოდი, რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა?
457კიტრი მომეც და წამართვი, ვერ მოვითმინე თმენითა;შევსწუხდი, მაზე გაყვედრე, გცოდე პირითა, ენითა.შენ, ღმერთმან, იგი დამითმე სულგრძელებითა შენითა,აწ უმჯობესიც მომაგე პილპილად სავსე ტენითა.
458რით გარდვიხადო მე, ღმერთო, ეგევითარი ვალობა,რაც შენ მომაგე სავსებით ურაცხვი შენი წყალობა?უწვრთელ ვარ, არა ვიცი რა დავითის ფსალმუნთ გალობა.გთხოვ უმეცარსა შემინდო ჩემი ცოდვა და ბრალობა!
459თურმე წინასწარ ხედევდი შენ ჩემსა გზასა, კვალებსა;შვების წყალობას უზემდი ჩემსა ხორცსა და ძვალებსა;მე ვერ ვხედევდი, გცოდევდი, ლიბრი დამკროდა თვალებსა,აწ ხორცმან გცოდა, ხორცს ჰკითხე, სულს ნურასა სთხოვ ვალებსა.
460ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია;სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი მყრალია;ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით მთვრალია,სული იმ სოფელს დასჯისთვის შიშითა სულ გამქრალია.
461ეს სიტყვა ჩემთვის სხვას უთქვამს, ახლა მიუთხრობ მეც სხოსა:უნდა მეღვინემ საღვინე კარგვარად გამორეცხოსა,განაყრევინოს, გაწმინდოს, რაც შიგნით მწიკვლი ეცხოსა,თუ მისგან წახდეს ღვინო-ღა, მე თავში კეტი მეცხოსა.
462ეჰ, ღმერთო, შენა ამღერე ეს ჩემი სატყებ-სატირი,ჭურსა ზნოვანსა მახმარე საძელ-მაწაწურ-ხაპირი;აღმომიწმინდე მწიკვლთაგან გული, გონება და პირი,ცოდვით ნამტვრევთა ნაბძარნი მადლით გახიზი, შაკირი.
463აწ შეისმინა უფალმან ხმა ვედრებისა ჩემისა,დაღონებულსა მომაგო ჟამი ნუგეშის ცემისა;ხმა სამღერალთა მასმინა, არა თუ ზართ დაცემისა.საყდარს დარეკეს, გამოხდა ზრიალი ზართა ცემისა.
464რა შემომესმა ზარის ხმა, გულმან დამიწყო ძგერანი,ზეზედ წამოვდეგ, დავიწყე ბურვილით გამომზერანი;შევხედე, საყდრის კარზედა პირჯვარს დაიწყეს წერანი.ვთქვი, თუ: უცილოდ აქ არის ჩემი ბედი და წერანი.
465გარდაიხადა უფალმან, ჩემი ემართა რაც ვალი,მკრა სიხარული გულისა, ანაზდათ ჭკვაზედ შამცვალი,ასე მიამა, პირიდამ გავყარე ყურძნის მარცვალი;საჩქაროდ წასვლა მომინდა, არ ვიყავ ხანის დამცალი.
466კიდევ შევხედე, გავშინჯე, გარჩევით დავინახეო;თავთ იალქანნი ქალთანი დევთა რქად გამოვსახეო;ვთქვი, თუ: ვაი, თუ მაცდურმან დამირწყო რამე მახეო,მუნ მისვლა ვეღარ გავბედე, შორს წასვლა განვიძრახეო.
467მას ბაღში ხილი დავკრიფე, საგრძალი მოვიმზადეო;ზოგი უბეში ჩავიწყვვ, ზოგი კალთაში ჩავდეო.კვლავ სვინიდისმან მამხილა: ბინდამდის მოიცადეო,დღისით ნუ წახვალ, არამცა მოგიდგას ვინმე ბადეო.
468წაველ, უკუვსწევ ჩალასა, სად უფრო იყო ხშირია,ღმერთმან თქვენს მტერთა შეყაროს, რაც მე ამიტყდა ჭირია;წამოდგა კოღოს ლაშქარი, რა შევსძარ ჩალის ძირია,მე დამარჩობდენ უცილოდ, თუ არ დამეცო პირია.
469რა შემაწუხეს მეტადრე, ვიტყოდი გაჯავრებული:ვინც უნდა იყოს, მივიდე სიცოცხლე გამწარებული.აღარ დავდივე, წამოვხტი, წამოველ გაჩქარებული,მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით დაბარებული.
470მიუცხოეს და შემოკრბენ მუნ ჩემი ჩემი გამშინჯვარები,შემომეხვივნენ გარშამო კაცთა და ქალთა ჯარები;მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები;მიველ და ჯვარსა ვემთხვივე, ვიწერე ზედ პირჯვარები.
471ერთმან მიუთხრა მეორეს: „დაი ხლებაო, ლაზარი!“„ხლება“ რა მესმა, დამეცა მე სიხარულით თავზარი;მუხლებმა რყევა დამიწყეს, ზე ტანმა შექნა ზანზარი,ვეღარ დაიგნეს სვეტებმა და გარდაიქცა ტაზარი.
472რუსულად „ხლება“ პურს ერქვა, უწინვე გამეგონაო;სანამდის ის არ ახსენეს, მე რუსი არ მეგონაო,რა რომ თქვეს პურის სახელი, მე იმან მომიფონაო,ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო.
473როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ მამიარაო,როცა რომ მყვანდა, მივლიდა მეტს მამაჩემი არაო;შევბრალდი, გულზედ მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო.
474წყალს გამიყვანეს ნავითა, საყდარში შემიყვანესო,დამაწერინეს პირჯვარი. ხატებსა მათაყვანესო;კვლავ მიხმეს სამდივნოშია, მაყვირეს, მაყაყანესო,მკითხეს: „ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამის-ყანესო?“
475შევამოკლო, აწ რა მერგო, რაც ვიუბენ ამდენს ხანსა?თერგიდამე სოლაღს წაველ, სოლაღიდამ აშტარხანსა:მუნით მოსკოს მეფე ვახტანგს, ბაქარს - შანაოზსა ხანსა -ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: „სჭვრიტე ჯაბახანსა“.
476მიწყალობეს მათ სახელო, მომცეს ჯაბადარბაშობა,ღმერთმან ბევრჯელ გაგითენოსთ ხარებობა, ქრისტეს შობა!კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა:ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა, თამაშობა.
477ჯავახიშვილს გამალექსეს, მოშაირეს ჩემებრ ცუდსა,პირად მჭლესა, ტანად ხმელსა, ვით ნუჟრიანს ხესა მრუდსა;რაც მე უთხრი, მას მიაჩნდის ვით ნარცეცხლა უკან კუდსა.ბევრჯელ ასე იმწვიტინის, კოტვით ძირს დასცემდის ქუდსა.
ლჱ. მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება
478ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი,რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,იმისთვის ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ გამწარებულნი.
479ერთს - დიდს პეტრეს - და ორს სხვასა მოშლოდათ წუთი-სოფელი:წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნად გრძლად სამყოფელი;მით სევდა ვახტანგ მეფესა, გონების დასაყოფელი,სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად ფილთის შასაყოფელი.
480ამაზედ იყო მგლოვარე, ცრემლი ამისთვის ზდიოდა:სამი ხელმწიფე ზედი-ზედ მოკვდენო - გული სტკიოდა;თავისას, თავის ქვეყნისას უბედურობას ჩიოდა:გაგრძელდა საქმე, გაძნელდა, რაღა ვსთქვა, რა ვარჩიო, და?
481ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე გარდამწდომარე,ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ დაუცდომარე,გეირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა მჯდომარე,მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა მდომარე.
482მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრემლით ღაწვნი დანასველა,მოახსენა: - თქვენგნით ვარო არც მშიერი, არც შიშველა.ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის ქვეყნის შველა!შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა, მოსცა ყველა.
483მან უბრძანა: მე მიჭირავს ზღვის მიდამო გაღმა მხარი,სოლაღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას ჩემი ჯარი;მუნ მიბრძანდი; საჭურჭლისა მუდამ მზა არს ღია კარი,ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებობ, მაიხმარი!
484მივსცემ ყველას ბრძანებასა ჩემთა სპათა, სპის მართავთა,ამირთა და ამილბართა, ათასის-თავთ, ასის-თავთა;თქვენს ბრძანებას მორჩილებდენ, კარგთ იქმოდე, გინა ავთა;თავს საკვდავად არ ზოგვიდენ, საცა მოიქნევდენ ხმალთა!
485მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი-სცა, ჰკადრა პირად:ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზე, არა ძვირად;ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე-ღა მინდა სხვა განძი რად?დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი წართქვას ხშირად.
486წინ წადგა და ტახტზე მჯდომსა ხელმწიფესა ხელს აკოცა;ხელმწიფეცა წამოუდგა, გზა მეფესა დაულოცა:„ღმერთმან ასე გაგიმარჯოს, რომ არ იყოს ბევრი ხოცა“.- სადღეგრძელო დაულივა, თვით ბრძანა და მასაც მოსცა.
487წამოვიდა პეტრებუხით, მეფე მოსკოს ჩამოვიდა.მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა ვინ და,წასვლა წყლითა დაამტკიცეს, ბრძანეს: „ექვსი ნავი გვინდა“.შექნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.
488ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა ხელის წევით:ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,ხინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით,ჩვენი ავად სიარული სამს თვეს უკან შევიტყევით!
489ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით ნავითა,გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა საბრუნავითა;წინ სვიმონ აბრამის-შვილი დაგვხვდა ამბითა ავითა,აღავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!
490მოახსენა: „შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!“მეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა;ასრეთ მოთქვა: „ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!
491ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა დახლათული,ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული.ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ-ჩართული;ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.
492დღეს რაც საზარელი სიტყვა მაისმინა ჩემმა ყურმა,ეს სულ წყალში ჯდომამ მიყო, სიარულმა ბაყაყურმა!პირში ლუკმა გამამაძრო თარაქამამ ნადი-ყულმა,რაღა ვქნა და რა ვივარგო სევდით გულ-ღვიძლ დანაყულმა?
493- თუ დავბრუნდე უბრძანებლად, მკითხონ, რა მაქვს მე სათქმელი?თუ წავიდე დარუბანდსა, მე ვიქნები რიღას მქნელი?ღმერთო ჩემო, ეს რა მიყავ? მომივლინე საქმე ძნელი,სულ სიცოფედ შემირაცხე, რაც ვისიბრძნე მე საბრძნელი!“
494კვლავ ბრძანა: „გავალ დარუბანდს, იქივ სჯობს სხვაგან დგომასა,იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს შამადგომასა;რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!“
495გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა კიდესა,მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს, გარდმოჰკიდესა,რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი მოუკიდესა.
496ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები რეკდენ ზარებსა,ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა:არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა უბრალოს მგზავრებსა,ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად დანაზარებსა.
ლთ. თამაზ-ხანისაგან შამახიისა და განჯის აღება და ოსმალოსაგან თიფლისის დაცლა
497აწ მოგითხრა, ნადი-ყული ან ვინ იყო, რისა მქნელი;იყო ერთი თარაქამა, ელთა თავი ხვარასნელი,იმის გამო შაზ-თამაზმა მიიყენა საქმე ძნელი,თვისის ნებით, მისის ხელით გარდაიცვა ყელზე წნელი.
498ასე რომე შაზ-თამაზმა საქმე ასე მოიგვარა,ლოთობა და მეძაობა მეტად დიდათ შეიყვარა,მისად წამლად ნადი-ყული, ვით ბრმამ, წინა აღიმძღვარა,ბეჭედი და სახელმწიფო, ჯარი სულ მას მიაბარა.
499თვით იმ საქმით ნებიერად ჯდა განცხრომით, ამო შვებით. -მოიფონა ხრმალ-კაპარჭი, მშვილდთ საბელი ქმნა მოშვებით,მისგან ხნარცვში უკუ-ვარდა, აღარ იქმნა ამოშვებით.მაშინდელნო სისხლთა ტბანო, აწ როდის-ღა აღმოშრებით?!
500ეს გაუშვათ, იგივე ვსთქვათ, რაც გაეწყოს ბოლო თავსა,კარგი წვითგან დავანელოთ, ცეცხლი მიუბოლოთ ავსა.ღმერთი კარგსა რად უზემდა მას ბილწს, მეძავს და მლოთავსა?ავის მქნელსა ავის საქმით ღმერთი საქმეს მოურთავსა.
501რა ნადი-ყულ შაზ-თამაზსა საქმის თავი ვერ უნახა,დაიქირა, დაპატიმრა, დარაჯას ქვეშ შეინახა,გათამამდა ნადი-ყული, თოფი მართა, ხმალი ჩალხა,მოუქნივა წინაღმდგომთა, განადინა თავში ჩახა.
502ნადი-ყულობა განაგდო, მან დაირქო თამაზ-ხანი;დაიმონა ყიზილბაშნი, ვითა მგელმან ცხვარნი, თხანი;განიმრავლნა ბეგლარ-ბეგნი, ყულ-ნოქარნი, უზბაშ-ხანი,გაიკეთა მეტად კარგი მან თოფხანა, ჯაბახანი.
503რა თამაზ-ხან შაზ-თამაზსა ამისთანა საქმე უყო,იმისთანას ღალატითა ყელზე გარდააცვა გულყო;ორმო ბნელში ჩაგდებულსა თავი აღარ ამოუყო,ყოვლს ხელმწიფეს აცოდინა, თავი თვისი საცნაურ-ყო.
504რუსეთს გაგზავნა დესპანი, სიტყვა მისწერა ასეთი:„ჩვენ თქვენის ტახტზედ დაჯდომით თვისის წყალობით გვცავს ღმერთი,მოკვდა შაჰ-თამაზ ყეენი, მას შვილი დარჩა არც ერთი,სახელად ვირქვი თამაზ-ხან, მე დავიჭირე სპარსეთი“.
505მას თამაზ-ხანის დესპანსა, სახელად ერქო ხულუფა,მისცეს მას დიდი პატივი პეტრებუხს, კარგი ულუფა,იმან სცნა ვახტანგ მეფისა საქმე და განძრახულობა,ვინც უთხრა, კარგად ვერა ქნა იდუმალთ დამარხულობა.
506ხულუფას უთხრეს: - ვახტანგ თქვა - „მე წავახდინო სუხავი,ის არის ჩემი ქვეყნისა დამწველი, ცეცხლით მხუხავი;შამახიაში ყუმბარა ვყარო მეხისებრ მქუხავი,თუ ღმერთმან ეგ კი მაღირსა, სხვა რა მაქვს შესაწუხავი!“
507მეფე რომ გაღმით წაბრძანდაა, ხულუფამ გზავნა ჩაფარი;მისწერა წიგნი თამაზ-ხანს, გაიმაგრეო საფარი,აწ ვახტანგ მეფემ საომრად აიღო ხმალი და ფარი,განძრახულობა არს მისი შამახიაზე ფარფარი.
508თამაზ-ხანს ესმა, ეოცა, იქმნა მკბენელი ნეკისა,სუხავის ჯარი მან შექმნა, ვით ისომ ამალეკისა,ჯერ შამახია დალაშქრა, ქვეყანა მოსპო ლეკისა,კვლავ ხმა ასმინა განჯასა ოსმალოს კართა რეკისა.
509ერთს დღეს თამაზ-ხან თავის ჯარს მიუძღვა ასე ხერხითა,ათი-ათასი ათასთა განასრესინა ფეხითა;განჯის კარები დამუსრა ზალაყინისა ჯეხითა,თიფლისი ნებით დაცალეს, გავლეს ბეცებით, ხეხითა.
მ. თამაზ-ხანისაგან რუსთ ხელმწიფის ფერთმაშალთან წიგნის მოწერა და თავისის ქვეყნების თხოვნა
510თამაზ-ხან სოლაღს მისწერა, ვის აქვნდა ამილბარობა:„თუ მეგობარი ბრძანდებით, ჩემზე არ გმართებსთ ძალობა;გარდმახდევინეთ სხვა რიგად, თუ რამ მემართოს გალობა,თუ არა, ჩემის ქვეყნისა ხელმწიფემ მიყოს წყალობა.
511სოლაღს, დარუბანდს, არმოანს, თქვენ რა ხელი გაქვსთ ბაქოსა?დასაბაქველი მბაქველმან არც აგრე უნდა ბაქოსა;რადა ხნავთ, ანუ რად სთესავთ თქვენ ჩემსა სათამბაქოსა,ანუ ბაჟს, დავღას, რად იღებთ სადუქნეს, საქულბაქოსა?
512თუ არ დაუთმობთ ერთმანერთს, ის ჩამოაგდებს მტრობასა:დასცალოთ, თქვენთვის მიბძანდეთ, ისი სჯობს მანდ მაგრობასა.მე რომე ვსინჯავ თქვენგნითა მაგ ჩემის ქვეყნის პყრობასა,მაგდენი ბოლო არა აქვს ჩემსა და თქვენს მოყვრობასა“.
513მას ამილბარმა მისწერა: „თქვენ ჩემგნით ნუ გეწყინება,ვინემდის კარზე მივსწერდე, თქვენ ქენით ეს მოთმინება.რაც მე იქიდამ მომესმის, თქვენ ჩემგნით მოგესმინება;მე სიხარულით დაგიცლი, თუმცა ხელმწიფემ ინება“.
514მალე მოვიდა კარიდამ ხელმწიფის გვამანსარია:„სოლაღის ციხე მოშალეთ, დასცალეთ გაღმა მხარია“.სანამდის თვითან ამილბარ ციხეს არ დასცა ბარია,მანამდის დასაქცეველად ხელი ვერავინ გარია.
515თამაზ-ხან თამაზ-ხანობა გარდირქო, მან ინაჯიშა,თამაზ-ხანისებრ სეფური შაზ-თამაზ ვერ ივარჯიშა;ნადი-ყულობის ძალითა სახელად ირქო ნადი-შა.ჯერ არცადა ჩანს სპარსეთში ნადი-შასთანა ფადიშა!
516მან, ნადი-შამან ყეენმან, შაზ-თამაზს ხნარცვი უთხარა:ხლმით შეაშინა თურქეთი, დაღისტანი და ბუხარა;რუსთ ხელმწიფესაც მოსწერა: - „გამეცა, ბაქოს ნუ ხარა“.ინდოეთისა ხელმწიფე დადრკა, მას თავი უხარა!
517ვახტანგს მეფეს მოუვიდა ამ ნადი-მას ჩაფარ-ელჩი.ებძანა, თუ: მობძანდიო, შენს ქვეყანას არას ვერჩი;მე გიჩვენო შენის მტრისა თავი შუვა განაჩეხი,დამიჯერე, არ დაკარგო, რაც მე ხელში ჩაგაჩეჩი.
518არ წავიდა, არ მიენდო, მისი ყმობაც ითაკილა,სიტყვა მისი მას გულს ეცა, თვალთა ქაცვი, ვით ასკილა;ვითა სმოდა პირველითგან, მით იხსენა, მითა კილა,თქვა: „მეც უნდა დამბორკილოს. ვით შაზ-თამაზ დაბორკილა“.
მა. რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა და მეფის ვახტანგის აშტარხანს გაბძანება
519რუსთ დარუბანდი დასცალეს, ყიზლარისაკე არესა:მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნის არე-მარესა,იქ უვარესად შაესწრა ამბავსა საწყინარესა,მაშინ თქვა: წუთო სოფელო. ფუ შენ და შენს მოყვარესა!
520წყეულო, ცრუო, მაცდურო, ასე რად დამემტერეო?ცხრა რიგი ჭირი შემყარე, ერთსა არ დამაჯერეო;გულს მქონდა ხმალი გაჩრილი, აწ შუბიც დამაძგერეო.არც მამკალ, არც დამარჩინე, მატარე ზერე-ქვერეო.
521მეფემ უბრძანა თავის შვილს: „შენ, შვილო ჩემო ბაქარო,ისმინე ჩემი ნათქვამი, ტკბილო, ვით თაფლო, შაქარო:ვეღარცად წავალ აქიდამ, ვიქნები, რადგან აქ ვარო,ჩვენს დაქცეულსა ოჯახზედ უნდა, რომ შენ ისარქარო.
522არ ვიცი რაღაც ეტლზედა შევიქენ, დავიბადეო:მე ბევრს ვეცადე, არ იქნა, აწ ახლა შენა სცადეო,ვეღარ შევიძელ მოწევა, დავბერდი, მშვილდი დავდეო,რაც უნდა წახდეს, გაკეთდეს, მე მას აღარას დავდეო.
523რომელიც კახნი ქართველნი ქართლიდამ გარდმოგვყოლია,ზოგს ქართლშივე ყავთ ცოლ-შვილი, ზოგს აქ შეურთავს ცოლია;ქართლურად მიეც ნება და რუსულად „დაი ოლია“,როგორც უჯობდესთ, ისე ქნან, მითამ არც ერთი მყოლია.
524მთხოენ და მივსცემ ვერავის, მე ვერ ვიტვირთავ ამასა:მე წაუხდინე ქვეყანა, შვილიც გაუცე მამასა?მე ღმერთი მიზამს რას კაის, ორმო უთხარო, ჭა მასა.სჯობს უჭმელობით სიკვდილი საყვედურითა ჭამასა!
525მე ყველას დავსცემ დასტურსა, შევიქ თავიანთ ნებასა;ამას კი ვიტყვი რჩევითა, დაუგდებ ერთსა მცნებასა;კაცი ხომ ვერცად წაუა სიკვდილსა, ღვთის ბრძანებასა,მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით სნებასა“.
526შვილმან შეკადრა მამასა: „შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,რაზედ შექმნილხარ, არ ვიცი, შენის ცხოვრების მწუნავი?რა ახლა იცან საწუთრო დასაბამითგან მბრუნავი,მიბრძანე, მისი შემხები ვინ დარჩა გაუთხუნავი?!
527კაცი თავს ვერას გაუვა ცრუის საწუთროს მდურვასა,უნდა, რომ კაცმან გაუძლოს, ჭირს შეყრის ცხრასა, თუ რვასა.სჯობია ისევ მოლხენა წუხილსა, ჭმუნვა-ურვასა,გირჩევ, დაეხსენ მაგდენსა ცრემლსა და ოფლში ცურვასა.
528ერთს მოგახსენებ რჩევასა, მაზე ნუ გამიწყრებითა:ისი სჯობს, მოსკოს წავიდეთ წყნარაღ, ნებივრად რებითა;იქივ ვიცხოვროთ, ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,ჯავრს დაივიწყებთ, ოდესაც ხელმწიფეს შაეყრებითა“.
529უბრძანა: „აღარ ვიქნებით როგორც ვიყავით ჩვენაო;მისთვის ვიმალვი სირცხვილით, არ მინდა გამოჩენაო,მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე თვალთა ჩენაო,ასეთი სენი შემყრია, ძნელია გარდარჩენაო“.
530წამაიჩოქეს ქართველთა, თავს წაიშინეს ხელია,იტირეს ბევრი მეფის წინ და ღვარეს ცრემლი ცხელია;შეკადრეს: „რასთვის შექნილხარ ვით ველად მრბოლი ხელია,ბრძანებთ: „ვემალვი სოფელსა“ - ეგე რა გასამხელია?
531ჩვენ გაგვიშვია ქვეყანა თვრამეტ-ცხრამეტი წელია;სამსახურითა თქვენითა გვტკივა ზურგი და წელია,ნამსახურობის ჩვენისა ეგე რა სასყიდელია?თქვენ მანდ დაბრძანდით და ჩვენზედ ასე აიღე ხელია!“
532მეფემ უბრძანა ტირილით: „თქვენ მართალს ამბობთ ყველასა;გიმსახურიათ თქვენ ბევრი მშიერსა და შიშველასა,მაგრამ რას მიზამთ, ვეცადე მე ჩემის ქვეყნის შველასა,არ იქნა, რით-ღა გარდვიხდი მე თქვენსა სასყიდელასა?
533მითხოვ, შემინდოთ, ჩემზედა თქვენ ჰქენით რაც საქნელია,ენით დაგლოცავ, მის მეტი სხვა რა მაქვს საქონელია?ღმერთმან მოგაგოსთ მუქაფა, ჩემგნით გარდახდა ძნელია,სადაც კრულ იყვნეთ მტერთაგან, მუნ ღმერთიმც თქვენი მხსნელია!
534ერთი ამბავი მომესმა, მე გასაგონლად მენასა,დიდათ მერჩივნა სიკვდილი მე ცოცხალს იმას სმენასა;ამაზე ვსტირი, ცრემლითა ვავსებ ქვევრსა და მენასა.მე თქვენი სხვათა მიცემა ვერ ვათქმევინე ენასა!
535რაცა ვსთქვი, ჯავრით ეგე მკლავს, მაჩივლებს, ეგ მატირებსა,წყეული წუთი-სოფელი, რაც არ მწადს, მას აპირებსა.არ ვიცი, როგორ გარდურჩე მჭვალს გულზე დანაჭირებსა,თუ არ მდომოდით, გაგცემდით, არ შევიყრიდით ჭირებსა!“
536რა ეს ისმინეს ქართველთა, კვლავ უფრო შემოსძახესა,თავს იქით-აქეთ აწყვეტდენ, ახლიდენ ქვასა და ხესა;ჰკვირობდენ ჩვენი მჭვრეტელნი, მგონია, კიდეც გვძრახესა!მათ არ იცოდენ, თუ ჩვენა გავებით რა გვარს მახესა.
537მეფემ გვიბრძანა: „ქართველნო, კაია, ნუღარ სტირითა,თქვენ გაიგონეთ ყურითა, რაც მე მოგითხრა პირითა:რაც საიდუმლო გსმენოდესთ, ხმა-მაღლა მას ნუ ჰყვირითა,ნურც თქვენ სწუხთ, ნურც მე მაწუხებთ, გული მაქვს სავსე ჭირითა.
538გულს ნუ იჩვილებთ, იყავით გულისა გამაგრებითა.ჩემს შვილს ბაქართან მიბძანდით ხელი-ერთ-პირად კრებითა;თქვენ ის წაგიძღვესთ საითაც, უკან მიყევით რებითა.მის უკითხავად წინა-წინ თქვენ ნურცად წაეჩრებითა!
539ასრე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია:არს მორჩილება საქები, ურჩება საძაგელია.მწყემსი უფთხილი სამწყსოსი ადვილად დამკარგველია,სამწყსოს უმწყემსოდ მავალთა შეშჭამს ტურა და მელია“.
540გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ ხვევითა,მდაბლა თაყვანის-ცემითა, ხელსა და ფერხზე მთხვევითა;წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემლისა ნთხევითა,იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხე ვითა.
541წავიდნენ, ბაქარს შესჩივლეს: „მეფემ რაღაც ქნა იჭვია,ნამსახურობის სანაცლოდ მოგვაგო ესე ნიჭია;აწ თქვენა ხედავთ თვალითა, რაც ჯიღა თავთა გვირჭვია,სულ გამოგვყარა ქართველნი, დარჩა ათი-ღა ბიჭია.
542აწ მამა-თქვენი თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,წერილთა თარგმნით ვით როგორც იონე დამასკელია,მაგრამ ეს ავად იფიქრა, აქ გაიკეთა კელია.თვითან აქ დგების მარტოკა, ჩვენი შორს გამრეკელია“.
543ბაქარ თქვა: „ეგ შემიტყვია მე თქვენგან უფრო ადრეო;ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,ბევრი მიუთხარ მამა-ჩემს, ეგ საქმე რად იკადრეო?არ დამიჯერა, ავად ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.
544ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწდომარე.რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე წაუხდომარე!მე შვილი ვარ და ეგ მამა, არა ვარ წინაღმდგომარე.მე მოსკოს წავალ, თქვენც მოხვალთ, ეგ იყოს აქა მჯდომარე!“
545გვიბრძანა: მალე წავიდეთ, არა სჯობს აქ გრძლად დგომაო,გზა წაგვიხდების, მოგვასწრობს, ახლოა შამადგომაო;ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს, ნავში ჯდომაო,ცარიცინს იქით მოსკომდი ეტლებ-უნებით ხლდომაო.
546ყოველმან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,თავ-თავის საჯდომს ნავშიგან ნუზლთა და ბარგთა დებანი.ვსწუხდით მეფისა გაყრისთვის, გვწვევდა სახმილთა დებანი;ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ ჩვენი დაბადებანი.
547ჩვენ წავედით, იგ მუნ დადგა, საქმე მოხდა არეული:ათიოდე კაცი დარჩა, ხაბაზი თუ მზარეული;სხვა იმან ყმა არ ინდომა, არ მემკვიდრე, არ ეული.ვითა გოდოლთ მშენებელნი გავხდით ენა შარეულნი.
მბ. დავით გურამისშვილისაგან საწუთროს სოფლის სამდურავი
548ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და უპირო!არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო;დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო.
549ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი მობრუნავია!წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ საჭმუნავია,ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი სთქვა, გინა ავია.
550ვიცნობ, მეც ვიყავ სოფელსა განცხრომასა და შვებასა:მიყვარდა, კარგად მიმაჩნდა, ვცდილობდი არ გაშვებასა.ახლა თქვენც ხედავთ აწ ჩემსა მის გამო პირქუშებასა,გული დაუწვავს სახმილით სულთქვნასა და უშებასა.
551მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების წამ ერთო,რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო-ჟამ ისევ წამერთო!მან დამიკვანძა მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.
552წყეულმან, ცრუვმან, მაცდურმან ფეხთ ქვეშ ილინჭა მომიგო:პირველად მოყვრად მეჩვენა, ტკბილი რამ სიტყვა მომიგო,გამეთამაშა, მაცდინა, საცხოვრებელი მომიგო,რა წამახდინა, გამკიცხა: \"რად ჰქენო“, ნიშნიც მომიგო!
553ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყევარ სადაო!მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს, ა დაო,ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.
554მე საწუთრომან მიმიღო, რაც საბადისი მებადა,მისგან დარწყმული მახენი თავსა ზე გარდმომება და.ორ-გზით კრულ შემქნა მტერთაგან, ხელთა საბელი მებადა,მით ვსტირ, თვალთ ცრემლი მიბნელებს, დღენი მჩანს მე ღამებადა.
555მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი გულში მამასო,არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის „მამასო“,მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა მამასო.დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი თუ: ვიშვილებ ამასო.
556ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.მე მსურდა ერთი, არ მომცა, ვის არ სურს, მისცა ტყუბია.
557სამ-ოთხ რიგად მუხანათმან გულს ლახვარი მამიღერა,სულ მატირა ჩემი დღენი, არაოდეს არ მამღერა.ვით ბოლოკი მქნა ავრეზი, ამოჩოყა, ამაღერა,თესლ-აშრეტით გამახმო და უნაყოფოდ დამაბერა.
558შემქნა უშრტო, უნაყოფო, ვით ხმელის ხისა გალია;გულს დამასვა სამჭედურად ლახვრად სევდის საგალია;ზდიან ცრემლნი თვალთა ჩემთა, სწვავს, ვით თევზთა საგალია.ასე მიჩანს სრა სამყოფლად, ვითა მფრინველსა გალია.
559ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს;დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის, მშვილდს კი მალავს.მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.
560ორს მიაგებს კაცს საწუთრო, არა ერთსა დანაჯერებს:ხან მოაწყენს, აატირებს, ხან მოალხენს, ან ამღერებს.ერთნაირად განატაროს, ასე არვის დანაბერებს.ვით უქმნია მიწა ჭურჭლად, ისევ მიწად განამტვერებს.
561მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარ-ტეხილთა ზღვისებრ ღელავს!უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა სთიბავს, რასა სცელავს?ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!
562ამისთვისა ვარ ფაციცად, ვითა თავს მტერ დანასხამი,მისის ცეცხლით გული ჩემი ვალს ჭირის-ოფლ დანასხამი.მოწყვეტილა მოსაგრილად წყლურზე წყალი დანასხამი;გული ასე დაუკუწავს, ვით გალესილს დანას ხამი.
563ნაღვლით დღენი შემიმოკლდა, აღარა მაქვს, დამელია;ყველა მწარედ გარდამექცა, რაც რამ ტკბილად დამელია.მძორთა ჩემთა შესაჭმელად მზას არს ტურა და მელია,აწ წამოვალ მეც თქვენთანა, სად ძმა მიცდი, და მელია.
564ვით თავს მივსცე მოსვენება, ვით მივაგო ამო მბროლსა?სასიკვდილოდ მივსწურვილვარ, ყელში სული ამობოლსა.ახალდაბას ნუღარ ხარო, მეძახიან, ამო ბოლსა!აწ რომ მე იქ წამიყვანონ, ვინ გამიზრდის ამ ობოლსა?
565მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა?რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით ვინც ძედ მოიგერა,ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.
566მე რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ მზრდელმან გამიზარდა,ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა არ გამიზარდა.თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის გამიზარდა,მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად გამიზარდა.
მგ. მეფის ვახტანგის ამიერ სოფლით მიცვლა და ქართველთ თავადთა და აზნაურთ რუსთ ხელმწიფის სამსახურში განწესება
567აქ ნახეთ წუთის სოფლისა, ცრუ, მატყუარა, ფლიდისა,მისგან სიბნელე ნათლისა, ზედან გარდაკვრა ბინდისა!ყმანი ვიყვენით კეთილნი მის ცხებულისა დიდისა,გვწყალობდის, უხვად გვაძლევდის, სწავლით შვილურებ გვზრდიდისა.
568მას მოგვაშორა მუხთალმან, გზა დაგვიბნელა სავალი,სად რა გვეშოვნა მუდრეგად, სარგებლით გვთხოვა სავალი!რაც მან მოიღო, არ ითქმის ჩვენს თავზე გარდასავალი,თუ გეტყვი, მწარედ გულს დამწვავ, შემხუხავ, შემტუსავ ალი!
569ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო.ჩვენ ყმანი დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,გაფთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის მაცა, მაგრა დექ, ცაო!
570მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ ოხერ-ტიალი!მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა ბრწყინვა და ჭყრტიალი;მოგვწყდა წელ-გული, შევქენით, ვით უმხროდ ჩიტმან, ფრტიალი,დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.
571მის დროს რუსთა თქვეს: ქართველნო, ეს თქვენცა გაგეგონება,თვით ქრისტე ბრძანებს: „ძნელია ორთა უფალთა მონება“.იწამეთ ერთი უფალი, თუმცა გენებოსთ ცხოვნება.ან წადით, ანუ დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება.
572ჩვენ ოც წელს იქით სტუმარსა ვერ უზამთ თავაზასაო,შემოგვეწევის თუ არას, მუდამ ვერ ვაჭმევთ მზესაო.თუ რომ დასდგებით, ჩვენ თქვენთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო;თუ არ დასდგებით, დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასაო.
573ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის ვახტანგის მცნებაო:წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის ნებაო.სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ, საითაც იყო სნებაო.არავინ უწყის, მუნითგაბ ცოცხალი ვინ იხსნებაო!
574იფიცეს კახთა, ქართველთა: „ჩვენში არ იყოს შურია,ჩვენ სულ დიდთა და პატარათ ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია;დავსდგეთ, თუ სადმე წავიდეთ, ერთად ვიძებნოთ პურია“.მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია.
575რა იგი ფიცი გარდასწყდა, გულში არ ქონა შურისა,ხელმწიფეს არზა მიართვეს: „ჩვენ თქვენი ყმობა გვსურისა;ლაშქარში წასვლა გვებძანოს. დრო არის სამსახურისა!“ხელმწიფეს ესმა, იამა, ბრძანა მოგდება ყურისა.
576თავის ვეზირებს უბრძანა, საყმო გარიგდეს მათიო:თავადთა ოც-და-ათი და აზნაურთათვის ათიო;თუ არ აღსრულდენ, კიდევე ათ-ათი მაზე სართიო,მიეცით თანასწორადა, არა იყოს რა ხლათიო.
577შურსა რა ესმა სისწორე, ერთობა მან იწყინაო;რკინა რბილი და ფოლადი, თქვა, განასწორა ვინაო?მართებელთანა დაგვჩხუბა, ავ რიგად შეგვასმინაო.ათ-ათი ისევ მოგვიჭრეს, სხვა კი მოგვიგდეს წინაო.
578შური უვარყო, ვისაც რომ ჭკვა ქონდა ნატამალია,შეჯდა და გარდაეხვეწა, იხმარა ცხენი მალია.მე მყვანდა ცუდი ჯაგლაგი, მით ვერცად დავემალია,გაჯავრებული მომიხდა, გარდმომიჭირა ხმალია.
579შურმან დაჩაგრა და მოკვდა ყაფლანისშვილი ტეტია,შურმან ციციშვილს ადამას დაარტყა თავში კეტია;დაშავებული მეც შურიო დავიარები ხეტია;დამბნელებია გონება, თავზე მეხვევის რეტია.
580შურმან მე დიდათ დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები ფეხით მისრისა;ცეცხლით დამიწო სახლ-კარი, ვამე, ჯავრი მკლავს მის სრისა!ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა მისრისა.
581მას მეშურნესა პირველად არა აქვნდა-რა ძალები,გამოაჩინა ბოლოს დროს ფარული დანაკრძალები;გვიმტყუვნა, ხორცი თვით ჭამა, ჩვენ მოგვიყარა ძვალები,ხე ვარჯოვანი დაგვახმო, აყოვა ნაკუნძალები.
582განაბოროტა კეთილი შურმან, აუბა თვალები.წინა აღუძღვა ბრმა ბრმათა, არივა გზა და კვალები.დაბენძღა, დაარიოშა, ოქროს მორივა რვალები.გარდახდევინოს უფალმან, რაც ჩემი ედვას ვალები!
583ვით თხასა ცხვარი, მივენდევ უპიროს, მოღალატესა.წამიძღვა, სამჭმო მიჩვენა, თავს წამაყენა ფლატესა.მითხრა, თუ: „აგერ საფოთლი, კარგია, ვინც იქ გახტესა“.თვით გახტა, მე შიგ ჩამაგდო. ჰგავს ეშმაკობით ანტესა.
584შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა.აწ დავჰკარგულვარ თავთათვის, აღარ მოველი პოვნასა.უძღებებამან რა მიყო, ხედავთ ამ ჩემსა შოვნასა!სიმსუქნისათვის დავიკვლი, ძაღლნი შესჭამენ ქონასა.
585ავად მომიხდა უმხროდა გაფრენა. ქმნა ნავარდისა!სად ამოსული ხნარცვითა კიდევ მეორედ ვარდისა;ვაიმე, მამა-დედისა, ძმის დამკარგავი ვარ, დისა,ვეღარ მნახავი მოყვრისა ტან ლერწამ, პირად ვარდისა.
586ჩვენი გითხრა სამსახური, სხვა რა გვექნა ამის მეტი:ათას-შვიდას-ოც-და-ცხრამეტს ხოთინის კარს ვთხლიშეთ კეტი,ორმოც-და-ორს ფინდრიღავანს ცეცხლით გამოვბუგეთ შვეტი.ორმოც-ჩვიდმეტს ბრუსის კოროლს შეურყივეთ ტახტის სვეტი.
587ორმოც-თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვივა რეტი.მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისაგან დავრჩი კენტი.მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ-დანაკლეტი.მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი.
588ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე მჭადი.მე მომითხრეს: „მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი“.ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,ვამე ტკბილო სიცოცხლეო, რომ შენ ასე გამიმწარდი.