↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უკვდავების წყაროს იგავი

გურამიშვილი დავით

2026-07-181 წთ საკითხავი304 ნახვა

—
რომელმან კაცნი, ვითარცა კარავნი, შეგვიმზადისა,ზედ მიადგინა მნათობნი, - ნივთთა ყოველთა მზად ისა,მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა,იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და ცხადისა.
წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება ჭვთის მაგიერი,გამოგვიცხადეს, გვასწავეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი.ვით რამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი,ეგრეთ აბრამის ყვავილი დავითზე- ნაყოფიერი.
ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ ცმულითა;კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მასის დავითის თქმულითა,ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა თვალახმულითა.
გურამიშვილი დავით

გურამიშვილი დავით: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი