↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალბატონო

ალავერდაშვილი ლევან

2026-07-181 წთ საკითხავი2472 ნახვა

—
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელისთქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,თქვენ კი გგონიათ,ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარებათუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარებაიკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი