პოეზია · ლირიკა
შენა და ღამე ბეთანიისა
გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ,ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს -შენა და ღამე ბეთანიისა.გეტყვი, წუთები შენით ნაფერნი,როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან,რა გვიანაა სუყველაფერი,და არაფერი არაა გვიან.გეტყვი საუფლოს ღრმა დარბაზებშიხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს,სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებშიდა ლექსებს - შენი თითებით ნახებს...გეტყვი ნუ მოხვალ! მაგრამ რისათვის?!უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები,და იმ ლამაზი წყენებისათვისხელში ბავშვივით აგიტირდები.გეტყვი, დემონურ წარსულს მათოვებს -ნამი - უშენოდ მორცხვი იისა...ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! -შენა და მწუხრი ბეთანიისა.გეტყვი, შვებაა შენს ხელში კვდომა,და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო,ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა,მოურჩენელო ტკივილო ჩემო.გეტყვი, დამთავრდა! ეხლა მშვიდობით,ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით,შენა და ღამე ბეთანიისა.