პოეზია · ლირიკა
შუამთის შუაღამე
შუაღამისას შუამთას,შუქი შეადნა შორით,შემომეშენენ შინდები,შრიალით, შარა-შურით.შემოდგომისას შიშველი,შამბში შეეხვა შარა,შველს შიგ შავარდნა ვუშალე,შველმა არ დაიშალა.შორი-ახლობით შავყევი,შეინავარდა მშვენად,შევნიშნე შურმა შემიპყრო,ვშობილიყავი შველად.შვიდჯერ შავობამ სიშავის,შემომაგება შიში,მეშურნებოდა შუამთისშველის შეშლილი ჯიში.