↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძილისფერ თოვლში

ალავერდაშვილი ლევან

2017-01-132 წთ საკითხავი2086 ნახვა

—
როცა ძილისფრად მღელავ მიმოზებსმშობლიურ თოვლში მზე ეწვათ წინათ,მათ სივრცეები გადაილოცესდა თეთრ საბანში უსაბნოდ სძინავთ...მაშინ წამწამებს მოჰგვარა ძილმაგადაფითრების ლანდი – მსახური;და ჩაესვენა ასეთი ხილვათვალებს უდროო და უსახური.“ეხლა კი თოვის თეთრი კვირტებიაწ გარდასულის როცაა განცდა,თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდებიშენი სურნელის დაღი რომ აჩნდა...და მონანავე დაფნათა ნებზემხოლოდ წამების ვრჩები უფლებითვინც ანგელოსთა დამტვრეულ ფრთებზეშანდლებთან დემონს ვესაუბრები.წელიწადებმა – ზღვად მეამბოხეს –შეფარებულმა ცისფერ მანტიებს,ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს.როგორ იწამა სულმა ამაზე,უწინ უძველეს ღვინის მხლებელმარომ ვერ დაფარა ის სილამაზე,სხვა, დიდთოვლობის ნელსაცხებელმა.რომ აქავეა რაც კვალში მსდევდა,პოეზიათა ვარდისფერ თაღში,ვით ერთი მგოსნის ძვირფასი სევდა„დღეს გოგონები არ წავლენ ბაღში!“ცივ უდაბნოში რომ გადაენთორასაც სიმშვიდე საკმელად იხვევს...და მხოლოდ ეჭვის ეხლება ექო,ბევრ, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს...და ვით ბუალო ვჭედდი ჭიანურს,ვეტოლებოდი ჰანგით ბუნებას,ვეძებდი იმ ზეადამიანურსრითაც ვპოვებდი განადგურებას.მეკარგებოდა გზად ნაბიჯებითუმც პორფირები მესხა სამეფო,სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი,რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო.მე, სიყვარულის ჩაწყვეტილ სიმადვესიზმრებოდი მღელვარე ქალებს,როცა ნამქერნი იმკობდნენ მძივადმეტყველი მზერით დახუჭულ თვალებსდა თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიანმწვანე ნაძვები ძველი ცდუნებითმგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსიაყოველდღიური სათაურებით.რომ დუელშია სულთან ფარულადმგოსნის გენია ეტლებად მქროლი,და მზემოკლეობს უსიყვარულოდვით მირჰაკანით მოსული თოვლი.მაშინ შხამისაც შვებაა მირქმა,დაუნანებლად ცოდვილი თავის,როცა დაცემულ ფარდების მიღმააპრილმისჯილი ზამთარი ბღავის.მაშ მდუმარებას რატომ ვერ არღვევს,ნებზე ნებივრად მწოლი ნაგანი,თუ ეყვავილა უცხო მებაღეს,ერთი პრინცესა იმათთაგანი;ან დაღუპული ხომალდის აფრებსდღეის ქროლვები საიდან ხრიან,რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე,გაზაფხული კი ძალიან გვიან.ან ამ მოთმენას ვისთვის მავალებს,გველთა ეპოქა ცურებცბიერი,რომ ვათაყვანო ჯორდანო ალებსდა გილიოტინს რობესპიერი.მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდიიმ წუხილების თანამეთოვე,შენს ნაფეხურებს სუნთქვით რომ ვშლიდირათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვედა დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოშიმზერას სერავდეს ავლებად დაშნის,რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლშიდა შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.2009 წ.
ალავერდაშვილი ლევან

ალავერდაშვილი ლევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი