პოეზია · ლირიკა
როქი
პაიკივით თქვენს წინ ვდგები,რასაც ვამბობ,სიმართლეა, მენდეთ, -მეფისა და ეტლის გადაადგილებითარაფერი არ იცვლება დღემდე.
პაიკს არვინ უფრთხილდება,ამ ბოლო დროს სუყველაფერს სწირავთ, -ო, რას ვხედავ, თუ გჭირდებათ,დედოფლებსაც სწირავთ ხოლმე ხშირად.
თქვენ თამაშობთ დიდებულად,ლაჩრებს შორის იხატებით გმირად, -იჭვმა გაგაუბედურათ,ახლა ამ იჭვს უკვე რწმენას სწირავთ.
ვიცი, ჩქარა ერთმანეთში აირევით,ერთი სვლა გაქვთ, ერთი აზრი გზარავთ, -მეფისა და ეტლის გადაადგილებითარაფერი არ იცვლება, არა.