პოეზია · ლირიკა
პიანო
ლერწმებში ნიავს ეძინა უკვე,ყანჩა ყიყინით ეძახდა ყანჩას, -პატარა გოგომ შეხედა ღრუბლებს,პატარა ბიჭი ნაწყენი დარჩა.
მწუხრში ნისლივით ჩნდებოდა იჭვი,რწმენა წყალივით ითხოვდა სითბოს, -ტანზე იხდიდა პატარა ბიჭი,პატარა გოგოს სცხვენოდა თითქოს.
გული ჩიტივით ბუდეში იჯდა,და გლეჯდა ლაგამს მშიერი რაში...პატარა გოგო დნებოდა ბიჭთანდა მზე ფიფქივით ქრებოდა ზღვაში.