↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

და დაიწყება...(როის)

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20980 ნახვა

—
სადღაც ბავშვობას უმღერიან წლები ნანინებს,როცა წარსულის ბილიკები შემოგეგზება,პოეტმა განცდებს ტკივილები მოატანინედა ორდენივით დაიკიდე გულზე ლექსებად.
არ დაიდარდო თუ ცხოვრება გრძნობებს ახუნებს,თუ ცას და მიწას ძველებურად ვეღარ ვედებით,მოდი ჩემთან და გული გულზე მომიჭახუნე,ხოლო უფალთან გავაგზავნოთ ისევ მტრედები
და ცას ვახაროთ მომავალი შენი ქორწილი,რომ მაყრიონით მაინც ცისკენ მივეჭენებითდა რომ ტკივილი შევიძინეთ ქვეყნის-ორწილიდა რომ ორ-ორსაც აიღებენ ალბათ ჩვენები.
მერე ჩვენს ცრემლსაც გამოიწერს ვინმე წიგნებით,როცა თვით უფალს ცაში მეკვლედ დავებედებით,იქნება წვიმა, ბათუმი და ჩვენ არ ვიქნებით,იქნება ლექსი, ტკივილი და ფოსტის მტრედები.
იტყვიან ჩვენ დროს პოეტობა როგორ ძნელოდა,იტყვიან როგორ დავმაჭრდით და როგორ ვღვინობდითდა დაიწყება უმეტესად საქართველოდანდა გაგრძელდება უფლის ნებით საროინომდი!...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი